იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ რეზოლუციას 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი

იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ გაეროს რეზოლუციას გუშინდელ სესიაზე 62 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ სამინისტროში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ფანჯიკიძემ აღნიშნა, რიგით 67-ე სესიაზე, რომელიც ნიუ იორკში გაიმართა, დაფიქსირდა 62 მხარდამჭერი. თუმცა, ტექნიკური ხარვეზის გამო, ელექტრონული ღილაკის გაუმართაობის მიზეზით, საკუთარი მხარდაჭერა ვერ დააფიქსირა აზერბაიჯანმა. შემდგომ გაკეთდა შესაბამისი განცხადება და მას შემდეგ, რაც ოფიციალურად დადასტურდება აზერბაიჯანის მხარდაჭერა, აღნიშნულ რეზოლუციას ეყოლება 63 მხარდამჭერი.

რაც შეეხება მოწინააღმდეგეებს, მინისტრის განცხადებით, სესიაზე რეზოლუციას ჰყავდა 16 მოწინააღმდეგე ქვეყანა, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, ხოლო 84-მა წევრმა ქვეყანამ პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ის ფაქტი, რომ მხარდამჭერების ზრდის ტენდენცია გრძელდება, არის დადებითი და ქვეყნისთვის სასიკეთო. საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა მხარდამჭერ ქვეყანას და იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი შედეგს გამოიღებს და მხარდამჭერების რაოდენობა უფრო გაიზრდება.

ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ჯერჯერობით არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმ ქვეყნების შესახებ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დღევანდელ სესიაზე ქართულ მხარეს.

წინა სესიაზე აღნიშნულ რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა "აფხაზეთიდან (საქართველო) და ცხინვალის რეგიონიდან (სამხრეთ ოსეთი/საქართველო) იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", მხარი დაუჭირა 60 ქვეყანამ და მოწინააღმდეგე იყო 15.

ამასთან, რაც შეეხება 16 ქვეყანას, რომლებაც გუშინ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს. ეს ქვეყნებია - 1. ბელორუსი, 2. ვენესუელა, 3. ვიეტნამი, 4. ზიმბაბვე, 5. კუბა, 6. ლაოსი, 7. მიანმა, 8. ნაურუ, 9. ნიკარაგუა, 10. რუსეთი, 11. სერბეთი, 12. სირია, 13. სომხეთი, 14. სუდანი, 15. ჩრდილოეთ კორეა და 16. შრი-ლანკა.

"ინტერპრესნიუსი"

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?