ლაშა ბაქრაძე: გულში რას მღეროდა ქალბატონი ბესელია, მე რა ვიცი?

ლაშა ბაქრაძე: გულში რას მღეროდა ქალბატონი ბესელია, მე რა ვიცი?

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს 17 მაისის ხელმოწერებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ. მისი თქმით, ხელმოწერებთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა საფუძვლიანი არ არის, რადგან ორგანიზატორებს ამის გაკეთების არავითარი ინტერესი არ ჰქონდათ...

- როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თქვით, ხელმოწერების შემოწმება პრიმიტიული მცდელობაა იმისა, რომ ისინი კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ. მაგრამ, მაგალითად, გიორგი გაბედავას ხელმოწერა გაყალბებული იყო და არა მარტო მისი. ამაზე რას იტყვით?

- მე მას არ ვიცნობ, მაგრამ გიორგი გაბედავამ, როგორც ჩანს, რამდენადაც მისთვის დამახასიათებელია, ხელმოწერები არ შეამოწმა და მოიტყუა, რადგან პროვოცირება უნდოდა. ჩვენ ამას მივხვდით, როცა გაბედავას ხელმოწერა ვნახეთ. იმ 12 000 ხელმოწერას შორის, რომელიც პარლამენტს გადავეცით, გაბედავა თავის თავს ვერ იპოვის! ძალიან ბევრი ხელმოწერა ზუსტად იმ მიზეზით წავშალე, რომ საეჭვოდ გვეჩვენა, ნამდვილი იყო თუ არა. 2 000-იდან 3 000-მდე ხელმოწერა ამოვიღეთ. ამის გამო ბევრი უკმაყოფილოც კი იყო, წერილებიც გამოაგზავნეს, სადაც ეწერა, რომ ისინი ნამდვილად აწერდნენ ხელს. აინტერესებდათ, სად გაქრა მათი ხელმოწერები.

- თქვენ ამბობთ, რომ ამჟამად ვერ აღმოვაჩენთ ისეთ ხელმოწერას, რომელიც ნამდვილი არ არის?

- ეს თეორიულად სრულიად დასაშვებია, მაგრამ ასეთი 0,01% რომ იყოს, ეს საერთო რაოდენობას დიდად ხომ არ ცვლის?

- რამდენიმე ადამიანის ხელმოწერის გაყალბებას უმნიშვნელოდ თვლით?

- სიტყვა "გაყალბება" ნიშნავს, რომ ორგანიზატორებს ხელმოწერების გაყალბებით რაღაც მიზანი აქვთ. მაგრამ, როდესაც გაბედავას მსგავსი ადამიანის ხელმოწერა ჩნდება, ხომ შეუძლებელია, ორგანიზატორების სურვილი იყოს?! ეს იმ ადამიანების სურვილია, რომელთაც უნდათ, ამასთან დაკავშირებით შემდგომ გნიასი ატეხონ. რაში გვჭირდებოდა მისი ხელმოწერა, როდესაც ვიცით, რომ 17 მაისს გაბედავა ქუჩაში ყიჟინით დარბოდა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია