ანი ნადარეიშვილი - პროკურატურა ხედავს, რომ ძალით მიყვანილი ხალხი მათთვის სასარგებლოს ვერაფერს ამბობს

ანი ნადარეიშვილი - პროკურატურა ხედავს, რომ ძალით მიყვანილი ხალხი მათთვის სასარგებლოს ვერაფერს ამბობს

ბაჩო ახალაიას მეუღლე სასამართლოს დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მხრიდან მოწმეების მოხსნის შუამდგომლობას ბრალდების უსაფუძვლობას უკავშირებს.

როგორც ანი ნადარეიშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ყველა ხვდება იმას, რომ ზეწოლით მიღებული ჩვენებებით სასამართლოზე გამოსვლას აზრი არ აქვს და სწორედ ამიტომ მოწმეების მოხსნა გასაკვირი არ არის.

"იმ ფონზე რომ უკვე მეორე პროცესია პროკურატურის მოწმეები სასამართლოში აღარ ცხადდებიან, ეს გადაწყვეტილება გასაკვირი არ არის. სასამართლოზე დაზეპირებული, ერთი და იგიგვე ტექსტი აქვთ ყველას. როგორც კი რაღაც საზეპირო დაავიწყდებათ, ნერვიულობას იწყებენ, პროკურორებს უყურებენ და ა.შ. პროკურატურა ხედავს, რომ ძალით მიყვანილი ხალხი მათთვის სასარგებლოს ვერაფერს ამბობს და მოწმეები ამიტომ მოხსნეს", - აცხადებს ანი ნადარეიშვილი.

ამასთან, ნადარეიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მისი მეუღლის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგება თუ პროკურატურა სასამართლოს საქმიანობაში არ ჩაერევა.

ბაჩო ახალაიას დღევანდელ პროცესზე, პროკურატურამ სასამართლოს 50 მოწმის მოხსნის შუამდგომლობით მიმართა, რომლებსაც ჩვენება ახალაიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში უფლებამოსილების გადამეტების ეპიზოდთან დაკავშირებით უნდა მიეცათ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ