"ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

"ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ნიკა მელიას ბრალი წარედგინა

რესტორან "ლა ტრუფეში" მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, ძველი თბილისის რაიონის გამგებელს, ნიკა მელიას ბრალი ხულიგნობის მუხლით წარედგინა.

როგორც მელიამ "რუსთავი 2"-ს განუცხადა, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. "ბრალი ხულიგნობის მუხლით, სამ ჩვენებაზე დაყრდნობით წამიყენეს. ეს ჩვენებები არის მაზიაშვილის, გიორგობიანის და იოსებ ბაკურაძის. ეს ხალხი ჩვენებაში ამბობს, რომ მე მათ ფიზიკურად გავუსწორდი. თუმცა, სრულიად საწინააღმდეგოს ამბობენ ჩვენებაში, ვიდრე ამ ორი თვის განმავლობაში საუბრობდნენ. ჩანდა, რომ გამომძიებელი ვერ იღებდა გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად და ის მითითებებს პროკურორისგან იღებდა, რომელიც გადაწყვეტილებებს კიდევ ზემოთ ათანხმებდა. ეს არის ნამდვილად პოლიტიკური დევნა", - აღნიშნა მელიამ.

მელიას ადვოკატის, გოგიტა გაბაიძის თქმით, აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს. "თუ ნიკა მელიას წარედგინა ბრალდება, მაშინ სხვა დანარჩენებს რატომ არ წაუყენეს? მათ შორის იმ ქალბატონს, რომლის მონაწილეობითაც უფრო იკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, ვიდრე მელიას მოქმედებით. ჩვენ შემდგომ გვექნება პრეტენზიები გამოძიებასთან. მიჩნდება შთაბეჭდილება, რომ პოლიტიკურ დევნასთან გვაქვს საქმე", - განაცხადა გაბაიძემ.

მელიას ბრალი ვაკე-საბურთალოს პირველ სამმართველოში წარედგინა, სადაც ის 6 საათის განმავლობაში, ადვოკატთან ერთად იმყოფებოდა. მელიამ სამმართველო უკვე დატოვა.

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე კლუბ-რესტორან "ლა ტრუფეში", "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებსა და კლუბში მყოფ რამდენიმე პირს შორის დაპირისპირება 11 მაისს მოხდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ