სა­ა­კაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვილ­ზე ბო­ლო შე­ტე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა?

სა­ა­კაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვილ­ზე ბო­ლო შე­ტე­ვის­თვის ემ­ზა­დე­ბა?

იუ­რის­ტმა ლე­ვან ალა­ფიშ­ვილ­მა საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა. კერ­ძოდ, მი­სი თქმით, თუ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვა­და­ზე ად­რე გა­დად­გა, კონ­სტი­ტუ­ცი­ის სა­შე­მოდ­გო­მო მო­დე­ლი არა­სო­დეს ამოქ­მედ­დე­ბა.

მი­სი გან­მარ­ტე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვ­ლ­ი­ლე­ბებ­ში, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბი იზ­რდე­ბა, მი­თი­თე­ბუ­ლი­ა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ძა­ლა­ში შე­დის 2013 წლის ოქ­ტომ­ბრის მო­რი­გი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ფი­ცის და­დე­ბის დღი­დან. იუ­რის­ტის გან­ცხა­დე­ბით, თუ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვა­და­ზე ად­რე გა­დად­გა, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნორ­მა დარ­ჩე­ბა ქა­ღალ­დზე და არ ამოქ­მედ­დე­ბა. მი­სი­ვე თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე უნ­და გა­მო­აცხ­ა­დოს მო­რი­გი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის თა­რი­ღი, თუმ­ცა შე­უძ­ლია 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე გა­დად­გეს. ალა­ფიშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ არ­ჩე­ულ მომ­დევ­ნო პრე­ზი­დენტს იგი­ვე უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ექ­ნე­ბა, რო­გო­რიც დღე­ვან­დელ პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუტს აქვს. სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლო­ა, კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით და­იწყ­ოს მსჯე­ლო­ბა ახალ საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ­ზე, რად­გან საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატ გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილს გა­უ­ჭირ­დე­ბა იყოს წარ­მა­ტე­ბუ­ლი.

ალა­ფიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ერ­თა­დერ­თი სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის სა­კითხ­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრმა და კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა პრე­ზი­დენ­ტის პოსტზე სა­კუ­თა­რი კან­დი­და­ტუ­რა წა­მო­ა­ყე­ნოს. ამა­ვე დროს, ალა­ფიშ­ვი­ლი ვა­რა­უ­დობს, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს გა­დად­გო­მა ოპ­ტი­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში ჩა­ა­ყე­ნებს, რად­გან ასა­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­მო­მავ­ლოდ მას რჩე­ბა შან­სი, რომ პო­ლი­ტი­კა­ში დარ­ჩეს. იუ­რის­ტის გან­ცხა­დე­ბა სხვა მხრივაც სა­ყუ­რადღ­ე­ბოა: არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცი­ა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" პრე­ზი­დენ­ტის ვა­და­ზე ად­რე გა­დად­გო­მის სა­კითხი სე­რი­ო­ზუ­ლად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და. თუ ალა­ფაშ­ვი­ლი არ ცდე­ბა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში მარ­თლაც არის მსგავ­სი სქე­მა ჩა­დე­ბუ­ლი, არ არის გა­მო­რიცხ­უ­ლი, სა­ა­კაშ­ვილ­მა თა­ვი­სი გა­დად­გო­მით ივა­ნიშ­ვილს ბო­ლო დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნოს. მა­გა­ლი­თად, შე­საძ­ლო­ა, სა­ა­კაშ­ვი­ლი იმე­დოვ­ნებ­დეს, რომ მი­სი გა­დად­გო­მის შემ­თხვე­ვა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბა­ნაკ­ში დაბ­ნე­უ­ლო­ბა და­ი­სად­გუ­რებს, ივა­ნიშ­ვი­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­დატს შეც­ვლის ან თა­ვად იყ­რის კენჭს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის პოს­ტზე. თუმ­ცა, ასეც რომ იყოს, პრე­მი­ე­რის­თვის ეს არ იქ­ნე­ბა ისე­თი დარ­ტყმა, რომ ამან რა­ი­მე სე­რი­ო­ზულ პრო­ცე­სებს ჩა­უ­ყა­როს სა­ფუძ­ვე­ლი. ჯერ ერ­თი, ნაკ­ლე­ბად სა­ვა­რა­უ­დო­ა, პრე­მი­ერ­მა პრე­ზი­დენ­ტის პოს­ტზე მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რა შეც­ვა­ლოს - ეს არ იქ­ნე­ბა ლო­გი­კუ­რი. მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის ნდო­ბით სარ­გებ­ლობს და პრე­მი­ე­რის ფი­გუ­რი­დან და რე­ი­ტინ­გი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საფ­რთხე, რომ მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა "და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი თა­მა­ში" და­იწყ­ოს და "საქ­მეს თა­ვი ვერ გა­არ­თვას", არ არ­სე­ბობს. მე­ო­რეც - მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის ინი­ცი­რე­ბა და ქვე­ყა­ნა მა­ინც გა­და­ვა ახალ მო­დელ­ზე. ასე რომ, თუ სა­ა­კაშ­ვილ­მა 1-ელ აგ­ვის­ტომ­დე გა­დად­გო­მა გა­დაწყ­ვი­ტა, ამით პრო­ცე­სი მხო­ლოდ გა­ჭი­ა­ნურ­დე­ბა, არ­სე­ბი­თად კი არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა. თუ მოქ­მედ პრე­ზი­დენტს სურს, თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ვა­და­ზე ად­რე წას­ვლით სა­მო­მავ­ლოდ ქუ­ლე­ბი და­ი­წე­როს, ეს მი­სი საქ­მე­ა. ვნა­ხოთ, გა­მო­ეთხ­ო­ვე­ბა თუ არა სა­ა­კაშ­ვი­ლი ვა­და­ზე ად­რე საპ­რე­ზი­დენ­ტო კომ­ფორტს. ტო­ტა­ლი­ზა­ტორ­ზე ამა­ზე ფსო­ნე­ბი რომ იდე­ბო­დეს, ალ­ბათ, ასი­დან მხო­ლოდ ერ­თი შან­სი იქ­ნე­ბო­და.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა