"ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა" - ლალი მოროშკინას გადაწყვეტილი აქვს, სოფელში იცხოვროს

"ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა" - ლალი მოროშკინას გადაწყვეტილი აქვს, სოფელში იცხოვროს

"ლალი მოროშკინა გაქურდეს"- ამ ინფორმაციამ ერთბაშად მიიპყრო ყველას ყურადღება. ქალბატონ ლალისთან საუბარი ამ უსიამოვნო თემით დავიწყეთ და არანაკლებ მძიმე საკითხებზე მსჯელობით დავასრულეთ, თუმცა ეს არ არის გასაკვირი - ის ხომ სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველია:

- ქალბატონო ლალი, ამ ამბის გავრცელების შემდეგ ისიც თქვეს, ამნისტირებული პატიმრები გაქურდავდნენო.

- თითქმის დარწმუნებული, ვარ, რომ ეს ამნისტირებული პატიმრების ჩადენილი არ არის იმიტომ, რომ მე ძალიან დიდი წვლილი მიმიძღვის მათ გამოშვებაში და ყველა მადლობელია ჩემი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ყველა ძალიან დიდი მადლიერების გრძნობით მირეკავს, მირეკავენ მათი მშობლები. თუმცა, ათასობით პატიმარს შორის შესაძლოა ერთი-ორი უკმაყოფილოც იყოს. სულ ვამბობდი, რომ სოზარ სუბარმა ჩაიბარა ყველაზე მძიმე წარსულის მქონე სისტემა, ამ სისტემაში რაც უნდა კარგი გააკეთო, ერთი ცუდიც რომ მოხდეს, ყველაფერი წყალში ჩაიყრება, რაც უკვე არაერთხელ მოხდა.

- უფრო რომ დავაკონკრეტოთ, სად არის თქვენი აგარაკი?

- მცხეთის რაიონში, სოფელ ძეგვში. ალბათ იცით, რომ წარმოშობით რუსი ვარ და მინდოდა საქართველოში მიწა მქონოდა. ამიტომ, იქ შევიძინე პატარა ნაკვეთი და გადავწყვიტე, რომ იქვე ვიცხოვრო. თანასოფლელები, ჩემი მეზობლები ძალიან შეწუხებული არიან ამ ფაქტით, ყველა გვერდით მიდგას. ვინც ნამყოფია ჩემთან, კარგად იცის, რომ არც ძეგვის და არც თბილისის სახლში ანტიკვარები და ძვირფასი ნივთები ნამდვილად არა მაქვს, ყველაზე ძვირფასი იქ ჩემი შვილები არიან. ამ შემთხვევაში ლაპარაკი მორალურ ზიანზე უფროა, მით უმეტეს, რომ მე იქ ცხოვრებას ვაპირებ. სულ ვამბობ, რომ ვაკეში უკვე აუტანელი სიტუაციაა, შეუძლებელია ადამიანის ცხოვრება და დიდი სურვილი მაქვს სამსახურშიც მცხეთიდან ვიარო. ჩემი ხელფასით ნაყიდი ნებისმიერი აგურიც კი ჩემთვის ძალიან ღირებულია და ძალიან ვწუხვარ, რომ წაღებულია სამშენებლო მასალები, ნივთები, ტექნიკა, რის გამოც მშენებლობა გაჩერებულია.

- ადრე თქვენ ამბობდით, რომ სასჯელაღსრულების სისტემიდან წასვლას აპირებდით, შეიცვალა სიტუაცია, თუ გადაიფიქრეთ?

- სიტუაცია მართლა შეიცვალა და აგიხსნით რატომ: როდესაც ამ სისტემაში მოვედი, ციხეებში 25 ათასამდე პატიმარი იყო. ძალიან ცუდ პიროებებში მიწევდა მუშაობა: სახლში ყოველთვის ღამის სამ საათზე ვბრუნდებოდი, სისტემატურად მიწევდა დასწრება ოპერაციებზე - პატიმრები იმდენად იყვნენ შეშინებულნი, რომ მხოლოდ ჩემი თანდასწრებით იკეთებდნენ ოპერაციებს. ყოველდღე ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვიყავი და ეს იყო უმძიმესი ტვირთი, რის გამოც ლამის ნერვულ აშლილობამდე მივედი. შვილები უყურადღებოდ მყავდა მიტოვებული მთელი სამი თვის განმავლობაში, თანაც, უმცროსი 14 წლისაა და მას ახლა სჭირდება დედის ხელი. ამიტომ იყო პერიოდი, როცა ვფიქრობდი - ხომ არ ჯობდა შედარებით მსუბუქ სფეროში გადავსულიყავი, თუმცა დღეს მოხარული ვარ, რომ გადავწყვიტე და ბოლომდე დავრჩი იქ, სადაც ვარ.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია