შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1978 წელს დაბადებული იმედა ა, 1959 წელს დაბადებული ირაკლი კ, 1979 წელს დაბადებული ალექსანდრე მ, 1974 წელს დაბადებული რუსლან ჩ. და 1972 წელს დაბადებული ლევან კ.

სამართალდამცველებმა ხუთივე პირი სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ბათუმში ერთდროულად დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ე. წ. "ქურდული წილების" მისაღებად აჭარაში ბიზნესმენებზე ზეწოლას ახორციელებდნენ.

ყველა მათგანი წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის მრავალჯერ არის ნასამართლევი.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით).

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ