უფლისციხეში ტურისტებზე უკანონო ბილეთებს ჰყიდიან

უფლისციხეში ტურისტებზე უკანონო ბილეთებს ჰყიდიან

უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის დათვალიერების მსურველებზე უკანონო ბილეთებს ჰყიდიან. ბილეთებში ბავშვებს 2 ლარს ახდევინებენ, უფროსებს კი ლარს. ამის შესახებ გაზეთ "ალიას" ექიმი და ჟურნალისტი გურამ შამანიდი ესაუბრა. მისი თქმით, ამ უკანონო საქმიანობის უკან მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი ზურაბ დასაღაშვილი დგას.

"25 წელია, სოფელ ქვახვრელში (გორის მუნიციპალიტეტი) ცხოვრობს ოჯახი, რომელიც ოფიციალურად ყვლეფს იქაურობას და ყველა დაშინებული ჰყავს. ესაა ზურაბ სადაღაშვილი, იქაური ნერონი და დიდი "ნაციონალი". ეს კაცი არის უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი. ბევრი ხალხი დადის ხოლმე ამ მონასტერში და ეს ადგილი სადაღაშვილმა კარლომ აქცია ფულის "ცეხად". კაცმა არ იცის, რა ბილეთებს ჰყიდდა და ის ფული სად მიდიოდა. ამ კარლომ გაუძლო ოთხ მთავრობას, მთელი 24 წელი იყო.

ამ ზურაბას აქვს "ლევი" ბილეთები და საღამოს ხუთი საათის მერე, სალარო რომ იხურება, თავად ყიდის იმ ბილეთებს. ახლა, არ გაინტერესებს, პრემიებს როგორ ანაწილებს?! ყველაზე ბევრი - თვითონ და ეს იცოდა კულტურის სამინისტრომ მაგრამ ეტყობა, მინისტრმა - არა და გაგიჟდა ოდიშარია. ადრე მანდ ექსკურსია 30 ლარი ღირდა. ახლა 15 ლარი ღირს და ის ბილეთი რომ მივუტანე, გამოყ...და მინისტრი, ეს რა არისო? ამასო პრინტერზე ამოვბეჭდავო. არც ბეჭედი, არც ნომერი, ფარატინა ბილეთი. მე რომ ვარ კულტურის სამინისტრო, მე არ უნდა დაგიბეჭდო ეს ბილეთები და დანომრილი აქტით არ უნდა ჩაგაბარო?

მონასტერი ღიაა ხუთ საათამდე და ხუთის შემდეგ რომ მიხვალ, სადაღაშვილი იმ ფულს, რასაც გადაგახდევინებს, ჯიბეში იდებს. ჩავატარე ასეთი რამე: წავიყვანე ჩემი შვილიშვილი და მისი კურსელები, ჩავაცვი "კანარეიკებივით", უბერავენ ბავშვები ინგლისურად და ექვსნი მივადექით ამ სადაღაშვილს - თითოზე 5 ლარი გადაგვახდევინა. არც ბილეთი და არც სალარო", - აცხადებს გურამ შამანიდი.

შამადინის თქმით, ამ ფაქტებთან დაკავშირებით ინფორმირებულია კულტურის სამინისტრო, თუმცა მათი მხრიდან ამ ამბავს ჯერჯერობით კონკრეტული ქმედებები არ მოჰყოლია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია