ემუქ­რე­ბა თუ არა თბი­ლისს გვე­ლე­ბის შე­მო­სე­ვა

ემუქ­რე­ბა თუ არა თბი­ლისს გვე­ლე­ბის შე­მო­სე­ვა

ყვე­ლა­ზე ნა­ზი, სექ­სუ­ა­ლუ­რი, მშვე­ნ­ი­ე­რი - ასე­თი ეპი­თე­ტე­ბით ამ­კობს ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი არ­სე­ბას, რო­მე­ლიც ადა­მი­ან­თა მოდ­გმას უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ში­შის ზარს სცემ­და - გველს. თუმ­ცა, ალ­ბათ, არ გა­გიკ­ვირ­დე­ბათ, რო­ცა შე­იტყ­ობთ, რომ ის თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ეგ­ზო­ტა­რი­უ­მის კუ­რა­ტო­რი გუ­რამ წიკ­ლა­უ­რია - კა­ცი, რო­მე­ლიც თა­ვის თავს "გვე­ლე­ბის უფ­როს­საც" უწო­დებს.

- ბა­ტო­ნო გუ­რამ, მას შემ­დეგ, რაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გვე­ლი შეძ­ვრა, მო­სახ­ლე­ო­ბა შიშ­მა მო­იც­ვა - ხომ არ მომ­რავ­ლდე­ბი­ან წელს გვე­ლე­ბი, მით უმე­ტეს, თუ ზაფ­ხუ­ლი ცხე­ლი იქ­ნე­ბა?

- ზაფ­ხუ­ლი ცხე­ლი იქ­ნე­ბა თუ არა, ეს მა­ინ­ცდა­მა­ინც ვე­რა­ფერს შეც­ვლის. 30-35 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ვაკ­ვირ­დე­ბი ამას და დი­დად არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. არა მგო­ნი­ა, ამ მხრივ წელს სე­რი­ო­ზუ­ლი ცვლი­ლე­ბა იყოს. ზაფ­ხუ­ლი ცხე­ლიც რომ იყოს, გველს სიცხე სუ­ლაც არ უყ­ვარს და დღი­სით არც გა­მოჩ­ნდე­ბა, ის სიცხ­ე­ში ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რი­ა, აქ­ტი­ურ­დე­ბა სა­ღა­მოს, ღა­მის სა­ა­თებ­ში და დი­ლით ად­რე. ყო­ველ წელს ლა­პა­რა­კო­ბენ, რომ გვე­ლე­ბი მომ­რავ­ლდნენ, რომ შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა­ა, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ერ­თი და იგი­ვე სუ­რა­თი გვაქვს.

- და რო­გო­რია ეს სუ­რა­თი?

- თბი­ლი­სის გარ­შე­მო 8-10 სა­ხე­ო­ბის გვე­ლი ბი­ნად­რობს. ისი­ნი ყო­ველ­თვის იყ­ვნენ აქ და მო­მა­ვალ­შიც იქ­ნე­ბი­ან. რო­გორც წე­სი, შხა­მი­ა­ნი გვე­ლი თბი­ლის­ში არ გვხვდე­ბა. ორ­თა­ჭა­ლის მხა­რეს შე­იძ­ლე­ბა შეგ­ხვდეთ გი­ურ­ზა, და­ნარ­ჩენ რა­ი­ო­ნებ­ში კი შხა­მი­ა­ნი გვე­ლე­ბი არ ბი­ნად­რო­ბენ. თბი­ლი­სის გარ­შე­მო მო­ბი­ნად­რე გვე­ლე­ბის 95 პრო­ცენ­ტი უწყ­ი­ნა­რი­ა.

- მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს უწყ­ი­ნა­რი გვე­ლი­საც ეში­ნი­ათ...

- ჩემ­თვის სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რია ეს გრძნო­ბა, არ მეს­მის, რა­ტომ უნ­და ეში­ნო­დეთ ადა­მი­ა­ნებს გვე­ლი­ს? და­მი­ჯე­რეთ - ეს არ არის ბუ­ნებ­რი­ვი ში­ში. პა­ტა­რა ბავშვს გვე­ლის არ ეში­ნი­ა, ვიდ­რე მშობ­ლე­ბი არ ჩა­უ­ნერ­გა­ვენ, რომ გვე­ლი რა­ღაც სა­ში­ნე­ლი არ­სე­ბა­ა.

- რო­გორ, შხა­მი­ა­ნი გვე­ლი­საც არ უნ­და გვე­ში­ნო­დეს?

- ეს არის ყვე­ლა­ზე უა­რე­სი შემ­თხვე­ვა, მაგ­რამ თუ ადა­მი­ანს შხა­მი­ან­მა გველ­მა უკ­ბი­ნა, მა­ინც გვაქვს რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი, რომ დრო­უ­ლად მი­ვიყ­ვა­ნოთ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც გა­უ­კე­თე­ბენ სა­ჭი­რო შრა­ტებ­სა და პრე­პა­რა­ტებს და ისიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას.

- რო­გორ უნ­და მო­იქ­ცეს ის, ვი­საც შხა­მი­ან­მა გველ­მა უკ­ბი­ნა?

- სა­ერ­თოდ, ნაკ­ბენ­თა 90 პრო­ცენ­ტი კი­დუ­რებ­ზე მო­დის. ასეთ დროს ადა­მი­ან­მა რაც შე­იძ­ლე­ბა ნაკ­ლე­ბად უნ­და იმოძ­რა­ოს და ჩქა­რა უნ­და მი­ვი­დეს ექიმ­თან. ზღაპ­რე­ბი, რომ გი­ურ­ზას ნაკ­ბე­ნი ადა­მი­ანს 5 წუთ­ში ან 15 წუთ­ში კლავს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. ზო­გი­ერ­თი ამ დროს ცდი­ლობს, დაკ­ბე­ნილს კი­დუ­რი გა­და­უხ­ვი­ოს, რაც პი­რი­ქით, ცუ­დია პა­ცი­ენ­ტის ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის.

- გვე­ლებს პო­უ­ლო­ბენ თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩებ­ში, სა­დაც ხალ­ხი მოძ­რა­ობს და იქ წე­სით, გვე­ლი არ უნ­და გა­მოჩ­ნდეს...

- დე­და­ქა­ლაქ­ში ზაფ­ხუ­ლის სე­ზონ­ზე რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი შემ­თხვე­ვა ხდე­ბა - გვე­ლებს პო­უ­ლო­ბენ პარ­კებ­შიც, ეზო­ებ­შიც და ბი­ნებ­შიც, ზოგ­ჯერ მეშ­ვი­დე და მერ­ვე სარ­თუ­ლებ­ზეც კი. ეს ყო­ველ­თვის ასე იყო და მო­მა­ვალ­შიც ასე იქ­ნე­ბა. ად­გი­ლი, სა­დაც თბი­ლი­სი აშენ­და და ჩვენ ვცხოვ­რობთ, მარ­ტო ჩვე­ნი არ არის. აქ ჩვე­ნამ­დე ბევ­რად უფ­რო ად­რე ბი­ნად­რობ­დნენ გვე­ლე­ბი, არა­ერ­თი სა­ხე­ო­ბა, ჩვენ ჩა­ვე­რი­ეთ მათ ცხოვ­რე­ბა­ში ცუ­დად და არა პი­რი­ქით. სწო­რედ ჩვენ, ადა­მი­ა­ნებ­მა შე­ვუ­შა­ლეთ მათ ხე­ლი.

- კუ­რი­ო­ზუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი თუ გახ­სოვთ?

- კუ­რი­ო­ზე­ბის მე­ტი რა ხდე­ბა! ხუ­თი წლის წინ, დიდ დი­ღომ­ში, თა­ნა­მედ­რო­ვე კორ­პუს­ში, ევ­რო­რე­მონ­ტი­ან ბი­ნა­ში, სა­კუჭ­ნა­ო­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს მეტ­რნა­ხევ­რი­ა­ნი გვე­ლი, მარ­თა­ლია, შხა­მი­ა­ნი არ იყო, მაგ­რამ მთე­ლი ოჯა­ხი გვა­რი­ა­ნად და­აფ­რთხო. ეს კუ­რი­ო­ზია აბა რა არის? მე­რე რომ დავ­ფიქ­რდით და გა­მო­ვი­ძი­ეთ, თურ­მე დი­ა­სახ­ლისს შინ პრო­დუქ­ტი მი­უ­ტა­ნია ჩან­თე­ბით, გზად გა­ზონ­ზე დაუდგამს ეს ჩან­თე­ბი და ეტყ­ო­ბა, გვე­ლიც მა­შინ ჩაძ­ვრა. სა­მი­ო­დე წლის წინ, აქ­ვე, თბი­ლის­ში ერთ ოჯახ­ში ნა­ხეს გვე­ლი და ოჯა­ხის უფ­რო­სი, 35 წლის მა­მა­კა­ცი ისე და­იბ­ნა, რომ ოთა­ხი­დან გა­მო­ვარ­და და ცოლ­-შვი­ლი გველ­თან ერ­თად ჩა­კე­ტა. აი, ასეთ აბ­სურ­დამ­დე შე­იძ­ლე­ბა მი­იყ­ვა­ნოს კა­ცი გვე­ლის შიშ­მა. ადა­მი­ა­ნებს ნე­ბის­მი­ე­რი გვე­ლი შხა­მი­ა­ნი ჰგო­ნი­ათ, ეში­ნი­ათ და ამ შიშს მოჰ­ყვე­ბა კუ­რი­ო­ზე­ბიც. ისე კი, ყვე­ლა­ზე ხში­რად გვე­ლებს პარ­კებ­თან ახ­ლომ­დე­ბა­რე ქუ­ჩებ­სა და გა­რე­უბ­ნებ­ში პო­უ­ლო­ბენ, კერ­ძოდ - ნუ­ცუ­ბი­ძის პლა­ტო­ზე, ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­იო­ნის ზე­და ნა­წილ­ში, ვარ­კე­თილ­ში, ვა­ზი­სუ­ბან­ში, თუმ­ცა ცენ­ტრშიც არა­ერ­თხელ გვი­პოვ­ია - ფა­ლი­აშ­ვილ­ზე, ბარ­ნოვ­ზე, პე­კინ­ზე - აქ არა­ნა­ი­რი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბა არ არის, უბ­რა­ლოდ, გა­რე­უბ­ნებ­ში ეს შემ­თხვე­ვე­ბი მე­ტი­ა. ზაფ­ხუ­ლო­ბით გვე­ლებს პო­უ­ლო­ბენ რუს­თავ­ში, სა­დაც, სამ­წუ­ხა­როდ, ბი­ნად­რობს გი­ურ­ზა, რომ­ლის ნაკ­ბე­ნიც სა­ში­შია სი­ცოცხ­ლი­სა და ჯან­მრთე­ლო­ბი­სათ­ვის.

- სა­ინ­ტე­რე­სო­ა, თავ­და­პირ­ვე­ლად რო­გორ და­ინ­ტე­რეს­დით გვე­ლე­ბით?

- მეც არ ვი­ცი, რო­გორ და რა­ტომ და­ვინ­ტერე­სდი, ძა­ლი­ან ძნე­ლია ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა. ეს იგი­ვე­ა, ვთქვა, რა­ტომ მომ­წონს შავ­გვრე­მა­ნი ქა­ლე­ბი უფ­რო მე­ტად, ვიდ­რე ქე­რე­ბი - ვერ გეტყ­ვით. პრო­ფე­სი­ით ფი­ზი­კო­სი ვარ, მაგ­რამ ბავ­შვო­ბი­დან­ვე მა­ინ­ტე­რე­სებ­და გვე­ლები და კი­დეც გა­და­ვე­დი ამ სფე­რო­ში. ჩე­მი საქ­მე ძა­ლი­ან მიყ­ვარს. გვე­ლი სა­ოც­რად სა­ინ­ტე­რე­სო არ­სე­ბაა და ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო ცხოვ­რე­ბას ეწე­ვა. უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო რამ ხდე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­შიც, მის ქცე­ვა­ში, ორი­ო­დე სიტყ­ვით ამა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა ძა­ლი­ან ძნე­ლი­ა.

- სა­ინ­ტე­რე­სო­ა, რო­გორ იც­ვლის გვე­ლი კანს? ალ­ბათ ეს ძა­ლი­ან მძი­მე სა­ნა­ხა­ვი იქ­ნე­ბა?

- ზო­გი­ერთს ჰგო­ნი­ა, რომ ამ დროს ის მთლი­ან ტყავს იც­ვლის, მაგ­რამ ასე არ არის: ეპი­თე­ლი­უ­მის უჯ­რე­დე­ბი ზრდის პრო­ცეს­ში კვდე­ბა და რად­გან გვე­ლი მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში იზ­რდე­ბა, ამი­ტომ პე­რი­ო­დუ­ლად კანს იც­ვლის. სუ­ლაც არ არის ეს მძი­მე და სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვი, პი­რი­ქით, სა­ოც­რად ლა­მა­ზი­ა. ასე­ვე ლა­მა­ზი სა­ნა­ხა­ვია მა­თი შეჯ­ვა­რე­ბაც - ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და თან, სექ­სუ­ა­ლუ­რიც.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია