სა­მე­გობ­როს ექ­სკურ­სი­ას 5 ბავ­შვი შე­ე­წი­რა

სა­მე­გობ­როს ექ­სკურ­სი­ას  5 ბავ­შვი შე­ე­წი­რა

1999 წლის ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო იყო, 27 ოქ­ტომ­ბე­რი. იმ­ხა­ნად ჩე­მი რეს­პონ­დენ­ტი და მი­სი მე­გობ­რე­ბი 15-წლი­სა­ნი იყ­ვნენ და მე­ა­თე ­კლას­ში გა­და­დი­ოდ­ნენ. თით­ქმის 14 წლის წი­ნან­დე­ლი ტრა­გე­დი­ის დაწ­ვრი­ლე­ბით მო­ყო­ლა რომ ვთხო­ვე, შე­ფიქ­რი­ან­და. ჯერ გა­დარ­ჩე­ნი­ლი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის და და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლე­ბის ნა­წილს და­ე­კითხ­ა, მო­ე­ყო­ლა თუ არა მკითხ­ვე­ლის­თვის ეს ამ­ბა­ვი. სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც შევ­ხვდით... სვე­ნებ­-სვე­ნე­ბით, ნაწყ­ვეტ­-ნაწყ­ვეტ იხ­სე­ნებ­და ნო­დარ ხუ­ხუ­ნა­იშ­ვი­ლი იმ სა­ღა­მოს და ცდი­ლობ­და, ჩემ­კენ იშ­ვი­ა­თად გა­მო­ე­ხე­და - ვხე­დავ­დი, თვა­ლე­ბი ცრემ­ლე­ბით ჰქონ­და სავ­სე...

- ბარ­ნო­ვის ქუ­ჩა­ზე ერთ დროს მე­ექ­ვსე სკო­ლა იყო, სა­დაც ოთხ წე­ლი­წადს ვსწავ­ლობ­დით, მე­რე კი ჩვენ­მა დამ­რი­გე­ბელ­მა ლე­ლა ჭინ­ჭა­რა­ულ­მა და მის­მა მე­გობ­რებ­მა სა­ავ­ტო­რო სკო­ლის და­არ­სე­ბა გა­დაწყ­ვი­ტეს და ჩვენც თან გავ­ყე­ვით. ასე გავ­ხდით 34-ე სა­ავ­ტო­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც ლე­ლა ჭინ­ჭა­რა­უ­ლი გახ­და. ჩვენს სკო­ლა­ში, გან­სხვა­ვე­ბით სხვა სა­შუ­ა­ლო სკო­ლე­ბის­გან, სწავ­ლა ყო­ველ­თვის გვი­ან იწყ­ე­ბო­და. იმ წე­ლი­წადს, რა­ტომ­ღაც, ჩვე­ულ­ზე კი­დევ უფ­რო გვი­ან უნ­და დაწყ­ე­ბუ­ლი­ყო. იმ სკო­ლის პირ­ვე­ლი გა­მოშ­ვე­ბაც ჩვენ ვი­ყა­ვით. ძა­ლი­ან კარ­გი კლა­სი გვქონ­და. ბევ­რნი კი ვი­ყა­ვით, მაგ­რამ ყვე­ლა­ნი ვმე­გობ­რობ­დით. ყო­ვე­ლი სა­ზაფ­ხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის შემ­დეგ, სექ­ტემ­ბერ­ში, სწავ­ლის დაწყ­ე­ბამ­დე ტრა­დი­ცი­უ­ლად, აწყ­უ­რის ბა­ნაკ­ში დავ­დი­ო­დით. იმ წელ­საც იქ ვი­ყა­ვით. თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლებ­მა კი მო­ნატ­რე­ბუ­ლი სა­მე­გობ­რო მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ და ერ­თი დღე-­ღა­მით ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლა გა­დავ­წყვი­ტეთ.

ახალ­და­ბა­ში, ჩემს სახ­ლში, უფ­რო ზუს­ტად, ჩემს აგა­რაკ­ზე წა­ვე­დით. კლა­სის ექ­სკურ­სია კი და­ვარ­ქვით, მაგ­რამ სა­მე­გობ­როს ექ­სკურ­სია უფ­რო იყო. ჩე­მი ძმა და ბი­ძაშ­ვი­ლიც წა­ვიყ­ვა­ნე. ჩემ­მა თა­ნაკ­ლა­სელ­მა და­თო ბე­გა­ძე­მაც წა­მო­იყ­ვა­ნა ძმა - გი­ორ­გი. და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით 26 ოქ­ტომ­ბერს წა­ვე­დით თბი­ლი­სი­დან, ახალ­და­ბა­ში კარ­გად მო­ვილ­ხი­ნეთ, 27 ოქ­ტომ­ბერს კი იმა­ვე მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­მა ჩა­მოგ­ვა­კითხა და სა­ღა­მოს უკან წა­მოგ­ვიყ­ვა­ნა. ავა­რია მა­ლე­ვე მოხ­და, ხა­შურს რომ გა­მოვ­ცდით, გომ­ში. მან­ქა­ნა­ში 16-ნი ვის­ხე­დით. ბავ­შვებს ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი გვახ­ლდა და ორიც მძღო­ლი იყო - მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის მძღოლ­მა შე­სა­ნაც­ვლებ­ლად ახალ­გაზ­რდა ცო­ლის­ძმა წა­მო­იყ­ვა­ნა. ავა­რი­ი­სას 7 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა - 5 ბავ­შვი, სიმ­ღე­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი და ერ­თიც - ის ცო­ლის­ძმა, თუ არ ვცდე­ბი, ზა­ზა ერ­ქვა.

- თქვენ ალ­ბათ მხი­ა­რუ­ლად მგზავ­რობ­დით და შე­იძ­ლე­ბა გზას არც უყუ­რებ­დით, მაგ­რამ... მა­ინც რამ გა­მო­იწ­ვია ავა­რი­ა?

- ახა­ლი ნაწ­ვი­მა­რი იყო და ალ­ბათ, იცით, ამ დროს მო­ლი­პუ­ლი­ვი­თაა გზა, შე­სა­ბა­მი­სად, მან­ქა­ნის მო­ცუ­რე­ბაც იო­ლი­ა. სპი­დო­მეტ­რის­თვის არ შე­მი­ხე­დავს, მაგ­რამ სწრა­ფად მივ­დი­ო­დით, თან, რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, მან­ქა­ნას სა­ბუ­რა­ვე­ბიც ცუ­დი ჰქო­ნი­ა. ამი­ტომ მოვ­სრი­ალ­დით, გზი­დან გა­და­ვე­დით და ხეს ისე ძლი­ე­რად შე­ვე­ჯა­ხეთ, რამ­დე­ნი­მე, მათ შო­რის მეც, მან­ქა­ნი­დან გა­დავ­ვარ­დით. ერ­თი გო­გო­ნა და­ი­ღუ­პა, და­ნარ­ჩე­ნი - ვა­ჟე­ბი და უმ­რავ­ლე­სო­ბა - ფუ­ძის მო­ტე­ხი­ლო­ბით. ავა­რი­ი­სას თით­ქმის ყვე­ლამ დავ­კარ­გეთ გო­ნე­ბა. უმ­რავ­ლე­სო­ბა მძი­მე­დაც დავ­შავ­დით - სა­ბედ­ნი­ე­როდ, ეკა ღო­ღო­ბე­რი­ძე და ნე­ლი­კო დო­ლი­ძე გა­დარ­ჩნენ, გა­დარ­ჩა გი­ორ­გი სი­და­მო­ნი­ძეც. გიორგი ბეგაძესაც შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და და არც გო­ნე­ბა და­უ­კარ­გავს. ეგ კი არა, დახ­მა­რე­ბია კი­დეც პო­ლი­ცი­ე­ლებს და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებს. მე თა­ვის ტრავ­მაც მქონ­და და ხე­ლიც და­ვი­ზი­ა­ნე, ასე­ვე, ფუ­ძის ერ­თ-ერ­თი კბი­ლი მომ­ტყდა.

- გონს მა­ლე მოხ­ვე­დით?

- ში­გა­და­შიგ ვა­ხელ­დი თვალს, ვხე­დავ­დი "სას­წრა­ფოს" სი­რე­ნის მო­ციმ­ცი­მე ნა­თუ­რას, რა­ცი­ით მო­ლა­პა­რა­კე ფორ­მი­ან ადა­მი­ა­ნებს, ვხვდე­ბო­დი, რა­ღაც რომ მოხ­და, მაგ­რამ რე­ა­გი­რე­ბის თა­ვი არ მქონ­და. კარ­გად მახ­სოვს, სა­კა­ცით რომ შე­მიყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ხა­შუ­რი­სა და სუ­რა­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს. მე­რე კი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­ფუძ­ვლი­ა­ნად შევ­ფხიზ­ლდი. იმ დღეს­ვე გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს თბი­ლი­სის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. და­ნარ­ჩე­ნე­ბის ამ­ბავს ვკითხ­უ­ლობ­დი, მაგ­რამ და­ღუ­პუ­ლებ­ზე არა­ფერს მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ - მა­თი ამ­ბა­ვი მხო­ლოდ 40 დღის შემ­დეგ, შინ რომ მი­მიყ­ვა­ნეს, მა­შინ გა­ვი­გე.

- ნო­დარ, მძღო­ლი ნას­ვა­მი იყო?

- რო­გორც გითხ­ა­რით, ვინც თბი­ლი­სი­დან წაგ­ვიყ­ვა­ნა და ახალ­და­ბა­ში დაგ­ვტო­ვა, უკან წა­მო­საყ­ვა­ნად, ჩვე­ნი თხოვ­ნით, მან­ვე ჩა­მოგ­ვა­კითხა მე­ო­რე დღეს. თუ არ ვცდე­ბი, თბი­ლი­სი­დან რომ წა­ვე­დით, ის მძღო­ლი მთვრა­ლი იყო, ამი­ტომ თა­ვი­სი ცო­ლის­ძმა დას­ვა სა­ჭეს­თან. წი­ნა დღის ნამ­თვრა­ლე­ვი მე­ო­რე დღეს ნა­ბა­ხუ­სე­ვი ხომ იქ­ნე­ბო­და ის კა­ცი? შე­სა­ბა­მი­სად, მან­ქა­ნის მარ­თვა უეჭ­ვე­ლად გა­უ­ჭირ­დე­ბო­და, მაგ­რამ მა­ინც თვი­თონ დაჯ­და სა­ჭეს­თან... შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ძი­ნე­ბუ­ლიც იყო, კი არ ვა­და­ნა­შა­უ­ლებ, მაგ­რამ... ფაქ­ტი­ა, ავა­რია მოხ­და. ცხა­დი­ა, ამ­დე­ნი ბავ­შვი რომ ზის მან­ქა­ნა­ში, მძღო­ლის­გან მე­ტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და ყუ­რადღ­ე­ბაა სა­ჭი­რო.

- იმ ამ­ბის შემ­დეგ მან­ქა­ნით მგზავ­რო­ბი­სას ში­ში გა­მოგ­ყვათ?

- გა­მომ­ყვა და თა­ნაც - ძა­ლი­ან. დღე­საც, მან­ქა­ნა­ში აუ­ცი­ლებ­ლად და­ძა­ბუ­ლი ვუ­ყუ­რებ გზას. სა­ერ­თო­დაც, ძა­ლი­ან არ მსი­ა­მოვ­ნებს, სხვას რომ ვუჯ­დე­ბი მან­ქა­ნა­ში, მირ­ჩევ­ნი­ა, მე ჩა­მიჯ­დეს სხვა, თუნ­დაც ის "სხვა" უფ­რო უსაფ­რთხოდ და­დი­ო­დეს.

- შენს და­ღუ­პულ მე­გობ­რებ­ზეც მი­ამ­ბე, ვინ იყო ის ხუ­თი ბავ­შვი?

- და­ღუ­პუ­ლე­ბი ჩე­მი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა ყვე­ლა ერთ პე­რი­ოდ­ში არ სწავ­ლობ­და ჩემ­თან, ამი­ტომ ზო­გი­ერთს ერ­თად არც უს­წავ­ლი­ა. გოგონებიდან ერ­თი და­ი­ღუ­პა, თა­მუ­ნა კე­კე­ლი­ძე, რო­მე­ლიც იმ­ხა­ნად აღარ სწავ­ლობ­და ჩვენს კლას­ში, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ვა­ჟე­ბი იყ­ვნენ. არ­ჩილ ცი­ციშ­ვილ­თან პირ­ვე­ლი კლა­სი­დან ვმე­გობ­რობ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში გერ­მა­ნი­ა­ში სწავ­ლობ­და, მაგ­რამ ქარ­თვე­ლი მე­გობ­რე­ბის გა­რე­შე ვერ ძლებ­და და იმ­ხა­ნა­დაც მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩა­მო­ვი­და თბი­ლის­ში. ამი­ტო­მაც აღ­მოჩ­ნდა ჩვენ­თან ერ­თად.

- ეს ხომ ის არ­ჩილ ცი­ციშ­ვი­ლი­ა, ნა­ნა ჯა­ნე­ლი­ძის ფილ­მში - "ი­ავ­ნა­ნამ რა ჰქმნა" პა­ტა­რა ალექ­სის როლს რომ ას­რუ­ლებ­და? რა სა­ო­ცა­რი ბე­დის­წე­რა ჰქო­ნი­ა: ფილ­მშიც იღუ­პე­ბა და ცხოვ­რე­ბაც ტრა­გი­კუ­ლად და­ას­რუ­ლა.

- კი, სწო­რედ ის ბი­ჭი­ა... კი­დევ ერ­თი და­ღუ­პუ­ლი - გი­ორ­გი ხე­რო­დი­ნაშ­ვი­ლიც პირ­ვე­ლი კლა­სი­დან სწავ­ლობ­და ჩვენ­თან, თუმ­ცა უკ­ვე გა­და­სუ­ლი იყო სხვა სკო­ლა­ში. შემ­თხვე­ვით აღ­მოჩ­ნდა იმ დღეს "ექ­სკურ­სი­ა­ზე" - წას­ვლა გა­დაწყ­ვე­ტი­ლი გვქონ­და, გი­ორ­გი რომ შეგ­ვხვდა და მა­შინ შევ­თა­ვა­ზეთ წა­მოს­ვლა... იმ სა­ღა­მოს მი­შო თა­დუ­მა­ძეც და­ი­ღუ­პა... კი­დევ გო­ჩი­კო, ხუნ­და­ძე... გო­ჩა და მი­შო იმ­ხა­ნა­დაც ჩვენ­თან სწავ­ლობ­დნენ... ასე­ვე და­ი­ღუ­პა ჩვე­ნი 23 წლის პე­და­გო­გი გი­ორ­გი თარ­ხნიშ­ვი­ლი, მე­ო­რე კლა­სი­დან რომ გვას­წავ­ლი­და სიმ­ღე­რას და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობ­დით. რა­კი სწავ­ლა არ გვქონ­და დაწყ­ე­ბუ­ლი, სკო­ლა არც გაგ­ვიფ­რთხი­ლე­ბი­ა, ექ­სკურ­სი­აც მხო­ლოდ იმი­ტომ და­ვარ­ქვით, რომ მშობ­ლებს არ და­ე­შა­ლათ გამ­გზავ­რე­ბა, ქა­ლაქ­გა­რეთ გას­ვლა კი პე­და­გო­გის წა­მოს­ვლით "გა­ვამ­ყა­რეთ"... ახალ­და­ბა­ში ბა­ბუ­ა­ჩე­მი დაგ­ვხვდა, წი­ნას­წარ წა­ვიდა, იმ ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვენ­თან ერ­თად რომ ყო­ფი­ლიყ­ო. მე­რე გა­მოგ­ვა­ცი­ლა და თვი­თო­ნაც მა­ლე­ვე წა­მო­ვიდ­ა თბი­ლის­ში... რა კარ­გი დღე იყო... რო­გორ ვე­სიყ­ვა­რუ­ლე­ბო­დით და ვე­ფე­რე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს (ჩა­ფიქ­რდა)... ძა­ლი­ან დი­დი ტრა­გე­დია შეგ­ვემ­თხვა და დღემ­დე მოგ­ვყვე­ბა ის გან­ცდა. ბავ­შვე­ბი ერ­თად და­ა­საფ­ლა­ვეს სა­ბურ­თა­ლოს სა­საფ­ლა­ო­ზე. ხში­რად ავ­დი­ვართ ხოლ­მე მათ საფ­ლავ­ზე... რთუ­ლია ამა­ზე ლა­პა­რა­კი...

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია