გიორგი მარგველაშვილი - როდესაც გავიგე, სანდრომ თანამდებობა დატოვა, მეგონა, რომ დისერტაციის დაწერას აპირებდა

გიორგი მარგველაშვილი - როდესაც გავიგე, სანდრომ თანამდებობა დატოვა, მეგონა, რომ დისერტაციის დაწერას აპირებდა

როდესაც გავიგე, რომ სანდრომ თანამდებობა დატოვა, მეგონა, დისერტაციის დაწერას აპირებდა, - ასე გამოეხმაურა განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი თსუ-ის რექტორის, ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომას.

როგორც მარგველაშვილმა "მეცხრე არხზე", გადაცემა "მთავარ კითხვაში" განაცხადა, უნივერსიტეტის ალექსანდრე კვიტაშვილის გადადგომა პროცესის პოლიტიზაციის მცდელობაა.

"როდესაც გავიგე, რომ სანდრომ თანამდებობა დატოვა, მეგონა, დისერტაციის დაწერას აპირებდა, რომ გამხდარიყო დოქტორი, რასაც მივესალმებოდი. შემდეგ გავიგე, რომ თურმე სამეცნიერო მუშაობას კი არ აპირებდა, არამედ ახლა ის არის რექტორი, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. სიმართლე გითხრათ, ამ ნაბიჯში მე ვხედავ იმას, რასაც ვხედავდი მანამდე, მთელ ამ პროცესში. მცდელობას, რომ მოხდეს პროცესის პოლიტიზება. ძალიან რთულია მოხდეს პროცესის პოლიტიზება. შესაძლებელია ერთი საღამოს "ნიუსი" იყოს სანდროს გადადგომა, მეორე საღამოს ნიუსი იყოს მისი გადანიშვნა, მაგრამ რომ შევხედოთ ვითარებას - ვითარება არის მარტივი - ჩვენ ვცდილობთ, რომ ძირითადი თამაშის წესები დავამკვიდროთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში. კერძო უმაღლეს სასწავლებლებს არანაირი ახალი წესები არ შევუქმენით. ეს წესები თავისთავად განხილვადიც კი არ არის, იმდენად ნათელი და მარტივია. ის, რომ დეკანი, რექტორი არ შეიძლება იყოს უბრალოდ დიპლომირებილი სპეციალისტი, ეს ალბათ არსად არც განიხილება, იმდენად აპრიორი ჭეშმარიტებაა", - განაცხადა მარგველაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია