ალექსანდრ ლუკაშევიჩი - რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს

ალექსანდრ ლუკაშევიჩი - რუსეთი მზადაა, საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს

რუსეთი მზად არის, საქართველოსთან სატრანსპორტო მიმოსვლის საკითხები განიხილოს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ტრანსპორტის სამინისტროსა და სატრანსპორტო სააგენტოს წარმომადგენლები, პირველ რიგში, რუსეთსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლის პირობების განხილვას გეგმავენ.

"ჩვენი სატრანსპორტო სააგენტოები და ტრანსპორტის სამინისტრო მზად არიან მოლაპარაკებები გამართონ ჩვენს ქართველ კოლეგებთან ტრანსპორტის საკითხებში. პირველ რიგში კი, კონსულტაციები საჰაერო მიმოსვლას შეეხება", - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის უკვე სრულდება რეგულარული ჩარტერული რეისები თბილისს, ბათუმს, მოსკოვსა და ეკატერინბურგს შორის.

"გარკვეული დინამიკა უკვე შეინიშნება და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიოთ ჩვენს ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებში", - აღნიშნა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა.

მომზადებულია ria.ru-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა