"ბაგრატის ტაძარი გაქრა, სამაგიეროდ რჩებიან ლაშა ბაქრაძისა და ლაშა ბუღაძის მსგავსი ქართველები"

"ბაგრატის ტაძარი გაქრა, სამაგიეროდ რჩებიან ლაშა ბაქრაძისა და ლაშა ბუღაძის მსგავსი ქართველები"

შეიძლება ითქვას, რომ ქართული კულტურის უნიკალურ ძეგლებს შორის ბაგრატის ტაძარს ყველაზე მძიმე ხვედრი ერგო: შუა საუკუნეების არქიტექტურის შედევრი, რომელიც მე-11 საუკუნის დასაწყისშია აგებული, 1693 წელს ოსმალებმა ააფეთქეს. ერთ დროს დიდებული ეკლესია თანდათან ნანგრევებად იქცა. დავა იმის შესახებ, ტაძრის კონესერვაცია უნდა დაწყებულიყო, თუ რესტავრაცია, 1960-იანი წლებიდან დაიწყო. ეკლესიისა და ქართული საზოგადოების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტაძარს რესტავრაცია მაინც ჩაუტარდა, რასაც მისი პირვანდელი სახის დაკარგვა მოჰყვა. შეგახსენებთ, რომ ბაგრატის ტაძრის რესტავრაცია 2009 წელს, პრეზიდენტ სააკაშვილის უშუალო ჩარევითა და მითითებით დაიწყო. ერთი წლით ადრე, 2008 წელს, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა მოითხოვა საფუძვლიანი ანალიზის გარეშე არ ჩატარებულიყო სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ხოლო 2010 წლის იუნესკოს ანგარიში კიდევ უფრო მკაცრი იყო და მოითხოვდა, რომ რესტავრაცია დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო. ქართულმა მხარემ ამ მითითებებს არ დაუჯერა და სავალალო შედეგიც მივიღეთ: კულტურის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაგრატის ტაძარი საფრთხეში მყოფ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხიდან ამოიღეს. ნუსხაში დატოვეს გელათის მონასტერი და მცხეთის ისტორიული ძეგლები, თუმცა კომიტეტი გარანტიას არ იძლევა, რომ გელათიც არ ამოვარდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან. ინფორმაციას, რომ ბაგრატის ტაძარი ამ ნუსხაში აღარ იქნება, ქართული საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

გვესაუბრება პოეტი რეზო ამაშუკელი:

- რისთვის დაიწყეს ამ ტაძრის ხელყოფა? - მხოლოდ და მხოლოდ პიარისთვის. მისი ე.წ. რესტავრაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილი იყო და შესრულდა კიდეც. ამ ხუშტურებს შეეწირა ტაძარი, რომელიც საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და ჩვენი კულტურის სიამაყე იყო. მან ხომ ყველაფერი მოსპო, რაც ქართული იყო?! - დააკვირდით ერთი, რა გაკეთდა დედაქალაქში - ეს არის თანამედროვე მანქურთების მიზანმიმართული ნამოქმედარი. შეხედეთ, რა უქნეს მცხეთას, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ იუნესკო ამ სიაში მცხეთას დატოვებს? - მასაც იგივე საფრთხე ემუქრება, რაც ბაგრატს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია