მიხეილ სააკაშვილი - კონგრესის განცხადება რომ ვნახე, გული მომიკვდა

მიხეილ სააკაშვილი - კონგრესის განცხადება რომ ვნახე, გული მომიკვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის კონგრესის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის რჩევები უნდა გავითვალისწინოთ, რადგან ისინი საქართველოს მძიმე ვითარებაში არაერთხელ დახმარებიან.

"რომ ვნახე ეს განცხადება გული მომიკვდა, იმიტომ რომ ამერიკის კონგრესი წინა წლებში იღებდა და უნდა მიეღო განცხადება, სადაც საუბარი იქნებოდა, რომ საქართველოს იარაღი უნდა მისცენ და ქართული არმია აღჭურვონ, ნატოში ინტეგრაცია დააჩქარონ, ამის მაგივრად პირველად ისტორიაში მიიღეს განცხადება, მსგავი არასდროს არაფერი არ მომხდარა მიახლოვებითაც კი, ეს არ არის საგაზეთო სტატია ან ვიღაცის განცხადება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, აშშ-ს კონგრესის კომიტეტმა სხდომაზე მიიღო რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიის შეზღუდვისა და საქართველოს უკუსვლის შესახებ.

"ეს წლები რასაც ვაკეთებდით ყველაფერი პრაქტიკულად წყალში გვეყრება. 2008 წელს ამერიკამ გამოაგზავნა ფლოტი და ამან გადაარჩნია საქართველოს დამოუკიდებლობა, ვისაც აინტერესებს ამერიკა რატომაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი, საქართველო დღეს არსებობს, იმიტომ რომ ამერიკა დაგვიდგა გვერდზე. თუ ამერიკა აღარ დაგვიდგება გვერდზე, პრაქტიკულად, ჩვენ ვრჩებით ონიშენკოს პატრონი ქვეყნის ამარად. აშშ-ს ერთადერთი ფუნქციაა - დამოუკიდებელი საქართველო და ონიშენკოს ფუნქციაა დაქუცმაცებული და განადგურებული ქართველი ერი, ამიტომ არჩევანიც არ არის აქ. თუ იმაზე უარს ამბობ, მაშინ მეორის ხელში ჩავარდები ავტომატურად", - აღნიშნა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის შეფასებით, ამერიკელი კონგრესმენების მოსყიდვა შეუძლებელია, რადგან მათ მკაცრი წესები აქვთ.

"იმათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, ვისაც ჰგონია, რომ კონგრესმენები დაალობირეს და მოისყიდეს. დელეგაცია რომ იყო აქ ჩამოსული, ჩვენი ვენახის ღვინოს შეთავაზება გვინდოდა თითო ბოთლის, თუმცა ამერიკის კონგრესმენებმა ამაზეც უარი თქვეს. იქ ისეთი მკაცრი წესები აქვთ ლობირების, კორუფციასთან ბრძოლის, მაგათი ყიდვა რომ შეიძლებოდეს მსოფლიოს მილიარდელები და მდიდარი ქვეყნები დიდი ხნის წინ იყიდნენ ყველას. ეს არის ორგანიზაცია, რომლის მოსყიდვა, დაშინება შეუძლებელია. ეს არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფოს მთავარი ორგანო, ის მართავს ამერიკას, რომელიც უბრალოდ უყურებს იმას რაც ხდება და დასკვნები ამ შემთხვევაში არის ძალიან მძიმე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა