სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდს უკავშირდება

სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავი ვანო მერაბიშვილის შს მინისტრობის პერიოდს უკავშირდება

სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავებთან დაკავშირებით შს სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. როგორც დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მათგან ერთი თავდაცვის სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ორი კი პოლიციის ყოფილი თანამშრომელია.

მინისტრის ცნობით, დაკავებულებს შორის ასევე არის პირი, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა.

"ჩვენ პასუხი გავეცით იმ ყველა უსუსურ ბრალდებას, რომლის თანახმად ეს იარაღი თითქოს ჩვენ ან თავდაცის სამინისტროს გვეკუთვნოდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრი იარაღისა და ნარკოტიკის სამალავის არსებობაზე პასუხისმგებელი პირების დასჯის აუცილებლობაზე საუბრობს. მინისტრის თქმით, ეს წინა ხელისუფლების და წინა რეჟიმის პრობლემაა, შესაბამისად აუცილებელია, საზოგადოებამ მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფრის უკან.

"ჩვენ აღმოვაჩინეთ სამარხი, რომლიდანაც ამოვიღეთ დაახლოებით ორი ოცეულის სრული შეიარაღება, იარაღით და ნარკოტიკებით სავსე რვა კასრი. ასევე ვნახეთ დასაჭერი ხალხი სია და რამდენიმე ვიდეოკასეტა, სადაც აღბეჭდილია საშინელი კადრები. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ორი ვიდეო, სადაც ასახულია ადამიანების წამება, დამამცირებელი მოპყრობა და გაუპატიურება," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შს მინისტრის განმარტებით, აღნიშნული იარაღი არც შინაგან სამქეთა სამინისტროს და არც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნოდა და იყო აღურიცხავი, ე.წ. შავი იარაღი.

ღარიბაშვილის განცხადებით, სამარხში იარაღსა და ნარკოტიკთან ერთად გამოძიებისთვის საინტერესო ბევრი სხვა მასალაც აღმოჩნდა.

"საუბარია მძიმე დანაშაულის აღიარებაზე, თუმცა აღმოჩნდა ისე, რომ ერთ-ერთი პირი საერთოდ არ იყო ნასამართლევი ან ციხეში ნამყოფი, ის უბრალოდ აწამეს, რადგან მისგან ვერ მიიღეს მათთვის სასურველი ჩვენება. მეორე პირი, რომელიც აწამეს, აბსოლუტურად სხვა ბრალდებით დააკავეს და ციხეში იჯდა ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა-მოხმარების გამო. ჩვენ ვფიქრობთ, ეს იყო სისტემური პრობლემა. იყო ასეთი პოლიტიკა და ეს არის წინა ხელისუფლების, წინა რეჟიმის პრობლემა", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

როგორც მინისტრმა განმარტა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე დამატებით დელატებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა საზოგადოებამ უნდა მიიღოს პასუხი, ვინ იდგა ამ ყველაფერის უკან.

"მინდა, კარგად შევახსენო ყველას, რომ იმ დროს მინისტრი იყო ვანო მერაბიშვილი. შესაბამისად უნდა დადგეს ყველა იმ მაღალი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობა, რომელთა მმართველობის დროს ხორციელდებოდა ეს საშინელება," - განაცხადა ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ