დავით უსუფაშვილი - აშშ-სთან საქართველოს მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება

დავით უსუფაშვილი - აშშ-სთან საქართველოს მეგობრობას საფრთხე არ ემუქრება

მივმართავთ ყველა ქვეყანას, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოგზავნონ პროცესებზე, მათ შორის უშუალოდ სასამართლო პროცესებზე დაკვირვებისთვის , - ასე პასუხობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აშშ-ის კონგრესის განცხადებას.

ამასთან, როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბუნებრივია, ცალკეულ საკითხთან მიმართებაში უცხოეთში მომეტებული ინტერესი არსებობს.

"ნებისმიერ ქვეყანაში ისეთი პირის დაკავება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იყო მინისტრი, შემდეგ კი - პრემიერ-მინისტრი, იწვევს დიდ ინტერესს. ეს ასეა ხოლმე, როდესაც ჩვენამდეც აღწევს ცნობები ამა თუ იმ ქვეყანაში ამ რანგის თანამდებობის პირების დაკავების თაობაზე. ამიტომ სრულიად ბუნებრივია ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მხრიდან ინტერესი, სრულიად ბუნებრივია მათი პოზიცია, რომ საქართველოში არ უნდა იყოს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებები. ხელისუფლება - მთავრობა, პარლამენტი, რა თქმა უნდა, ვიზიარებთ ამ პოზიციებს. რეკომენდაციებისთვის ყველას მადლობას ვუხდით. რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამებს, ის ერთის მხრივ, ინფორმაციის სიმწირეს ეფუძნება, მეორეს მხრივ კი, უნდა აღვნიშნო, რომ პოლიტიკური პროცესი საერთაშორისო ასპარაზზეც პოლიტიკური პროცესია. ამ პოლიტიკურ პროცესში საქართველოში მოქმედ რომელიმე პოლიტიკურ ძალას უცხოეთში მოქმედი პოლიტიკური ძალა უფრო მეტ ყურადღებას აქცევს, მეტ დროს და ენერგიას უთმობს, არც ესაა გასაკვირი. პროცესი გრძელდება", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე მტკიცებით, კონგრესის კრიტიკული განცხადების მიუხედავად, აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას "თვალსაწიერი მომავლის განმავლობაში საფრთხე არ ემუქრება".

"შეერთებული შტატების ხელისუფლება საქათველოს ახალ მთავრობასთან აგრძელებს იმავე რანგის და ტიპის თანამშრომლობას, რაც აქამდე იყო და კიდევ უფრო მეტს. თუ ადამიანებს აქვთ კითხვა, რა ხდება საქართველოში ამა თუ იმ საქმეზე, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესაა ბუნებრივი მოვლენა და ჩვენ უბრალოდ სიმართლე უფრო მეტად უნდა გავავრცელოთ ყველა დონეზე. აშშ-სა და საქართველოს მეგობრობას და ურთიერთობას თვალსაწიერი მომავლის განმავლობაში საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა