ვინ აფინანსებს ლგბტ უფლებების დამცველებს საქართველოში

ვინ აფინანსებს ლგბტ უფლებების დამცველებს საქართველოში

რუბრიკა "ჭორი და მართალი"

ბოლო კვირების განმავლობაში ქართულ საზოგადოებაში ლგბტ ორგანიზაციების მიმართ მღელვარება არ ცხრება. თავის მხრივ ლგბტ ორგანიზაციებიც აქტიურობენ. გასულ კვირას პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ახალგაზრდები მარიხუანის დეკრიმინალიზაციას მოითხოვდნენ.

"სოლიდარობა შეზღუდვის საწინააღმდეგოდ! მე 4 წელია, რაც არ მომიწევია პლანი და თუ მომინდა, ახლაც მოვწევ ქუჩაში. მიმაჩნია, რომ ეს არავის სახელმწიფოებრივი ტრაკის საქმე არ არის. მაგრამ ადამიანებს ამის გამო ცხოვრებას უნგრევენ, ყოველგვარ პერსპექტივას უმსხვრევენ, ამცირებენ და აიძულებენ, საშინელ, ქიმიურად სინთეზირებულ საშუალებაზე გადავიდნენ ან გალოთდნენ. როგორიც უნდა იყოს ჩვენი შეხედულება ამ საკითხებზე, ყველა ჩვენგანის ვალია მივიდეთ ამ აქციაზე. თუ არ მოხვალთ - მერე დაგჭირდებათ სოლიდარობა და არავინ რომ არ გამოხატავს, ნუ გაგიკვირდებათ!" - წერს საკუთარი "ფეისბუქის" გვერდზე პაატა, იგივე პაკო საბელაშვილი.

სწორედ მან დააარსა 2006 წელს საქართველოში ლგბტ საზოგადოება, რომელიც ლგბტ პირების ლობირებითა და ადვოკატირებით იყო დაკავებული. 2009 წელს პაატა საბელაშვილი დააკავეს და მას ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 262-ე მუხლის პირველი ნაწილით (საქართველოში ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონოდ შემოტანა, საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საქართველოს მაშინდელ სახალხო დამცველს მიაჩნდა, რომ პაატა საბელაშვილის დაკავებისას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და პოლიციის ეთიკის კოდექსის ნორმები დაირღვა. როგორც ამბობდნენ, პაატა საბელაშვილის გასათავისუფლებლად ევროკავშირის, გაეროს და სხვადასხვა საელჩოს წარმომადგენლებიც "შეწუხდნენ".

ამჯერად პაატა საბელაშვილი ორგანიზაცია "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" პროგრამების მენეჯერია, რომელსაც ევროკავშირი და "ღია საზოგადოება საქართველო" აფინანსებს.

პაატა საბელაშვილს კომენტარისთვის მარიხუანის ლეგალიზებაზე და ნარკოტიკებთან მის ურთიერთობაზე დავურეკეთ. ნახევარ საათში დამირეკეთო, გვითხრა, თუმცა შემდეგ ტელეფონს აღარ უპასუხა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია