"სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლა­ვი ბაჩო ახალაიამ გასცა"

"სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლა­ვი ბაჩო ახალაიამ გასცა"

შსს-ს გან­ცხა­დე­ბას სა­მეგ­რე­ლო­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მა­ლა­ვის აღ­მო­ჩე­ნის შე­სა­ხებ, დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი მოჰ­ყვა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა სა­მა­ლავ­ში იპო­ვეს ია­რა­ღი, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, პატიმართა წა­მე­ბი­სა და შე­უ­რაცხ­მყო­ფე­ლი მოპყ­რო­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ფი­რე­ბი, ნარ­კო­ტი­კე­ბი და არ­ქი­ვი წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი პი­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით. შსს-ს ცნო­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მა­ლა­ვი მოწყ­ო­ბი­ლი იყო მი­წის­ ქვეშ ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის უშუ­ა­ლო ორ­გა­ნი­ზე­ბი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რებ­მა სა­მა­ლა­ვის აღ­მო­ჩე­ნას დი­დი სპექ­ტაკ­ლი უწო­დეს. დე­პუ­ტატ­მა და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძემ გა­ნაცხ­ა­და, რომ ეს იყო თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­მა­ლა­ვი და შსს-მ სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რაც თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ უარ­ყო. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" შე­ე­ცა­და გა­ერ­კვი­ა, რო­დის მო­ეწყო სა­მა­ლა­ვი, რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი და რა არის აღ­ბეჭ­დი­ლი ვი­დე­ო­ფი­რებ­ზე. სა­მეგ­რე­ლო-­ზე­მო სვა­ნე­თის სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის თქმით, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, სა­მა­ლა­ვი 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ არის მოწყ­ო­ბი­ლი. "ა­რა­ვის­თვის სა­ი­დუმ­ლო არ არის, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე სა­მეგ­რე­ლო­ში შე­იქ­მნა გა­უ­გე­ბა­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც უშუ­ა­ლოდ ბა­ჩო და და­თა ახა­ლა­ი­ე­ბი, მე­გის ქარ­და­ვა და თავ­დაც­ვი­სა და შს სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მა­შინ­დე­ლი სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი კუ­რი­რებ­დნენ. რა თქმა უნ­და, ეს უშუ­ა­ლოდ თბი­ლი­სი­დან და­ვა­ლე­ბით ხდე­ბო­და. ამ ფორ­მი­რე­ბებს ჰქონ­დათ ია­რა­ღი, ასევე სა­მა­ლა­ვიც, რო­მე­ლიც სხვა­გან მდე­ბა­რე­ობ­და. ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას შემ­დეგ, რაც არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­მოცხ­ად­და და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ძა­ლის­მი­ერ სცე­ნარ­ზე უა­რი თქვა (თუ ათ­ქმე­ვი­ნეს), ფორ­მი­რე­ბე­ბი და­შა­ლეს, თუმ­ცა ია­რა­ღის შე­ნახ­ვა გა­დაწყ­ვი­ტეს. შე­სა­ბა­მი­სად, არ­ჩევ­ნე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, რო­დე­საც კვლავ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" აკონ­ტრო­ლებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, შექ­მნეს იარაღის ახა­ლი სა­მა­ლა­ვი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი იქ მი­ი­ტა­ნეს ვი­დე­ო­მა­სა­ლა და სა­ა­არ­ქი­ვო მა­სა­ლე­ბი თბი­ლი­სის, ქუ­თა­ი­სის, ზუგ­დი­დის თუ სხვა ქა­ლა­ქე­ბის კუდ­-ი­სა თუ სოდ­-ის სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბი­დან. ეს სა­მა­ლა­ვი ნელ­-ნე­ლა "ივ­სე­ბო­და", შემ­დეგ, რო­გორც ჩანს, შე­და­რე­ბით და­ბა­ლი რან­გის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა იქ ნარ­კო­ტი­კე­ბიც შე­ზი­დეს. ამ სა­მა­ლა­ვის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ შსს-ს ბევ­რმა ყო­ფილ­მა მა­ღალ­ჩი­ნო­სან­მა თუ სა­შუ­ა­ლო რგო­ლის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა იცო­და. ამი­ტო­მაც ძნე­ლი სათ­ქმე­ლი­ა, ვინ გა­ამ­ჟღავ­ნა მი­სი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი. ისე კი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, წვრილ­-წვრი­ლი ჩი­ნოს­ნე­ბი ამას ვერ გა­ა­კე­თებ­დნენ. რა­ტომ­ღაც მგო­ნი­ა, რომ ეს სა­ი­დუმ­ლო გას­ცა ბა­ჩო ახა­ლა­ი­ამ, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას "ძვა­ლი" გა­და­უგ­დო. მი­სი­ვე ოჯა­ხის წევ­რე­ბის­გან იყო ამის შე­სა­ხებ მი­ნიშ­ნე­ბა. თუმ­ცა შე­იძ­ლე­ბა ვცდე­ბო­დე... სხვა­თა შო­რის, სა­მა­ლა­ვის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში იყო ვა­ნო მე­რა­ბიშ­ვი­ლიც, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ კუ­რი­რებ­და მსგავს სა­კითხ­ებს. იქ­ნე­ბა თუ არა ეს მის­თვის ბრა­ლის დამ­ძი­მე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი, არ ვი­ცი...

სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­მა­ლავ­ში არა მხო­ლოდ ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლ პი­რებ­ზეა მა­სა­ლე­ბი, არა­მედ მო­ი­პო­ვე­ბა კომ­პრო­მა­ტე­ბი ყო­ფილ მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­ზეც. მა­გა­ლი­თად, ჩე­მი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შე­საძ­ლო­ა, სწო­რედ ამ სა­მა­ლავ­ში იყოს მო­ნა­ცე­მე­ბი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" "შა­ვი ფუ­ლის" მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე ვი­დე­ო­კად­რე­ბი, თუ რო­გორ ნე­ბივ­რობს ზო­გი­ერ­თი გუ­ბერ­ნა­ტო­რი მე­ძა­ვებ­თან, ფა­რუ­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წე­რე­ბი - რო­გორ სძა­ლავ­დნენ ბიზ­ნეს­მე­ნებს თან­ხებს და ა.შ. მოკ­ლედ, გა­მო­ძი­ე­ბას ეს ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ად­გე­ბა", - აცხ­ა­დებს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი. "ყვე­ლა სი­ახ­ლე" სა­მა­ლავ­ში აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის ში­ნა­არ­სი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. რო­გორც ზე­მოთ აღ­ვნიშ­ნეთ, შსს ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს, თუმ­ცა რო­გორც ერ­თ-ერ­თი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სტრუქ­ტუ­რი­დან სარ­წმუ­ნო წყა­რომ გვაც­ნო­ბა, ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბის ნა­წი­ლი იმ ჩა­ნა­წე­რე­ბის ას­ლე­ბი­ა, რო­მელ­თა გა­ნად­გუ­რე­ბა­საც შსს აპი­რებს: "აღ­მო­ჩე­ნი­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა მარ­თლაც ამაზ­რზე­ნი­ა. მა­გა­ლი­თად, რო­გორც ვი­ცი, ერ­თ-ერთ ვი­დე­ო­ზე ასა­ხუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი ბიზ­ნეს­მე­ნის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის იმი­ტა­ცი­ა, ასე­ვე პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა - ოღონდ ვერ გეტყ­ვით, რო­მელ ცი­ხე­ში. ერ­თ-ერ­თი ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, "ზონ­დე­რე­ბი" შიშ­ველ ადა­მი­ანს აი­ძუ­ლე­ბენ იმ­ღე­როს და ა.შ. მეტს ვე­რა­ფერს გეტყ­ვით". რაც შე­ე­ხე­ბა იმას, თუ რო­მელ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­ზე ინა­ხე­ბო­და მა­სა­ლე­ბი, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­პა­რა­კია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­მეგ­რე­ლოს აქ­ტი­ვის­ტებ­ზე. იმე­დი­ა, აღ­ნიშ­ნულ სა­კითხ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა მა­ლე დას­რულ­დე­ბა და ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა, რა­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და­მა­ტე­ბი­თი კითხ­ვის ნიშ­ნე­ბი არ გაჩ­ნდეს.

დარეჯან ლიპარტელიანი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა