დავით უსუფაშვილი ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრს "ევროპელ კანდელაკებს" უწოდებს

დავით უსუფაშვილი ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრს "ევროპელ კანდელაკებს" უწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპის სახალხო პარტიის რამდენიმე წევრს "ევროპელ კანდელაკებს" უწოდებს. როგორც უსუფაშვილმა ბრიუსელში, ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რამდენიმე "ევროპელი კანდელაკი" ისევ აგრძელებს თავის ქმედებებს და ისეთივე ერთგულ მხარდაჭერას უცხადებს მიხეილ სააკაშვილს და მის პარტიას, როგორც საქართველოში გიორგი კანდელაკი.

"სახალხო პარტიიდან რამდენიმე პიროვნება აგრძელებს თავის ქმედებებს, ისე როგორც დღემდე მუშაობდნენ. ქართველი ხალხისთვის რომ გასაგები იყოს რაზეა საუბარი, მე მათ ასე დავახასიათებდი - ევროპელი კანდელაკები. ისინი ისეთივე ერთგული მხარდამჭერები არიან მიხეილ სააკაშვილის და მისი პარტიის, როგორც საქართველოშია ბატონი გიორგი კანდელაკი", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა, რის შემდეგაც ევროპარლამენტარებმა მას კითხვები დაუსვეს. შეკითხვების ნაწილი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის დაკავებას შეეხებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა