საქართველოში გაშ­ვი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა გა­მარ­ტივ­და

საქართველოში გაშ­ვი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა გა­მარ­ტივ­და

რო­დის და რა პი­რო­ბე­ბით შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა და რა სირ­თუ­ლებს აწყ­დე­ბი­ან მა­თი შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლე­ბი? რა­ტომ უწევთ ხან­გრძლი­ვი ლო­დი­ნი? - ამ და სხვა აქ­ტუ­ა­ლურ სა­კითხ­ებ­ზე ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კითხ­თა სა­მი­ნის­ტროს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ბავ­შვზე ზრუნ­ვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ეკა სა­ნებ­ლი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბი­სათ­ვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, მას შე­სა­ბა­მი­სი სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს. 18 წლამ­დე პირს გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლის სტა­ტუ­სი ენი­ჭე­ბა იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მი­სი მშო­ბე­ლი სა­სა­მარ­თლომ ქმე­დუ­უ­ნა­როდ ცნო, უგ­ზო­-უკ­ვლოდ და­კარ­გუ­ლად აღი­ა­რა ან გარ­დაც­ვლი­ლად გა­მოცხ­ად­და; არის ობო­ლი, რო­მე­ლიც აღი­ა­რე­ბუ­ლია მი­ტო­ვე­ბულ ბავ­შვად და რომ­ლის ყვე­ლა კა­ნო­ნი­ერ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნაცხ­ა­და თან­ხმო­ბა ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა­ზე. მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ეს სა­ფუძ­ვლე­ბი არ­სე­ბობს, მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნო ანი­ჭებს ბავშვს გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლის სტა­ტუსს, რის შემ­დე­გაც მი­სი მო­ნა­ცე­მე­ბი ერ­თი­ან რე­ეს­ტრში აღი­რიცხ­ე­ბა. ბო­ლო ხანს გაშ­ვი­ლე­ბის პრო­ცე­დუ­რა გა­მარ­ტივ­და, გა­ფარ­თოვ­და იმ პირ­თა წრე, რო­მელ­თაც გაშ­ვი­ლე­ბი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა ენი­ჭე­ბათ, ახ­ლო ნა­თე­სა­ვე­ბის გარ­და, ეს არი­ან ბი­ო­ლო­გი­უ­რი მშობ­ლის მე­გობ­რე­ბი, ახ­ლობ­ლე­ბი, მე­ზობ­ლე­ბი, შო­რე­უ­ლი ნა­თე­სა­ვე­ბი.. რაც შე­ე­ხე­ბა გრძელ სი­ას, რიგს, საქ­მე ის არის, რომ ამ­ჟა­მად შვი­ლად აყ­ვა­ნის მსურ­ვე­ლი, მშვი­ლე­ბე­ლი ბევ­რად მე­ტი­ა, ვიდ­რე გა­საშ­ვი­ლე­ბე­ლი ბავ­შვი. ასე­თი რი­გე­ბი მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს­თვის არ არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი, ყვე­ლა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა დგას ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე.

- თუ მშო­ბე­ლი ცოცხ­ა­ლია და შვილს არ პატ­რო­ნობს, რამ­დე­ნი ხა­ნი არ უნ­და ჰყავ­დეს მას ბავ­შვი ნა­ნა­ხი, რომ მის შვილს გა­საშ­ვი­ლებ­ლის სტა­ტუ­სი მი­ე­ნი­ჭოს?

- ყო­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი­ა. თუ ბავ­შვი სა­ხელ­მწი­ფო მზრუნ­ვე­ლო­ბა­ზეა და მშო­ბე­ლი სის­ტე­მა­ტუ­რად არ აკითხ­ავს, ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნოს შე­უძ­ლი­ა, და­იწყ­ოს პრო­ცე­სი მშობ­ლის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის თა­ო­ბა­ზე. ყვე­ლა ბავშვს აქვს უფ­ლე­ბა, ცხოვ­რობ­დეს და იზ­რდე­ბო­დეს ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში. უპი­რა­ტე­სო­ბა, რა თქმა უნ­და, ბი­ო­ლო­გი­ურ ოჯახ­ში დაბ­რუ­ნე­ბას ენი­ჭე­ბა, ვცდი­ლობთ, ოჯა­ხე­ბი გა­ვაძ­ლი­ე­როთ, მაგ­რამ თუ ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი მა­ინც არ იჩენს ინ­ტე­რესს თა­ვი­სი შვი­ლი­სად­მი, მა­შინ მე­ურ­ვე­ო­ბი­სა და მზრუნ­ვე­ლო­ბის ორ­გა­ნოს აქვს უფ­ლე­ბა, და ასეც აკე­თებს, მი­მარ­თოს სა­სა­მარ­თლოს ამ პი­რის­თვის მშობ­ლის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვის შე­სა­ხებ. ამის შემ­დეგ ბავშვს გა­საშ­ვი­ლებ­ლის სტა­ტუ­სი ენი­ჭე­ბა.

- მშვი­ლე­ბელ ოჯახ­ში ბავ­შვის მოხ­ვედ­რის შემ­დეგ მის საცხ­ოვ­რე­ბელ პი­რო­ბებს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ამოწ­მებს, თუმ­ცა, არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა სოც­მუ­შა­კი მხო­ლოდ ერ­თხელ მი­დის ოჯახ­ში, შემ­დეგ კი მხო­ლოდ ტე­ლე­ფო­ნით ეხ­მი­ა­ნე­ბა, არ იჩენს სა­თა­ნა­დო ყუ­რადღ­ე­ბას.. რა კეთ­დე­ბა იმი­სათ­ვის, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კის პი­რა­დი და­ინ­ტე­რე­სე­ბა, კო­რუფ­ცი­უ­ლი ფაქ­ტო­რი გა­მო­ი­რიცხ­ოს?

- მშვი­ლე­ბელ ოჯა­ხად და­რე­გის­ტრი­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი­ა: ოჯა­ხი მო­მარ­თავს მე­ურ­ვე­ო­ბის და მზრუნ­ვე­ლო­ბის ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნოს, ამოწ­მე­ბენ მის სო­ცი­ა­ლურ მდგო­მა­რე­ო­ბას, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი მუ­შა­ობს ოჯახ­თან, იკ­ვლევს და მზად­დე­ბა დას­კვნა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც ამ ოჯა­ხის მო­ნა­ცე­მი შე­დის ერ­თი­ან რე­ეს­ტრში.. გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი მხო­ლოდ ერ­თხელ მი­ვი­დეს ოჯახ­ში; მას ოცი სა­მუ­შაო დღე, ერ­თი თვე აქვს იმი­სათ­ვის, რომ მშვი­ლე­ბე­ლი ოჯა­ხის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­ა­მოწ­მოს, დას­კვნა მო­ამ­ზა­დოს, რაც ოჯახ­ში რამ­დე­ნი­მე ვი­ზი­ტის, გა­სა­უბ­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი­ა.

- არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­ცა მშვი­ლე­ბე­ლი ოჯა­ხე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სოფ­ლად, ბავ­შვებს ამუ­შა­ვე­ბენ და ისი­ნი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბად აჰ­ყავთ..

- ამი­ტო­მაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რთხი­ლით მოწ­მდე­ბა შვი­ლად აყ­ვა­ნის რე­ა­ლუ­რი მო­ტი­ვი: ოჯახს მო­სამ­სა­ხუ­რე უნ­და თუ შვი­ლი, რო­მელ­საც შე­სა­ბა­მის გა­რე­მო­ში აღ­ზრდის.

- რაც შე­ე­ხე­ბა ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის გაშ­ვი­ლე­ბას უცხ­ო­ეთ­ში, ვინ იღებს პა­სუ­ხუს­მგებ­ლო­ბას ამ ბავ­შვე­ბის ბედ­ზე? რუ­სეთ­ში არა­ერ­თი სკან­და­ლი აგორ­და აშ­შ-ში გაშ­ვი­ლე­ბულ ბავ­შებ­თან და­კავ­ში­რე­ბით..

- რო­ცა ბავშვს გა­საშ­ვი­ლებ­ლის სტა­ტუ­სი ენი­ჭე­ბა, ვიწყ­ებთ მის გაშ­ვი­ლე­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას და თუ 8 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­ლე­ბე­ლი არ გა­მოჩ­ნდა, გვაქვს უფ­ლე­ბა, ის საზღ­ვარ­გა­რეთ გა­ვაშ­ვი­ლოთ, რად­გან ყვე­ლა ბავშვს აქვს უფ­ლე­ბა, ცხოვ­რობ­დეს და იზ­რდე­ბო­დეს ოჯახ­ში. სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის გაშ­ვი­ლე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის გარ­და, არ­სე­ბო­ბენ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შვე­ბი­სათ­ვის ოჯა­ხებს ეძე­ბენ, თუმ­ცა, რო­გორც ვთქვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში საკ­მა­ოდ ბევ­რი მშვი­ლე­ბე­ლია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, უცხ­ო­ეთ­ში ძალ­ზე ცო­ტას თუ ვაშ­ვი­ლებთ. გვყავს ბავ­შვე­ბი, რომ­ლებ­საც ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის გა­მო სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ ვაშ­ვი­ლებთ, ამი­ტომ გა­საშ­ვი­ლებ­ლად შე­სა­ბა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნო­ებს მივ­მარ­თავთ, თუმ­ცა, ასეთ ბავ­შვებ­ზე არც უცხ­ო­ეთ­შია დი­დი მოთხ­ოვ­ნა.

- რა კეთ­დე­ბა პრე­ვენ­ცი­ის­თვის, რა­თა ბავ­შვის შვი­ლად აყ­ვა­ნას არ მოჰ­ყვეს მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბა ან არ მოხ­ვდეს ერ­თსქე­სი­ა­ნი წყვი­ლის ოჯახ­ში, რაც ევ­რო­პის რიგ ქვეყ­ნებ­ში დაშ­ვე­ბუ­ლი­ა?

- სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ერ­თსქე­სი­ან ოჯახ­ში გაშ­ვი­ლე­ბას არ ით­ვა­ლის­წი­ნებს, ამი­ტომ რო­ცა ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის სა­ა­გენ­ტო არე­გის­ტრი­რებს მშვი­ლე­ბელს, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­დან უნ­და ბავ­შვის აყ­ვა­ნა, დო­კუ­მენ­ტე­ბი ჩვენ­თან მო­დის, ვიკ­ვლევთ ამ ოჯახს და მე­რე ვწყვეტთ, მი­ვაშ­ვი­ლოთ თუ არა ბავ­შვი. ასე რომ, ერ­თსქე­სი­ან ოჯახ­ში ბავ­შვის გაშ­ვი­ლე­ბა გა­მო­რიცხ­უ­ლი­ა, რაც შე­ე­ხე­ბა მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბით ვაჭ­რო­ბას, გამ­შვი­ლე­ბე­ლი და მშვი­ლე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის ცენ­ტრა­ლუ­რი ორ­გა­ნო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სას ინ­ფორ­მა­ცი­ის გაც­ვლა და პრო­ცე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი გა­მო­რიცხ­ავს ასეთ გა­რი­გე­ბას, მით უმე­ტეს, რომ უცხ­ო­ეთ­ში სულ რამ­დე­ნი­მე ბავ­შვი გა­ვაშ­ვი­ლეთ.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ