მარჯანიშვილის თეატრში გიგა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მარჯანიშვილის თეატრში გიგა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

მარჯანიშვილის თეატრში ცნობილი ქართველი რეჟისორის, გიგა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გიგა ლორთქიფანიძის ოჯახს მიუსამძიმრეს თეატრისა და კინოს მსახიობებმა, საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა, პოლიტიკოსებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა: თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა და თბილისის მერმა გიგი უგულავამ.

პანაშვიდი მარჯანიშვილის თეატრის დიდ დარბაზში მიმდინარეობს. სცენაზე დამონტაჟებულია მონიტორი, სადაც გიგა ლორთქიფანიძის ჩანაწერების ჩვენება მიმდინარეობს.

გიგა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დღეს დაკრძალავენ.

21 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის წინ, ცნობილი ქართველი რეჟისორის ვარსკვლავი გაიხსნება. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ, მანანა ბერიკაშვილმა განუცხადა, სამწუხაროა, რომ ამ ვარსკვლავის გახსნას თავად გიგა ლორთქიფანიძე ვერ მოესწრო.

"ვარსკვლავი გაიხსნება და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს მის გარეშე მოხდება. თავად გიგა ლორთქიფანიძე იყო უაღრესად კარგი პიროვნება და მისი გარდაცვალებით ძალიან სამწუხარო რამ მოხდა", - განაცხადა მანანა ბერიკაშვილმა, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში გიგა ლორთქიფანიძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია