სტი­ქი­უ­რად ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ზო­ნე­ბი

სტი­ქი­უ­რად ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ზო­ნე­ბი

მეწყ­რე­ბი­სა და ღვარ­ცო­ფე­ბის თვალ­საზ­რი­სით, სა­ქარ­თვე­ლო მა­ღა­ლი რის­კის ზო­ნა­ა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში 53 ათა­სი მეწყ­რუ­ლი უბა­ნი და 3000-მდე ღვარ­ცოფ­სა­ში­ში მდი­ნა­რეა აღ­რიცხ­უ­ლი, მა­შინ, რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯან­ში, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე დი­დი­ა, სულ 9 ათა­სი მეწყ­რუ­ლი უბა­ნი­ა, სომ­ხეთ­ში კი - 3800. დღე­ი­სათ­ვის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ის 70% მეტ­-ნაკ­ლე­ბად სა­შიშ ზო­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბა.­ ყვე­ლა­ზე უფ­რო მოწყ­ვლად ­ზო­ნა­შია აჭა­რა. სტი­ქი­უ­რად სა­ში­ში უბ­ნე­ბი ყვე­ლა გე­ოგ­რა­ფი­ულ ზო­ნას მო­ი­ცავს და ყვე­ლა რა­ი­ონ­ში სხვა­დას­ხვა პრო­ცე­სი ვი­თარ­დე­ბა. გე­ო­ლო­გე­ბის დახ­მა­რე­ბით შე­ვე­ცა­დეთ დაგ­ვედ­გი­ნა, სტი­ქი­უ­რად ყვე­ლა­ზე სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ათე­უ­ლი.

1. აჭა­რა. "ა­ჭა­რა ყვე­ლა­ზე მჭიდ­როდ და­სახ­ლე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნი­ა. ერთ კვ.კმ-ზე 500 კაც­ზე მე­ტი მო­დის, რაც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი­ა. ამას­თან, აჭა­რა მცი­რე­მი­წი­ა­ნი­ა, რის გა­მოც მი­წა გე­ო­ლო­გი­უ­რად ზედმეტ დატ­ვირ­თვას იღებ­ს. ეს კი იწ­ვევს მეწყ­რებს, ღვარ­ცო­ფებს, ერო­ზი­ულ პრო­ცე­სებს. აჭა­რა მხო­ლოდ მეწყ­ერ­სა­ში­ში ზო­ნა არა­ა, იქ ხში­რია ღვარ­ცო­ფე­ბი, მდი­ნა­რე­ე­ბი­სა და ზღვის ნა­პი­რე­ბის გა­რეცხ­ვა. მეწყ­ე­რი ღვარ­ცო­ფე­ბის წარ­მოქ­მნას გა­ნა­პი­რო­ბებს. აჭა­რა­ში 10 ათა­სი მეწყ­ე­რია აღ­რიცხ­უ­ლი. რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა შუ­ა­ხევ­ში, ხუ­ლო­ში, ქე­და­ში, ქო­ბუ­ლეთ­ში, ხელ­ვა­ჩა­ურ­ში. აქ, ძი­რი­თა­დად, ღვარ­ცო­ფე­ბი და მეწყ­ერ­სა­ში­ში უბ­ნე­ბი­ა. ეს რთუ­ლი რა­ი­ო­ნია და მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს სა­ჭი­რო­ებს. სა­შიშ­რო­ე­ბა ემუქ­რე­ბა ბა­თუმ­საც: ზღვის სა­ნა­პი­რო ზო­ლი მუდ­მი­ვად ირეცხ­ე­ბა, რად­გან ჭო­რო­ხი გა­და­კე­ტი­ლია და აღარ კვე­ბავს ზღვას (თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე კაშ­ხა­ლი შენ­დე­ბა). არა­და, მდი­ნა­რე­ებს შე­მოჰ­ქონ­დათ ზღვა­ში ძი­რი­თა­დი მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ქო­ბუ­ლე­თამ­დე აღ­წევ­და და ნა­პირს კვე­ბავ­და. ეს პრო­ცე­სი სას­წრა­ფოდ უნ­და შე­ვა­ჩე­როთ. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლა­ქი აღარ იქ­ნე­ბა".

2. რა­ჭა-­ლეჩხ­უ­მი. "რაჭა-ლეჩხუმი აქ­ტი­უ­რი მეწყ­ერ­სა­ში­ში ზო­ნა­ა. ურ­თუ­ლე­სი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტია ცა­გე­რი. რა­საც გა­ნა­პი­რო­ბებს მი­სი რე­ლი­ე­ფუ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა, კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბი.

რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რა­ჭა­ში არა მხო­ლოდ მეწყ­ე­რი, ღვარ­ცო­ფე­ბიც ხში­რი­ა. სა­მი წლის წინ ონის რა­ი­ონ­ში სო­ფელ გლო­ლი­სა და კუ­რორტ შო­ვის ტურ­ბა­ზის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ხი­დი მდი­ნა­რე დღვი­ო­რა­ზე ჩა­მო­წო­ლილ­მა ღვარ­ცოფ­მა და­ან­გრი­ა. ღვარ­ცოფ­მა წა­ი­ღო ტურ­ბა­ზის რამ­დე­ნი­მე კო­ტე­ჯიც, დატ­ბო­რა ნა­პირ­თან მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი.

სა­ში­ში ად­რი­ა­ნი გა­ზაფ­ხუ­ლი და შე­მოდ­გო­მა­ა. ამ დრო­ის­თვის უკ­ვე არ­სე­ბობს დას­კვნა, თუ სად რა მდგო­მა­რე­ო­ბა­ა. შემ­დეგ ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი ეგ­ზავ­ნე­ბა მთავ­რო­ბას, რა და რო­გორ უნ­და გა­კე­თ­დეს, თან­ხე­ბი არა­მიზ­ნობ­რი­ვად რომ არ და­ი­ხარ­ჯოს, უნ­და ვი­ცო­დეთ, სად რა სა­ხის მეწყ­ე­რი გვაქვს. მეწყ­რუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მი­წე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბას გა­მო­იწ­ვევს. ასეთ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე მდე­ბა­რე­ობს, რო­გორც საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი, ასე­ვე სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და ის­ტო­რი­უ­ლი ძეგ­ლე­ბი. ჩვენს მემ­კვიდ­რე­ო­ბას კი გაფ­რთხი­ლე­ბა უნ­და".

3. კა­ხე­თი. "მთელი კა­ხე­თი მეწყ­ერ­სა­შიშ ზო­ნა­ში­ა. გე­ო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბი­სა და რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რის­კის ქვე­შაა ყვა­რე­ლი. ღვარ­ცოფ­სა­ში­ში რა­ი­ო­ნია სა­გა­რე­ჯო. რამ­დე­ნი­მე წლის წინ თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თეთ­რწყლებ­ში ჩა­მო­წო­ლილ­მა მეწყ­ერ­მა ელექ­ტრო­ე­ნერ­გი­ის საყ­რდე­ნი ბო­ძე­ბი წა­ი­ღო. კა­ხეთს ბო­ლო წლებ­ში სტი­ქი­ამ შე­უ­ტი­ა. შარ­შან ამ რა­ი­ონ­მა მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის ზა­რა­ლი ნა­ხა. კა­ხეთ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით ღვარ­ცო­ფე­ბია სა­ში­ში. მუდ­მი­ვად საფ­რთხის წი­ნა­შე დგას ყვა­რე­ლი, რად­გან დუ­რუ­ჯი ძა­ლი­ან სა­ში­ში მდი­ნა­რე­ა. ადი­დე­ბულ­მა მდი­ნა­რემ არა­ერ­თხელ და­ატ­რი­ა­ლა უბე­დუ­რე­ბა ყვა­რელ­ში. წი­თელ წიგ­ნშია შე­ტა­ნი­ლი 200-ტო­ნი­ა­ნი დუ­რუ­ჯის ლო­დი, რო­გორც ბუ­ნებ­რი­ვი ფე­ნო­მე­ნი, რო­მე­ლიც მდი­ნა­რემ 1896 წელს გამორიყა ყვა­რელ­ში. კა­ხეთს მუდ­მი­ვი მო­ნი­ტო­რინ­გი ესა­ჭი­რო­ე­ბა, რომ ვი­ცო­დეთ, რო­გო­რი ტი­პის მეწყ­ერ­თან გვაქვს საქ­მე, ამის მი­ხედ­ვით განვსაზღვრავთ რა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნ­და გა­ვა­ტა­როთ.

ჩვე­ნი რე­კო­მენ­და­ცია ასე­თი­ა: რად­გან ზღვის­პი­რე­თი ირეცხ­ე­ბა, ამ პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად, მა­სა­ლა შე­ვი­ტა­ნოთ კა­ხე­თი­დან. ღვარ­ცო­ფის შე­დე­გად მო­ტა­ნი­ლი მა­სა­ლით გა­მოვ­კვე­ბოთ ბა­თუ­მის სა­ნა­პი­რო ზო­ლი.

კა­ხეთ­ში ასე­ვე მეწყ­ერ­სა­ში­ში ზო­ნაა ვა­ზი­ა­ნი-­გომ­ბო­რი-­თე­ლა­ვის გზა. იქ ღრმა და რთუ­ლი მეწყ­ე­რი­ა. მას მუდ­მი­ვი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ღრმად დე­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ქე­დი­ა, გზას ვერ და­ვი­ცავთ. იქ მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მე­ბი."

4. თბი­ლი­სი. რო­დე­საც სტი­ქი­უ­რად სა­ში­ში ტე­რი­ტო­რი­ე­ბის ათე­ულს ვად­გენ­დით, აღ­მოჩ­ნდა, რომ თბი­ლი­სი მოწყ­ვლა­დი ზო­ნა­ა. შარ­შან სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლად, ენ­თუ­ზი­აზ­მით შე­ად­გი­ნეს ქა­ლა­ქის ახა­ლი რუ­კა, რო­მელ­შიც სა­ში­ში ად­გი­ლე­ბია მო­ნიშ­ნუ­ლი. დე­და­ქა­ლაქის მო­ნი­ტო­რინ­გი მხო­ლოდ დაკ­ვე­თის შემ­დე­გ კეთ­დე­ბა. გე­ო­ლო­გებს არც წელს მი­უ­ღი­ათ დაკ­ვე­თა თბი­ლი­სის მო­ნი­ტო­რინ­გზე. არა­და, ქა­ლაქ­ში სა­ში­ში 60 მეწყ­რუ­ლი უბა­ნი აღი­რიცხ­ე­ბა. "თბილისი სა­ში­ში ზო­ნა­ა. შარ­შან ღვარ­ცო­ფის მო­ვარ­დნის შე­დე­გად ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ღუპ­ნენ, მათ შო­რის მცი­რეწ­ლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი. წყალ­დი­დო­ბის, წყალ­მო­ვარ­დნე­ბი­სა და მეწყ­რის შე­დე­გად მსხვერ­პლი თბი­ლის­ში სხვა­დას­ხვა წლებ­შიც იყო. მა­მა­და­ვით­ზე და­ან­გრია სახ­ლე­ბი. და­ი­ღუპ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. 2002 წლის შემ­დეგ დე­და­ქა­ლაქ­ში სამ­ჯერ იყო მი­წის­ძვრა, რა­მაც ძა­ლი­ან შე­არ­ყია ქა­ლა­ქი. აქ 60 მეწყ­რუ­ლი უბა­ნი და 50-ზე მე­ტი ღვარ­ცოფსაშიში მდი­ნა­რე და ხე­ვი­ა. ნა­ძა­ლა­დე­ვი, მთაწ­მინ­და, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო, სამ­გო­რი, ვარ­კე­თი­ლი, მუ­ხათ­გვერ­დის სა­საფ­ლაო - მეწყ­ერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბია."

5. სამ­ცხე-­ჯა­ვა­ხე­თი. "ასპინძა ძა­ლი­ან რთუ­ლი რა­ი­ო­ნია მეწყ­რე­ბი­სა და ღვარ­ცო­ფე­ბის თვალ­საზ­რი­სით. წლე­ბის წინ მთე­ლი თმოგ­ვი და­ინ­გრა მი­წის­ძვრე­ბი­სა და მეწყ­რე­ბის შე­დე­გად. მთლი­ა­ნად და­ი­მარ­ხა სოფ­ლე­ბი. მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა ნა­ქა­ლა­ქევ­ში: ყო­ველ­დღი­უ­რად ინ­გრე­ვა სახ­ლე­ბი. მო­სახ­ლე­ო­ბას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა მეწყ­ერ­მა სო­ფე­ლი წა­ი­ღოს."

6. მცხე­თა-­მთი­ა­ნე­თი. "მცხე­თა-­მთი­ა­ნე­თის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ღვარ­ცო­ფი და მეწყ­ე­რი. თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის­თვის საფ­რთხეს, ძი­რით­დად, წყალ­დი­დო­ბე­ბი ქმნის. ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი მეწყ­რუ­ლი უბა­ნი გუ­და­მა­ყარ­ში­ა, რამ­დე­ნი­მე სო­ფელს მცო­ცა­ვი მეწყ­ე­რი სა­შიშ­რო­ე­ბას უქ­მნის. სა­ჭი­როა დრო­უ­ლი პრე­ვენ­ცი­ა მსხვერ­პლის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად."

7. სა­მეგ­რე­ლო. "მეწყერსაშიში ად­გი­ლე­ბია ხობ­ში, წა­ლენ­ჯი­ხა­ში, ზუგ­დიდ­ში, ჩხო­როწყ­უ­ში. სა­მე­გრე­ლოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ასე­ვე წყალ­დი­დო­ბე­ბი. 2013 წლის მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად გა­აქ­ტი­უ­რე­ბუ­ლია მეწყ­ერ­სა­ში­ში პრო­ცე­სე­ბი ჩხო­როწყ­უ­სა და სე­ნაკ­ში. არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც და­სახ­ლე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლი­ა, ამან შე­საძ­ლოა პრო­ცე­სე­ბი და­აჩ­ქა­როს".

8. იმე­რე­თი. "ზესტაფონი, ხა­რა­გა­უ­ლი, საჩხ­ე­რე - მეწყ­რუ­ლ ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს. ამ რე­გი­ონ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი სა­ში­ში უბა­ნი­ა. ყვე­ლას კარ­გად ახ­სოვს რი­კოთ­ზე დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი ტრა­გე­დი­ა. მო­უ­ლოდ­ნე­ლად მო­ვარ­დნილ­მა ღვარ­ცოფ­მა და მეწყ­ერ­მა ოთხი ადა­მია­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ი­წი­რა. სა­ხელ­მწი­ფოს კი, და­ახ­ლო­ე­ბით, 10 მი­ლი­ო­ნი ლა­რის ზა­რა­ლი მი­ად­გა. ყვე­ლა მთი­ა­ნი ზო­ნა მეტ­-ნაკ­ლე­ბად რის­კის ზო­ნად ით­ვლე­ბა".

9. ქვე­მო ქარ­თლი. "ყველაზე ნაკ­ლე­ბად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი უბ­ნე­ბი ქვე­მო ქარ­თლში­ა. თუმ­ცა ამ რე­გი­ო­ნი­დან გა­მოვ­ყოფთ თეთ­რიწყ­ა­როს, რო­მე­ლიც მცი­რე მეწყ­რუ­ლი ად­გი­ლე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა".

10. გუ­რია. "ოზურგეთსა და ჩო­ხა­ტა­ურ­ში, რე­ლი­ე­ფი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რი მეწყ­ერ­სა­ში­ში ად­გი­ლი­ა. სო­ფელ სა­მე­ბა­ში ჩა­მო­წო­ლილ­მა მეწყ­ერ­მა მო­სახ­ლე­ო­ბას საცხ­ოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი და­უ­ზი­ა­ნა. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფის გა­მო ჩო­ხა­ტა­უ­რის სოფ­ლე­ბი მეწყ­ერ­სა­შიშ ზო­ნა­ში მდე­ბა­რე­ობს."

თეკლა ტუღუში

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია