ზვიად ძიძიგური - "არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას რეპრესიები ელოდებოდა"

ზვიად ძიძიგური - "არჩევნებში "ნაციონალების" გამარჯვების შემთხვევაში საზოგადოებას რეპრესიები ელოდებოდა"

შსს-ს მიერ აღმოჩენილი მასალები ადასტურებს, რომ 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" გამარჯვების შემთხვევაში ქართულ საზოგადოებას რეპრესიები ელოდებოდა. ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ზვიად ძიძიგური შსს-ში დღეს გაკეთებულ განცხადებას.

მისივე განმარტებით, ეს იქნება ძალიან მწარე და ცუდი გაკვეთილი იმისთვის, რომ ახალმა ხელისუფლებამ კარგი ქვეყნის მშენებლობას მიაღწიოს.

"ყველაფერი ის, რაც შსს-ს მიერ იქნა აღმოჩენილი ადასტურებს იმას, თუ რა რეპრესიები ელოდებოდა საქართველოს მოსახლეობას იმ შემთხვევაში, თუკი 1 ოქტომბრის არჩვენები იმ შედეგებით არ დამთავრდებოდა რა შედეგებითაც დამთავრდა. მასალები სამეგრელოში იქნა აღმოჩენილი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ სამეგრელოში მოხდებოდა. მთელს საქართველოში ამზადებდნენ სიებს, ამზადებდნენ ბრალდებებს და ყველა ოპოზიციურად განწყობილი, მეტნაკლებად გავლენის მქონე ადამიანის მიმართ იგეგმებოდა ასეთი რეპრესიები. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი ჩაბარდა წარსულს. ჩვენ ძალიან მწარე და ცუდი გაკვეთლები გვაქვს იმისთვის, რომ ვიცოდეთ როგორ მივაღწიოთ კარგი ქვეყნის მშენებლობას. ვფიქრობ, ეს ყველაფერი გამოგვადგება, რომ ასეთი ტიპის ნაბიჯები ხელისუფლებამ არასდროს გადადგას. ეს კარგი ჭკუის სასწავლებელია ყოფილი ხელისუფლების პირებისთვის რომლებიც ამისთვის პასუხს აუცილებლად აგებენ და ძალიან კარგია ახალი ხელისუფლებისთვის, რათა იცოდეს რომ გადამწყვეტი ადამიანის უფლებები და დემოკრატიული პრონციპებია" , - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

ამასთან, დეპუტატი იმედოვნებს, რომ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება და გამოვლენა რომლებიც სამეგრელოში აღმოჩენილი მასალებზე მუშაობდნენ, ძნელი არ იქნება.

"აშკარად კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჰქონდა ადგილი, ხოლო როცა კანონი და თანამდებობის პირის საქმიანობა ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის, ასეთ შემთხვევაში, კანონი განსაზღვრავს თუ როგორ მოექცეს ასეთ ადამიანებს. არ ვიცი უნდა დაუმძიმდეს თუ არა ბრალი შს ყოფილ მინისტრს, ეს კანონის გადასაწყვეტია, მაგრამ ვფიქრობ, გამოძიება რთული არ იქნება. როგორც ვიცი, არსებობს ინფორმაცია, ამოღებულია დანაშაულის მტკიცებულებათა არა მხოლოდ ბეჭდური, არამედ ხელნაწერი ვერსიებიც. აქედან გამომდინარე, დადგენა და იდენტიფიცირება იმ პირებისა, ვინც დანაშაულში მონაწილეობდა, რთული არ იქნება", - აღნიშნა დეპუტატმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელოში სპეციალური სამალავებია აღმოჩენილი, სადაც, ფეთქებად ნივთიერებებთან ერთად, წამებისა და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირები, ნარკოტიკები და წინა ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი პირების მონაცემების შემცველი არქივია ნაპოვნი.

ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა ბრიფინგი გამართა.

გიორგობიანის განცხადებით, სამალავი სამეგრელოში ყოფილი ხელისუფლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების უშუალო ორგანიზებითა და ხელმძღვანელობით მიწისქვეშ შენიღბულად იყო მოწყობილი.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა