რა საფ­რთხე ემუქ­რე­ბა დე­პუ­ტა­ტებს - "რაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გავ­ხდი, თა­ვის ტკი­ვი­ლი და­მეწყ­ო"

რა საფ­რთხე ემუქ­რე­ბა დე­პუ­ტა­ტებს - "რაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გავ­ხდი, თა­ვის ტკი­ვი­ლი და­მეწყ­ო"

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ქარ­თვე­ლო კუ­რი­ო­ზე­ბის ქვე­ყა­ნაა - ქვე­ყა­ნა, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს თა­ვი ძლივს გა­აქვს, ნა­წი­ლი უცხ­ო­ეთ­ში სა­შო­ვარ­ზეა გა­და­კარ­გუ­ლი, ამ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი კი ნი­უ­-ი­ორ­კის სა­უ­კე­თე­სო კლი­ნი­კა­ში ბო­ტოქ­სის ძვი­რადღ­ი­რე­ბულ ოპე­რა­ცი­ებს იკე­თებს და მი­სი ნა­ო­ჭე­ბის გას­წო­რე­ბა ბი­უ­ჯეტს ათა­სო­ბით დო­ლა­რი უჯ­დე­ბა. ეს ინ­ფორ­მა­ცია თავ­და­პირ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტის საპ­რო­ცე­დუ­რო სა­კითხ­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ირი­ნა იმერ­ლიშ­ვილ­მა გა­ახ­მა­უ­რა, შემ­დეგ კი ქარ­თულ პრე­სა­შიც და­ი­ბეჭ­და. არც ისე დი­დი ხნის წინ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა კი­დევ ერ­თი კუ­რი­ო­ზუ­ლი დას­კვნა გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ვკითხ­უ­ლობთ, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა, რო­მელ­ზეც 360 მი­ლი­ო­ნი ლა­რი და­ი­ხარ­ჯა, უხა­რის­ხოდ, კა­ნონ­დარ­ღვე­ვით და ვა­ლე­ბით არის აგე­ბუ­ლი. დო­კუ­მენ­ტში ნათ­ქვა­მი­ა, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა აი­გო უნე­ბარ­თვოდ, რომ არ ჩა­ტა­რე­ბუ­ლა მი­სი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­ექ­სპერ­ტო შე­ფა­სე­ბა. სა­გან­გა­შო დას­კვნა და­ი­დო პარ­ლა­მენ­ტის გვერ­დით არ­სე­ბულ სამთავრობო შენობაზეც - რო­გორც ჩანს, ეს ნა­გე­ბო­ბა არ არის მყა­რი და პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის მსგავ­სად, შე­საძ­ლოა მი­სი დე­მონ­ტა­ჟიც გახ­დეს სა­ჭი­რო. ლა­პა­რა­კია არა­მიზ­ნობ­რივ ხარ­ჯვა­ზეც, თუმ­ცა ამას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი სას­ტი­კად უარ­ყო­ფენ.

"ყო­ველ­დღე რის­კის ქვეშ ვართ" - ჩი­ვი­ან ქარ­თვე­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი, მათ შო­რის არის ათო­ბით სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­გო­ნე­ბის ავ­ტო­რი, პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თე­მურ მა­ი­სუ­რა­ძე, რო­მელ­მაც ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას თქვა:

- პრო­ფე­სი­ით ინ­ჟი­ნე­რი ვარ და შე­მიძ­ლია და­ზუს­ტე­ბით გითხ­რათ, რომ ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი უხა­რის­ხოდ არის შეს­რუ­ლე­ბუ­ლი. შე­ნო­ბის გარ­შე­მო და­გე­ბუ­ლი ფი­ლე­ბიც კი დამ­ტვრე­უ­ლი­ა. ეს ხუთ­სან­ტი­მეტ­რი­ა­ნი ფი­ლე­ბი ასე ად­ვი­ლად არ უნ­და დამ­სხვრე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ცე­მენ­ტიც არ არის ნორ­მა­ლუ­რად დას­ხმუ­ლი, მარ­ტო თავ­ში და ბო­ლო­ში­ა, შუ­ა­ში კი სი­ცა­რი­ე­ლე­ა, ეტყ­ო­ბა, მა­სა­ლა მო­ი­პა­რეს. ჩე­მი აზ­რით, აუ­ცი­ლებ­ლად უნ­და დად­გინ­დეს, რა მა­სა­ლე­ბი უნ­და გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში და რა გა­მო­ი­ყე­ნეს. შე­ნო­ბის შიგ­ნი­თაც ყვე­ლა­ფე­რი უხა­რის­ხოდ არის ნა­შე­ნე­ბი, არ არის და­ცუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი. თუმ­ცა დე­მონ­ტა­ჟის სა­კითხს სე­რი­ო­ზუ­ლი შეს­წავ­ლა სჭირ­დე­ბა, ჯერ უნ­და დად­გინ­დეს აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა ეს ნა­გე­ბო­ბა უსაფ­რთხო­ე­ბის ნორ­მებ­სა და მოთხ­ოვ­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა მთავ­რო­ბის სახლს, რო­გორც ვი­ცი, ის აშე­ნე­ბუ­ლია ჭა­ო­ბი­ან ად­გილ­ზე, ამი­ტომ სა­ძირ­კველ­ში წყა­ლი შე­დის და მუდ­მი­ვად ტუმ­ბოს ჩარ­თვაა სა­ჭი­რო, რომ ეს წყა­ლი ამო­ტუმ­ბონ. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, რო­დე­საც კონ­სტრუქ­ცი­ის სა­ძირ­კვე­ლი არ დგას მყარ ნი­ა­დაგ­ზე, ეს მას საფ­რთხეს უქ­მნის. ასე­თი შე­ნო­ბა სა­ი­მე­დო და მყა­რი ვერ იქ­ნე­ბა. ვი­საც უნ­და, მო­ვი­დეს და ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ხარ­ვეზს ვაჩ­ვე­ნებ, ამ­გვა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის მო­ძებ­ნა ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში პრობ­ლე­მას ნამ­დვი­ლად არ წარ­მო­ად­გენს. ახ­ლა რაც შე­ე­ხე­ბა საფ­რთხეს - საფ­რთხე ბევ­რი მი­ზე­ზის გა­მო გვე­მუქ­რე­ბა: მე მა­გა­ლი­თად, რაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი გავ­ხდი, თა­ვის ტკი­ვი­ლე­ბი და­მეწყო და მუდ­მი­ვად დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს, რაც არა­სო­დეს მქო­ნი­ა, ვეჭ­ვობ, რომ ეს ჟან­გბა­დის უკ­მა­რი­სო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. მე­უღ­ლე და ოჯა­ხის წევ­რე­ბი უკ­ვე მირ­ჩე­ვენ, რომ ექიმ­თან მი­ვი­დე და ანა­ლი­ზე­ბი ავი­ღო. ასე რომ, სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გვაქვს. სა­ბედ­ნი­ე­როდ, პარ­ლა­მენ­ტის ჭე­რი­დან ჯერ­ჯე­ო­ბით პა­ტარ­-პა­ტა­რა რა­ღა­ცე­ბი ცვი­ვა, თუმ­ცა ამას წი­ნათ პარ­ლა­მენ­ტარ დი­მიტ­რი ხუნ­და­ძის ახ­ლოს ჭა­ღიც ჩა­მო­ვარ­და. ღმერ­თმა ნუ ქნას, რომ უფ­რო მსხვი­ლი საგ­ნე­ბიც ჩა­მოც­ვივ­დეს (!)

"ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა სუ­ლაც არ არის ერ­თა­დერ­თი და გა­მორ­ჩე­უ­ლი" - ამ­ბობს რუს­თა­ვე­ლის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, არ­ქი­ტექ­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­ის აკა­დე­მი­კო­სი ვახ­ტანგ და­ვი­თა­ი­ა:

- "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" ეპო­ქა­ში უცხ­ო­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბის მი­ერ აგე­ბუ­ლი თით­ქმის ყვე­ლა შე­ნო­ბა უნე­ბარ­თვოდ არის აშე­ნე­ბუ­ლი. არა მარ­ტო ამ შე­ნო­ბის, ძა­ლი­ა­ნაც რომ მო­ინ­დო­მოთ, ბევ­რი სხვა შე­ნო­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­საც ვერ მო­ი­ძი­ებთ. რაც მა­შინ ხდე­ბო­და, ეს იყო სრუ­ლი თვით­ნე­ბო­ბა - არ არ­სე­ბობ­და პრო­ექ­ტი, არ არ­სე­ბობ­და ექ­სპერ­ტთა დას­კვნე­ბი, არ­ქი­ტექ­ტუ­რა ჩა­მო­არ­თვეს არ­ქი­ტექ­ტო­რებს, ანუ ნამ­დვილ, ბი­ო­ლო­გი­ურ დე­დას და გა­დას­ცეს დე­დი­ნაც­ვალს, რო­მელ­საც მის მი­მართ არა­ვი­თა­რი გრძნო­ბა არა აქვს. გა­დამ­წყვე­ტი იყო პრე­ზი­დენ­ტის ნე­ბა - მი­სი ნათ­ქვა­მი "კი ან არა"! სწო­რედ ამი­ტომ, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ აგე­ბუ­ლი ზო­გი­ერ­თი "შე­დევ­რი" შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლია ჩვე­ნი ეროვ­ნუ­ლი ღირ­სე­ბი­სა და ქარ­თუ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რი­სათ­ვის. ამის შე­სა­ნიშ­ნა­ვი მა­გა­ლი­თია ის, რაც მეს­ტი­ა­ში მოხ­და. ეს არის ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფა, სრუ­ლი უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა ის­ტო­რი­უ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბი­სა!.. რაც შე­ე­ხე­ბა ქუ­თა­ი­სის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას, ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რი გა­უ­გებ­რო­ბა, ყოვ­ლად უსა­ხუ­რი, პა­სი­უ­რი შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვით ნა­გე­ბო­ბას უფ­რო ჰგავს, ეს არის კუს ალე­გო­რია - ჯავ­შა­ნი. სა­ერ­თოდ, შე­იძ­ლე­ბა პრო­ექ­ტი ძა­ლი­ან კარ­გი იყოს, მაგ­რამ უხა­რის­ხოდ იყოს ნა­შე­ნე­ბი, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი ორი­ვე ნაკ­ლო­ვა­ნე­ბა ერ­თად იყ­რის თავს.

- ბა­ტო­ნო ვახ­ტანგ, პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ჩი­ვი­ან, რომ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში არ არის ნორ­მა­ლუ­რი გა­რე­მო და ზო­გი­ერთ მათ­განს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც შე­ექ­მნა.

- ეს იმი­ტომ, რომ იქ ყვე­ლა­ფე­რი ჰერ­მე­ტუ­ლი­ა. ხე­ლოვ­ნუ­რი მიკ­როკ­ლი­მა­ტის შექ­მნა კო­ლო­სა­ლურ ხარ­ჯებ­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს არ­ცთუ ისე სა­სარ­გებ­ლოა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა­ვის. რო­ცა ადა­მი­ანს სა­ა­თო­ბით უწევს ხე­ლოვ­ნუ­რი კლი­მა­ტის პი­რო­ბებ­ში ყოფ­ნა, ეს ძა­ლი­ან ცუ­დი­ა.

მოამზადა ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძემ

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია