ეთერ კაკულიას შვილიშვილი შეეძინა

ეთერ კაკულიას შვილიშვილი შეეძინა

მიუხედავად იმისა, რომ მომღერალ ეთერ კაკულიას პრესა და ჟურნალისტები ძალიან უყვარს, თან მისი ინტერვიუებიც ხშირად იბეჭდება ამა თუ იმ ჟურნალ-გაზეთში, მაინც მოახერხა და რძალი იქამდე დაგვიმალა, სანამ ბებია არ გახდა.

ქალბატონი ეთერი ერთადერთხელ იყო დაქორწინებული რეზო ვაჩიბერიძეზე, რომელსაც ცხოვრების წესის შეუთავსებლობის გამო ქორწინებიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ დაშორდა. ''ის ჩემს გასტროლებს ვერ ეგუებოდა, მე კი ამის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო და ამიტომაც დავშორდით'', - აღნიშნა ჩვენს ჟურნალთან ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალმა.

სწორედ ამ ქორწინებიდან ჰყავს ერთადერთი და უსაყვარლესი შვილი ალეკო, რომელსაც ალეკუნას ეძახის. მართალია, ორი კვირის წინ ინტერვიუს ჩასაწერად ვესტუმრე სახლში მომღერალს, მაგრამ არც თავად უთქვამს რაიმე შვილის დაქორწინებაზე და არც მე შემიმჩნევია ოჯახის ახალი წევრი. რამდენიმე დღის წინ კი მოულოდნელად გავიგე, რომ ქალბატონი ეთერი ბებია გახდა. რასაკვირველია დავურკე და ამბები გამოვკითხე.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია