რუსებისთვის საქართველო ნომერ პირველი მტერი აღარ არის

რუსებისთვის საქართველო ნომერ პირველი მტერი აღარ არის

რუსები მეგობრებისა და მტრების საკითხში ჩამოყალიბდნენ. ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა, რუსები მთავარ მოწინააღმდეგედ და მტრად აშშ-ს, ხოლო ყველაზე მეგობრულ ქვეყნად ბელორუსს მიიჩნევენ. საქართველო მტრების ნუსხაში მეორე ადგილზეა. 

კვლევა "ლევადა-ცენტრმა" ჩაატარა. ბელორუსი მეგობარ ქვეყნად გამოკითხულთა 46%-მა დაასახელა. მეორე ადგილას რუსეთის მეგობარი ქვეყნების სიაში ყაზახეთი აღმოჩნდა, ხოლო მესამე ადგილი 20%-ით ჩინეთმა დაიკავა. სიაში მოხვდა უკრაინა (16%) და გერმანია (14%).

რუსები ქვეყნის მთავარ მოწინააღმდეგედ აშშ-ს თვლიან. აქამდე მტრების სიაში პირველ ადგილზე საქართველო იყო. შარშან საქართველოს რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგედ რესპონდენტთა 41%-ი მიიჩნევდა. ახლა საქართველო ამ სიაში 33%-ით მეორე ადგილს იკავებს.

ქვეყნებს შორის, რომლებიც რუსების აზრით, რუსეთის ფედერაციისადმი მტრულად არიან განწყობილნი, მოხვდნენ ლატვია (21%), ლიტვა (17%) და ესტონეთი (16%).

გამოკითხვა "ლევადა ცენტრმა" 23-27 მაისს ჩაატარა.

მომზადებულია newsru.co-ს მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა