"ი­ვა­ნიშ­ვი­ლი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა"

"ი­ვა­ნიშ­ვი­ლი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში­ა"

"უ­მაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტმა და თსუ-ს რექ­ტორ ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის გა­დად­გო­მამ დი­დი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვი­ა. ამ სა­კითხ­ებ­ზე თა­ვად უნი­ვერ­სი­ტე­ტის აწ უკ­ვე რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ამ ცვლი­ლე­ბებს ორი პრობ­ლე­მა აქვს: ში­ნა­არ­სობ­რი­ვი და ის მე­თო­დი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც ეს ცვლი­ლე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნეს. რო­ცა ასე­თი სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია იმ ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბა, ვი­საც ეს ცვლი­ლე­ბე­ბი ეხე­ბა. ამი­ტომ სწო­რი და ჭკვი­ა­ნუ­რი იქ­ნე­ბო­და, თუ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო ამ ცვლი­ლე­ბებს უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გა­ნი­ხი­ლავ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ეს არ მოხ­და. მე­ტიც - კა­ნონ­პრო­ექ­ტის პა­რლა­მენ­ტში შე­ტა­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღის შემ­დეგ დაგ­ვი­ძა­ხეს სა­სა­უბ­როდ. შე­დე­გად მი­ი­ღეს ისე­თი კა­ნონ­პრო­ექ­ტი, რო­მელ­საც უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მაც კი არ და­უ­ჭი­რეს მხა­რი. ამას­თან, სრუ­ლი­ად გა­უ­გე­ბა­რი­ა, ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბამ­დე ერ­თი თვით ად­რე რა სა­ჭი­როა ეს ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­ცა შე­მოდ­გო­მის­თვის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ღე­ბა იგეგ­მე­ბა. კა­ნო­ნი ძა­ლა­ში აგ­ვის­ტო­დან შე­დის. რო­გორც ჩანს, სა­უ­ბა­რი და კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი არ ყო­ფი­ლა არა მარ­ტო ჩვენ­თან, არა­მედ არ ყო­ფი­ლა მათ­სა­ვე გუნ­დთან. რაც შე­ე­ხე­ბა ში­ნა­არსს, ამ მხრივ კა­ნონ­პრო­ექტს ძა­ლი­ან ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვს. ბევ­რი პუნ­ქტი და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ფაქ­ტე­ბის არ­ცოდ­ნა­ზე. ამ კა­ნონ­პრო­ექ­ტის ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მაა პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრის მი­ერ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის და­ნიშ­ვნა. ესეც ალ­ბათ, ინ­ფორ­მა­ცი­ის უქონ­ლო­ბის ან სა­კითხ­ის ზე­რე­ლედ შეს­წავ­ლის ბრა­ლი იყო. რო­გორც თვი­თონ ამ­ბო­ბენ, რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს ად­რე პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავ­და, ახ­ლა კი პრე­მი­ერ­-მი­ნის­ტრი და­ნიშ­ნავს და დი­დი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქ­ვსო - ეს ასე­ვე არას­წო­რი­ა. ჩე­მი წი­ნა­მორ­ბე­დი რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი აკა­დე­მი­ურ­მა საბ­ჭომ აირ­ჩი­ა, ისე­ვე რო­გორც მე. არა­ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს პრე­მი­ერ­-მი­ნისტრს. დი­დი და სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა ისიც, რომ დოქ­ტო­რანტს აღარ შე­უძ­ლია ლექ­ცი­ე­ბი წა­ი­კითხ­ოს. არა­და, მარ­ტი­ვი ლო­გი­კა­ა: თუ გაქვს დოქ­ტო­რის წო­დე­ბა, გსურს უნი­ვე­რსი­ტეტ­ში ლექ­ცი­ე­ბი წა­ი­კითხო და ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რის წო­დე­ბა მი­ი­ღო, ვერ გა­ა­კე­თებ ამას, თუ არ გაქვს ლექ­ცი­ე­ბის წა­კითხ­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა და, ამ­დე­ნად, ვე­რას­დროს გახ­დე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი. ალ­ბათ, ამ სა­კითხ­შიც კარ­გად ვერ გა­ერ­კვივნენ, ისე შე­ად­გი­ნეს კა­ნონ­პრო­ექ­ტი.

- პირ­ვე­ლად ვნა­ხე საქარ­თვე­ლოს უახ­ლეს ის­ტო­რი­ა­ში მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი ამ­ხე­ლა დად­გე­ნი­ლე­ბის პა­კე­ტი, ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რომ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლიყო.

- ეს არ ჰგავს იუ­რის­ტის და­წე­რილ კა­ნონ­პრო­ექტს. უამ­რავ კითხ­ვას აჩენს, რო­მელ­ზეც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა პა­სუ­ხობს, ეს არ გვი­გუ­ლის­ხმი­ა­ო. რო­გორც ჩანს, ასე­თი საქ­მის წარ­მო­ე­ბის ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა არ აქვთ.

არ მგო­ნი­ა, ამ კა­ნონ­პრო­ექ­ტში რა­ი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ქვე­ტექ­სტი იყოს, თუმ­ცა ასე ჩანს. 54 ასის­ტენ­ტ-პრო­ფე­სო­რი დოქ­ტო­რან­ტია უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და ჩვენ ისი­ნი უნ­და გა­ვუშ­ვათ. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან ბევ­რი გა­ნაწყ­ე­ნე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი­ა, ვი­საც პრო­ფე­სო­რის ხა­რის­ხი აქვს, მო­ითხ­ოვს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნას. ალ­ბათ, ეს მათ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში შე­მო­საბ­რუ­ნებ­ლად კეთ­დე­ბა.

მი­მაჩ­ნი­ა, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მით ყვე­ლა­ზე დი­დი სას­პე­კუ­ლა­ციო თე­მა მოვ­ხსე­ნი: ვე­რა­ვინ იტყ­ვის, ამ კაცს ხა­რის­ხი არა აქვს და რექ­ტო­რო­ბის უფ­ლე­ბაც არა აქ­ვსო. ვე­თან­ხმე­ბი, რომ რექ­ტო­რის­თვის ხა­რის­ხი აუ­ცი­ლე­ბე­ლი­ა, რად­გან ეს არის სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კა. თუმ­ცა ასე მარ­ტი­ვად არ უნ­და იყოს და მმარ­თვე­ლის პო­ზი­ცი­ი­დან რექ­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ფა­სე­ბი­სას სხვა კრი­ტე­რი­უ­მე­ბიც უნ­და არ­სე­ბობ­დეს.

- წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას უნი­ვერ­სი­ტეტ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კის გა­ტა­რე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ. "ცოდ­ნის ტა­ძარ­ში" პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე არა­ერ­თი ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მომ­ხდა­რა და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რა­დაც კი უს­წორ­დე­ბოდ­ნენ სტუ­დენ­ტებს. თქვენ კი მუდ­მი­ვად გაკ­რი­ტი­კებ­დნენ იმის გა­მო, რომ ამ ინ­ცი­დენ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა მი­მართ შე­სა­ბა­მი­სი ზო­მე­ბი არას­დროს მი­გი­ღი­ათ, რად­გან მათ მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მფარ­ვე­ლობ­და...

- სტუ­დენ­ტურ თვით­მმარ­თვე­ლო­ბას ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხით დღე­საც ჰყავს ძა­ლი­ან კარ­გი მფარ­ვე­ლი, ამ მხრივ არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ არის ერ­თგვა­რო­ვა­ნი ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც თა­ვის აზრს გა­მო­ხა­ტავს. აქ არის ძა­ლი­ან ბევ­რი რო­გორც პრო­ფე­სი­უ­ლი, ასე­ვე პო­ლი­ტი­კუ­რი კლუ­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა რე­ა­გი­რე­ბას იმ კონ­ფლიქ­ტებ­ზე, რომ­ლე­ბიც ფი­ზი­კურ და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და, უნი­ვერ­სი­ტე­ტი არ არის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნო, მას არა აქვს პო­ლი­ცი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის წარ­მო­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ერ­თა­დერ­თი, რაც შე­უძ­ლი­ა, ეს არის, აღ­კვე­თოს და­ნა­შა­უ­ლი და მე­რე პატ­რულს სთხო­ვოს გა­მო­ძი­ე­ბა. პატ­რუ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა კი ის სა­ფუძ­ვე­ლი­ა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უნ­და იმოქ­მე­დოს. პო­ლი­ცი­ამ ეს გა­მო­ძია იმ დო­ნე­ზე, რამ­დე­ნა­დაც საჭიროდ ჩათ­ვა­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­ვითხ­ო­ვეთ, ჩვენ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მიგ­ვი­ღი­ა. ასე ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ პო­ლი­ცი­ამ. სტუ­დენ­ტე­ბის მო­ნათხ­რო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მე ვე­რა­ვის გა­ვაგ­დებ და გავ­რიცხ­ავ. სამ­წუ­ხა­როდ, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ყო­ველ­თვის ხდე­ბა სხვა­დას­ხვა კონ­ფლიქ­ტი. ეს შემ­თხვე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით ხაზ­გას­მუ­ლი იყო იმი­ტომ, რომ მას­ში თვით­მმარ­თვე­ლო­ბა მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

ცო­ტა ხნის წინ, რო­ცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ძა­ლი­ან ცხე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პე­რი­ო­დი იყო (პრე­ზი­დენ­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მოს­ვლის პა­რა­ლე­ლუ­რად უნი­ვერ­სი­ტე­ტის ეზო­ში სტუ­დენ­ტთა საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია მო­ეწყ­ო), ერ­თ-ერ­თი სტუ­დენ­ტი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის ბრალ­დე­ბით პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. ახ­ლა მე გე­კითხ­ე­ბით: ამის გა­მო ის უნ­და გა­მეგ­დო უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან? რო­ცა ჩემს კა­ბი­ნეტ­ში 2011 წლის 15 აპ­რი­ლის ინ­ცი­დენ­ტის შე­დე­გად და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ვთხო­ვე, და­ე­წე­რათ გან­ცხა­დე­ბა, ეთა­ნამ­შრომ­ლათ პო­ლი­ცი­ას­თან და ეთ­ქვათ, რა მოხ­და, ჩვენ კი ყვე­ლა­ნა­ი­რად და­ვუდ­გე­ბო­დით გვერ­დში, და­ზა­რა­ლე­ბულ მხა­რეს მა­ინ­ცდა­მა­ინც დი­დი აქ­ტი­უ­რო­ბა არ გა­მო­უ­ჩე­ნი­ა. არ გა­აგ­რძე­ლეს ეს საქ­მე და, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ვი­ღა­ცამ რა­ღაც თქვა, ამის სა­ფუძ­ველ­ზე ზო­მებს ვერ მი­ვი­ღებ­დი.

- თქვენ­მა წი­ნა­მორ­ბედ­მა გია ხუ­ბუ­ამ გა­ნაცხ­ა­და, რომ წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მას­ზე ზე­მოქ­მე­დებ­და: გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი მი­თი­თე­ბებს აძ­ლევ­და და რო­ცა ამ მი­თი­თე­ბებს არ და­ე­თან­ხმა, გა­დად­გო­მა აი­ძუ­ლა. თქვენ მი­მარ­თაც ხომ არ ყო­ფი­ლა მუ­ქა­რა, ზე­მოქ­მე­დე­ბა, მი­თი­თე­ბე­ბი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ში­და­საქ­მი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- მე შე­მიძ­ლია სუფ­თა სინ­დი­სი­თა და სა­ღი გო­ნე­ბით გითხ­რათ, რომ არა­ვის - არც დი­მა შაშ­კინს, არც გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­სა და არც მათ მო­ად­გი­ლე­ებს არა­ნა­ი­რი მი­თი­თე­ბა არ მო­უ­ცი­ათ. არა­ნა­ი­რი ზა­რე­ბი არ ყო­ფი­ლა, არც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­­ბებ­ში და არც ახ­ლა. ძა­ლი­ან ძნე­ლია ამის გა­კე­თე­ბა, რად­გან რო­ცა უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ასე­თი რამ ხდე­ბა, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში სა­ჯა­როვ­დე­ბა. ერ­თი ასე­თი პრე­ცე­დენ­ტის დაშ­ვე­ბაც კი ნიშ­ნავს, რომ მე­რე ყვე­ლა­ფე­რი ასე გა­კეთ­დე­ბა.

- მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ტი­ვით თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრალ­დე­ბის გა­მო, არ­ჩევ­ნებ­ამდე უნი­ვერ­სი­ტე­ტი ბევ­რჯერ გა­ეხ­ვია სკან­დალ­ში...

- ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. მაგ­რამ პრო­ფე­სო­რის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან ასე არ ხდე­ბა რა თქმა უნდა, თუ ვინ­მე რა­ი­მე და­ნა­შა­ულს არ ჩა­ი­დენს. ყვე­ლას აქვს კონ­ტრაქ­ტი, რომ­ლის ვა­დის გას­ვლის შემ­დეგ ფორ­მდე­ბა ახა­ლი. პრაგ­მა­ტუ­ლად რომ შევ­ხე­დოთ, რა ინ­ტე­რე­სი ექ­ნე­ბო­და უნი­ვერ­სი­ტეტს, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ე­ღო და წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კუ­რად აქ­ტი­უ­რი წევ­რე­ბის­თვის სტა­ტუ­სი შეე­ჩე­რე­ბი­ნა, რო­ცა შე­იძ­ლე­ბო­და, პრო­ფე­სუ­რის შე­სარ­ჩე­ვი კონ­კურ­სი არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა? რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი ვერ გა­ვი­და ამ კონ­კურ­სში. მგო­ნი, სა­მი, ზუს­ტად არ მა­ხსოვს. მაგ­რამ გა­ვი­და ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თიც, ვი­საც სხვა პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი ჰქონ­და. მა­შინ 300-ზე მეტ ად­გილ­ზე იყო კონ­კურ­სი გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი და ად­გი­ლე­ბიც კი დარ­ჩა. ჯერ ერ­თი, ალო­გი­კუ­რი­ა, ამ­ხე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის წინ ასე­თი რამ გა­ა­კე­თო. ეს იქ­ნე­ბო­და პო­ლი­ტი­კუ­რი უნი­ა­თო­ბა და უტ­ვი­ნო­ბა. მე­ო­რეც - ასე­თი რამ არ მომ­ხდა­რა. მა­გა­ლი­თად, თუ იმ კონ­ტექ­სტში გან­ვი­ხი­ლავთ, რომ ეკო­ნო­მი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე კონ­კურ­სში ვერ გა­ვი­და ნო­დარ ხა­დუ­რი, იმა­ვე კონ­კურ­სში ასე­ვე ვერ გა­ვი­და ბა­ტო­ნი მეს­ხი­ა, რო­მე­ლიც წი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტის თავ­მჯდო­მა­რე იყო. იგი­ვე გია ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი, გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძე, გია დვა­ლი და სხვა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის მქო­ნე პი­რე­ბი უპ­რობ­ლე­მოდ გა­დი­ოდ­ნენ კონ­კურ­სებ­ში. მათ­თვის პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ას სა­ერ­თოდ არ შე­უშ­ლია ხე­ლი.

- რო­დის­თვის ტო­ვებთ უნი­ვერ­სი­ტეტს?

- 16 აგ­ვის­ტოს აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭო აირ­ჩევს ჩემს შემ­ცვლელ რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელს. მას ძა­ლი­ან მშვიდ გა­რე­მო­ებაში გა­და­ვა­ბა­რებ საქ­მეს და წა­ვალ. ვა­პი­რებ, დავ­ნერ­გო ისე­თი პრაქ­ტი­კა, რო­დე­საც საქ­მის გა­და­ბა­რე­ბა მშვი­დო­ბი­ან ვი­თა­რე­ბა­ში ხდე­ბა და ახალ კადრს აქეთ­-ი­ქით სირ­ბი­ლი არ მო­უ­წევს საქ­მე­ებ­ში გა­სარ­კვე­ვად. იმ შე­უ­რაცხ­ყო­ფის ფონ­ზე, რა­საც აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს აყე­ნე­ბენ, მე არ შე­მეძ­ლო რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე დარ­ჩე­ნა და მი­ვი­ღე პრინ­ცი­პუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, გა­დავ­მდგა­რი­ყა­ვი. სხვა­თა შო­რის, აკა­დე­მი­ურ საბ­ჭოს ის პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი აკ­რი­ტი­კე­ბენ, ად­რე 170-კა­ცი­ა­ნი აკა­დე­მი­უ­რი საბ­ჭოს წევ­რე­ბი რომ იყ­ვნენ და ჯა­ბა იო­სე­ლი­ა­ნი აირ­ჩი­ეს, და რო­მე­ლი საბ­ჭოც ყვე­ლა სა­კითხ­ზე გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბას 170 ხმით იღებ­და.

მა­რი ონე­ზაშ­ვი­ლი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა