"ჩვენ გამოგვივა" - ანუკი არეშიძემ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებისთვის საქველმოქმედო გამოფენა მოაწყო

"ჩვენ გამოგვივა" - ანუკი არეშიძემ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალებისთვის საქველმოქმედო გამოფენა მოაწყო

"ჩვენ გამოგვივა" - ამ სახელწოდების  პრეზენტაცია-კონფერენცია გუშინ ონკოლოგიური დაავადებების მქონე ქალბატონებისთვის გაიმართა. პროექტი "გამარჯვებულ ქალთა კლუბის" წევრებისთვის ხორციელდება და ის 15 ქალბატონისთვის არტ-თერაპიის კურსის დაფინანსებას ითვალისწინებს.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდნენ მთავრობის წევრები, სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია მედია "პალიტრაც". მხარდამჭერები პროექტში ჩართულობის საკუთარ მოტივებზე საუბრობდნენ.

პროექტის ფარგლებში რესტორან "ძველ ქალაქში" გამოფენა-გაყიდვაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო ანუკი არეშიძის, ირაკლი რუსაძის და ანა ჩანგიანის ნამუშევრები. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ სამომავლოდ პროექტში ონკოლოგიური პრობლემების მქონე მეტი ქალბატონი ჩაერთვება.

საქველმოქმედო პროექტს - "არტ-თერაპია ონკოლოგიური პრობლემის მქონე ქალებისთვის" - ერთობლივად ახორციელებენ დიზაინერი ანუკა არეშიძე და "ხელოვნების სახლი". პროექტის ფარგლებში ქალბატონებისთვის ტარდება არტ-თერაპიის სხვადასხვა კურსი, მათ შორის: თექის ხელოვნება, კონსტრუირება და თიხის ხელოვნება.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია