ეკა ბესელია - სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანების მიზეზები გაუგებარია

ეკა ბესელია - სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანების მიზეზები გაუგებარია

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიასთვის 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნის პროექტის თაობაზე სამოქალაქო საზოგადოების ერთი ნაწილის გაღიზიანების მიზეზები გაუგებარია.

ეკა ბესელია ხაზგასმით აცხადებს, რომ კომიტეტში მომზადებულია დასკვნის სამუშაო ვარიანტი. მისივე თქმით, დასკვნაზე მუშაობა გრძელდება და ამ პროცესში დოკუმენტში გარკვეული ცვლილებები შევა.

"მთლიანობაში ჩვენ ვგმობთ 17 მაისს მომხდარ ძალადობას. ძალადობა არის დანაშაული, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს და ვის მიმართაც არ უნდა იყოს ის მიმართული. მომხდართან დაკავშირებით საჭიროა რეაგირება, სათანადო გამოძიება და სწორედ ასეთია კომიტეტის რეკომენდაცია", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ეკა ბესელიამ.

დღეს სასტუმრო "რედისონთან" ეკა ბესელიას და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წინააღმდეგ აქცია იმართება.

"ჩვენი აქცია მიმართულია იმ ცინიზმის მიმართ, რომელსაც ეკა ბესელია და მისი კომიტეტი ავლენს. 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომ აქციის მიზანი პროპაგანდა იყო. სიტყვა - პროპაგანდა კონსტიტუციით საერთოდ არ არის განსაზღვრული. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ დღევანდელ აქციაზე უფლებადამცველების ნაცვლად მიწვეული ჰყავთ უფლებადამრღვევები", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია