პრემიერ-მინისტრი მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეცვლის

პრემიერ-მინისტრი მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეცვლის

ახალი კონსტიტუციით, პრემიერ-მინისტრი მთავრობას პარლამენტის თანხმობის გარეშე ვეღარ შეცვლის. როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა, მორიგი საკონსტიტუციო ცვლილებებით ამჯერად პარლამენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობა დაბალანსდება.

"ესაა მინიმალურად აუცილებელი ცვლილებები იმისთვის, რომ ახლა უკვე დავაბალანსოთ პრემიერისა და პარლამენტის ძალაუფლება. წინა ცვლილებებით ჩვენ დავაბალანსეთ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ურთიერთობა და პრეზიდენტს ჩამოვართვით ის უფლებები, რომელიც არ შეიძლებოდა მას ჰქონოდა, მათ შორის ის, რომ მთავრობა შეექმნა პარლამენტის თანხმობის გარეშე. ახლა უკვე გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე, ვაკეთებთ პარლამენტსა და პრემიერს შორის ურთიერთობის დაბალანსებას. შესაბამისად, ამ ცვლილებების შემდეგ პრემიერ-მინისტრს არ ექნება ის უფლებები, რომელსაც სააკაშვილი, როგორც ჩანს, თავისთვის ამზადებდა. კერძოდ, პრემიერ-მინისტრი ვერ შეცვლის მინისტრებს პარლამენტის თანხმობის გარეშე. ის რაც ახლა წერია კონსტიტუციაში, არის ის, რომ პრემიერს 10 წუთში შეუძლია შეცვალოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ყველა მინისტრი და შემდგომ 10 დღეში კიდევ ერთხელ შეცვალოს, ისე რომ პარლამენტს არაფერი კითხოს. ეს იცვლება და მთავრობის 1/3-ით განახლების შემთხვევაში, პრემიერი ვალდებული იქნება პარლამენტის დასამტკიცებლად ახალი შემადგენლობა წარუდგინოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებით უქმდება ახალ კონსტიტუციაში ჩადებული მოდელი, რომლითაც პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს პროექტი კანონად პარლამენტის თანხმობის გარეშე გამოაცხადოს.

"სააკაშვილის მიერ გამზადებული მოდელით, პრემიერ-მინისტრს უფლება აქვს პარლამენტის გარეშე კანონი მიიღოს. ცხადია, ჩვენ ამ მექანიზმს ვაუქმებთ და ვამბობთ, რომ პარლამენტია კანონმდებელი და მისი თანხმობის გარეშე არ შეიძლება პროექტს ეწოდოს კანონი", - აღნიშნა უსუფაშვილმა, რომლის ინფორმაციითაც, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ადრეულ შემოდგომაზე მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა