რა ჯდე­ბა აკრძალული ნივთების შეგ­ზავ­ნა ცი­ხე­ში

რა ჯდე­ბა აკრძალული ნივთების შეგ­ზავ­ნა ცი­ხე­ში

ამას წი­ნათ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა სო­ზარ სუ­ბარ­მა გა­ნაცხ­ა­და: "მიმ­დი­ნა­რე წელს სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში 34-მდე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და მათ­გან ნა­ხე­ვარ­ზე მე­ტი პა­ტიმ­რებს უკა­ნა ტან­ში ჰქონ­დათ და­მა­ლუ­ლი. მა­ლე გვექ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე აპა­რა­ტუ­რა, რო­მე­ლიც გა­ა­ად­ვი­ლებს კონ­ტროლს სის­ტე­მა­ში". სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რა გზით აღ­წევს სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი და რა­ტომ მო­ეთხ­ო­ვე­ბა ამ და­ნა­შა­ულ­ზე პა­სუ­ხი მხო­ლოდ პა­ტიმ­რებს? - გვე­სა­უბ­რე­ბა ად­ვო­კა­ტი და ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი თა­მი­ლა ქუ­თა­თე­ლა­ძე:

- აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­სი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­რე­შე ვე­რაფ­რით მოხ­ვდე­ბა. აუ­ცი­ლებ­ლად საქ­მის კურ­სში არი­ან ზო­ნის უფ­რო­სი, დი­რექ­ტო­რი და ე.წ. დე­პენ­კე­ბი, ანუ მო­რი­გე­ე­ბი. მა­თი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ცი­ხე­ში ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერს შე­ი­ტანს. პა­ტიმ­რე­ბის შე­მოწ­მე­ბა კი, რო­გორც წე­სი, კვი­რა­ში ერ­თხელ ტარ­დე­ბა.

- რო­გორ ის­ჯე­ბა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თის მფლო­ბე­ლი პა­ტი­მა­რი?

- და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში ჩე­მი ყოფ­ნი­სას აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი ნამ­დვი­ლად არ ამო­ღე­ბუ­ლა, გარ­და ერ­თი შემ­თხვე­ვი­სა, რო­დე­საც პა­ტი­მარ­მა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით ჩა­ა­ბა­რა ნივ­თი. მან ამი­სათ­ვის მი­ი­ღო საყ­ვე­დუ­რი და ათ­დღი­ა­ნი კარ­ცე­რი, ანუ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მხო­ლოდ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლით შე­მო­ი­ფარ­გლა.

- თუ იცით, რა თან­ხა უჯ­დე­ბა პა­ტიმ­რის ახ­ლო­ბელს ცი­ხე­ში მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის შეგ­ზავ­ნა?

- რო­გორც მახ­სოვს, მო­ბი­ლუ­რის შეგ­ზავ­ნა 500, 700 და 800 ლა­რი ჯდე­ბო­და, გა­აჩ­ნი­ა, ტე­ლე­ფო­ნის მო­დელს, რაც უფ­რო თა­ნა­მედ­რო­ვე და ძვი­რადღ­ი­რე­ბუ­ლი­ა, მით ძვი­რი უჯ­დე­ბა მი­სი შეგ­ზავ­ნა პა­ტიმ­რის პატ­რონს.

- კი­დევ რა ით­ვლე­ბა აკ­რძა­ლულ ნივ­თად?

- და­ნა და ნარ­კო­ტი­კი. სხვა­თა შო­რის, რო­დე­საც ქალ­თა კო­ლო­ნია მატ­რო­სოვ­ზე იყო, მა­შინ იქ ნარ­კო­ტი­კიც შე­დი­ო­და, რუს­თავ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ კი ასე­თი შემ­თხვე­ვა აღარ ყო­ფი­ლა.

- თუ­კი მთე­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცია საქ­მის კურ­სში­ა, ნივ­თის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში რა­ტომ ის­ჯე­ბა მხო­ლოდ პა­ტი­მა­რი? ან იქ­ნებ დამ­დგა­რა და­წე­სე­ბუ­ლე­ბის რო­მე­ლი­მე თა­ნამ­შრომ­ლის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხი და არ ვი­ცით?

- ეს სა­კითხი არა­ერ­თხელ გა­მიპ­რო­ტეს­ტე­ბი­ა. გა­მო­ძი­ე­ბა მხო­ლოდ პა­ტიმ­რის დას­ჯით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, ხო­ლო იმას, სა­ი­დან მოხ­ვდა ეს ნივ­თი მის ხელ­ში­ა, არც ად­რე იძი­ებ­დნენ და არც ახ­ლა. მი­ნის­ტრმა რომ აღ­მო­ა­ჩი­ნა ეს ნივ­თე­ბი, დად­გა ვინ­მეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კითხ­ი, თუ ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­რე­შე მოხ­ვდა ის ნივ­თე­ბი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში? მათ რე­ა­გი­რე­ბა უნ­და მო­ახ­დი­ნონ არა მარ­ტო პა­ტიმ­რებ­ზე, არა­მედ დი­რექ­ტორ­ზე, ზო­ნის უფ­როს­ზე, მო­რი­გე­ებ­ზე და ამას ვე­ღა­რა­ვინ გა­ბე­დავს. ეს აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და იყოს სა­მა­გა­ლი­თო. ად­რე ვინ­მეს თუ აღ­მო­უ­ჩენ­დნენ მო­ბი­ლურს, ის პა­ტი­მა­რი უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში კარ­ცერ­ში აღ­მოჩ­ნდე­ბო­და, უა­რეს­ში კი - 2 ან 3 წელს უმა­ტებ­დნენ სას­ჯელს. უფ­რო­სო­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სას­ჯე­ლით თუ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბო­და, ეს არც ხმა­ურ­დე­ბო­და. ისე მო­აწყ­ობ­დნენ, თით­ქოს პა­ტი­მა­რი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით აბა­რებ­და ტე­ლე­ფონს. იმას არა­ვინ იკ­ვლევ­და, სა­ი­დან მოხ­ვდა პა­ტი­მარ­თან აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თი.

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ სხვა აკ­რძა­ლულ ნივ­თებ­თან ერ­თად ნარ­კო­ტი­კე­ბიც შე­დის ცი­ხე­ებ­ში, და რომ ად­გილ­ზე სი­ტუ­ა­ცი­ას კვლავ კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ...

- სამ­წუ­ხა­როდ, ნამ­დვი­ლად გამ­წვავ­და ეს თე­მა. გარ­და ამი­სა, კვლავ ხდე­ბა "ობ­ში­ა­კე­ბის" აკ­რე­ბაც. უსაფ­რთხო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა უნ­და უზ­რუნ­ველ­ყოს ნე­ბის­მი­ე­რი პა­ტიმ­რის უსაფ­რთხო­ე­ბა, მო­ახ­დი­ნოს რე­ა­გი­რე­ბა და აღ­კვე­თოს და­ნა­შა­უ­ლი. იმ პე­რი­ოდ­ში, მე რომ და­მა­კა­ვეს, ცი­ხე­ში ნარ­კო­ტი­კე­ბი ნამ­დვი­ლად აღარ შე­დი­ო­და, მაგ­რამ ბევ­რი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ითხ­ო­ვეს სამ­სა­ხუ­რი­დან, ახ­ლებ­მა კი არ იცი­ან პა­ტიმ­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გია და ის, თუ რო­გორ მარ­თონ ზო­ნებ­ში სი­ტუ­ა­ცი­ა.

ესაუბრა ნა­ნა ფიცხ­ე­ლა­უ­რი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ