"სააკაშვილმა თავისი შვილი გაუშვას ავღანეთში"

"სააკაშვილმა თავისი შვილი გაუშვას ავღანეთში"

პუბლიცისტი ირაკლი კაკაბაძე არც ისე დიდი ხანია საქართველოში დაბრუნდა, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს, ძველებურად იაქტიუროს. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ამერიკიდანაც ადევნებდა თვალ-ყურს და როგორც თავად ამბობს, ყველაფრის საქმის კურსშია... მას მაშინ ვესაუბრეთ, როდესაც პარლამენტის წინ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის მოთხოვნით აქცია მოაწყო და ვერც ამ თემას ავუარეთ გვერდი...

- იცით, ალბათ, რამდენად მძიმე იყო საქართველოში ჩემი ცხოვრება, ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო წავედი ამერიკაში, თუმცა იქაც მუდმივად ქართული ტკივილითა და პრობლემებით ვცხოვრობდი. სხვანაირად არც შემეძლო. ახლა ხშირად მეკითხებიან, რაში გრძნობ განსხვავებასო, რაზეც მეღიმება...

- რატომ?

- იმიტომ, რომ უკვე აღარ ვიცი, ოდესმე რეალური ცვლილება მოხდება თუ არა ქვეყანაში. ბოლო ცხრა წელი სააკაშვილის ხმის მეტი არაფერი გვესმოდა. მანამდე იყო მისი "მამობილი"... ლამის ოცი წელი საქართველოში ერთხმიანი სიმღერა ჟღერდა. არადა, ჩვენ, ქართველი საზოგადოება, მრავალხმიანობისთვის ვიბრძვით, რადგან ეს გენში გვაქვს... არც ეს ხელისუფლება განსხვავდება მათგან ბევრად. ბევრ საკითხში მსგავსებაც კი არის.

მწერალი ირაკლი კაკაბაძე პოლიტიკაში ჩართვას არ აპირებს, თუმცა საზოგადოებრივ აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდება და ბევრ რამეს გააპროტესტებს, როგორც ამას წინა ხელისუფლების პერიოდში აკეთებდა. რა თქმა უნდა, კარგია, რომ სააკაშვილის ტერორისტული და ძალადობრივი ეპოქა დასრულდა, მაგრამ რეალურად, ჩემთვის და სხვა, უბრალოდ ადამიანებისთვის არაფერი შეცვლილა. წამოდით, ერთად გავიდეთ ქუჩაში და ვიკითხოთ, რამდენი ადამიანის ცხოვრება გაუმჯობესდა. მხოლოდ ლაპარაკის დონეზე ცვლილებები არ გვაწყობს, შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს. ახალი მთავრობა საქმის კეთებაზე უნდა გადავიდეს და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე იფიქროს. სოციალური კუთხით ისევ გაჭირვებაა. ხალხს ელემენტარული ჯანდაცვისა და განათლების მიღების საშუალება არ აქვს და ამ სისტემებში რეფორმებია გასატარებელი. თავის მართლებაა, რომ ჯერ სამართლის აღდგენის პროცესი უნდა დასრულდეს. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. მაღალ პროფესიონალიზმს ვერც სამართალდამცავ სტრუქტურებში ვხედავ, არ ვიცი, ეს სუსტი კადრების ბრალია, თუ ისევ იმ სისტემიდან გადმოყოლილ კადრებს უნდა "ვუმადლოდეთ". ხალხი დაიღალა მუდმივი დაპირებებით. რეალური ცვლილებები სჭირდებათ, ოღონდ სიტყვით კი არა - საქმით.

- როგორ ფიქრობთ, რომელი სფეროდან უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ რადიკალური ცვლილებები?

- ყველა უწყებამ იქიდან უნდა დაიწყოს, რომელიც მას ეხება, რადგან ლოდინის დრო არ გვაქვს... უპირველესი ავღანეთიდან ჯარების გამოყვანაა, რადგან იქ ჩვენი ბიჭები სიკვდილ-სიცოცხლის ბეწვზე გადიან. მე ვფიქრობ, რომ ჩვენმა ჯარებმა ავღანეთი უნდა დატოვონ. არანაირი მიზეზი არ არსებობს, რომ ეს ოპერაცია გავაგრძელოთ.

- უკვე გადაწყდა, რომ ორი სამხედრო ბაზა იხურება და მათი ადგილსამყოფელი იცვლება.

- დიახ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კარგად მესმის, რომ ჯარების გამოყვანა ერთ დღეში არ მოხდება, მაგრამ ეს პროცესი უნდა დაიწყოს. ჩვენ არ უნდა ჩავებათ ისეთ ომში, სადაც უპილოტო თვითმფრინავები ანადგურებენ უდანაშაულო ბავშვებსა და ქალებს. "აისაფის" მისია, რომელსაც ე.წ. სამშვიდობოს უწოდებენ, სინამდვილეში არ არის სამშვიდობო მისია, ეს ბარბაროსობაა... ის ბოლო ტრაგედია რომ მახსენდება, ტკივილისგან გული მეკუმშება. ისედაც ემოციური კაცი ვარ და ბოლო შემთხვევამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. წლების წინ, ჩვენ ყველანი, ქართველ მოაზროვნე საზოგადოებას ვგულისხმობ, წინააღმდეგი ვიყავით საბჭოთა კავშირის მიერ ავღანეთში განხორციელებული საბრძოლო მოქმედებების. მაშინ ვამბობდით, რომ ეს უსინდისობა იყო. დღესაც იგივე ხდება და ახლაც მიმაჩნია, რომ ეს არის სრული უსინდისობა, ძალადობა, ბარბაროსობა. შედიხარ სხვის მიწაზე და მშვიდობის სახელით უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს ხოცავ. და მერე, მხოლოდ იმიტომ, რომ მეტი ძალაუფლება გაქვს და მსოფლიო, როგორც ცივილიზაციის პიკს, მეტ ანგარიშს გიწევს, გამოდიხარ და უსინდისოდ აცხადებ, რომ ეს არის სამშვიდობო მისია. სინამდვილეში, ჩემო ბატონებო, ეს არის ოკუპაცია. არის ავღანეთის ოკუპაცია და ეს ყველამ კარგად იცის. ბარაკ ობამამაც აღიარა ეს და თქვა, რომ მომავალ წელს ავღანეთიდან ამერიკის ჯარი გამოვა, რასაც ორივე ხელით მივესალმები.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია