"თბი­ლის­ში 1200 შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბი და­დის"

"თბი­ლის­ში 1200 შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბი და­დის"

ყვი­თე­ლი სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით მგზავ­რო­ბა თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის არ­ცთუ კომ­ფორ­ტუ­ლი­ა. ხში­რად მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბი ისე გა­დატ­ვირ­თუ­ლი­ა, მგზავ­რებს იქ ას­ვლაც უჭირთ. ზო­გი­ერ­თი მძღო­ლი მგზავ­რებს მა­ში­ნაც უჩე­რებს, რო­ცა ტრან­სპორ­ტი გა­და­ჭე­დი­ლი­ა. "თბი­ლი­სის მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სის" სა­იტ­ზე ვკითხ­უ­ლობთ, რომ სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ში 5 ადა­მი­ა­ნის ფეხ­ზე დგო­მა სრუ­ლი­ად და­საშ­ვე­ბი­ა. სხვა­თა შო­რის, რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და კი­დეც ინ­ფორ­მა­ცი­ა, თით­ქოს 5 ადა­მი­ან­ზე მე­ტის ფეხ­ზე დ­გო­მა აიკ­რძა­ლე­ბო­და. თუმ­ცა არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ამ სა­კითხ­ებ­ზე საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფ­რთხო­ე­ბის ექ­სპერ­ტი შალ­ვა ოგ­ბა­ი­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ეს მხო­ლოდ მცი­რე­დი ნა­წი­ლია იმ პრობ­ლე­მე­ბი­სა, რაც, ზო­გა­დად, ამ სფე­რო­ში დაგ­როვ­და. ქა­ლა­ქის მე­რი­ის სამ­სა­ხუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის მა­ღა­ლი ხა­რის­ხით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მე­რია არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის შე­კითხ­ვებს ან არ პა­სუ­ხობ­და, ან­და ამ პა­სუ­ხე­ბი­დან დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა ჭირ­და. სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბის მი­ერ მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი სა­კითხ­ის მო­წეს­რი­გე­ბა ხდე­ბა შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით, რომ­ლე­ბიც ჩვენ­გა­ნაა დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი და დღე­საც მოქ­მე­დებს. სხვა­თა შო­რის, ისე­თი ტი­პის ტრან­სპორტს, რო­გო­რიც სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი­ა, უნ­და ჰქონ­დეს სა­თა­და­რი­გო გა­სას­ვლე­ლი, ჩვენს მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში კი სა­ა­ვა­რიო გა­სას­ვლე­ლი და­ლუ­ქუ­ლი­ა. არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი კითხ­ვის ნი­შა­ნი, რომ­ლებ­საც პა­სუ­ხი მას შემ­დეგ გა­ე­ცე­მა, რაც მე­რი­ის მუ­შა­ო­ბა ამ სფე­რო­ში სა­ჯა­რო და გამ­ჭვირ­ვა­ლე გახ­დე­ბა. ნე­ბის­მი­ერ სა­კითხს, რო­მე­ლიც ტრან­სპორ­ტთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, გა­ე­რო თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლუ­რი კონ­ვენ­ცი­ით, რე­გუ­ლა­ცი­ე­ბით გან­საზღ­ვრავს. კერ­ძოდ, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს 52-ე და 36-ე მუხ­ლე­ბი, სა­დაც მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია 22 ად­გი­ლამ­დე ტე­ვა­დო­ბის მქო­ნე სამ­გზავ­რო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სი სწო­რედ 22 ადა­მი­ანს იტევს. არ­სად არ წე­რი­ა, რომ ასეთ მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში მგზავ­რე­ბის ფეხ­ზე დგო­მით გა­დაყ­ვა­ნა ნე­ბა­დარ­თუ­ლი იყოს. გა­უ­გე­ბა­რი­ა, 5 ადა­მი­ა­ნის ფეხ­ზე დგო­მის დაშ­ვე­ბა რა შე­თან­ხმე­ბას ეყ­რდნო­ბა და ვის მი­ერ არის გან­საზღ­ვრუ­ლი, მაგ­რამ ის კი უდა­ვო­ა, რომ მიკ­რო­ავ­ტო­ბუს­ში მძღოლს და მგზავ­რებს უსაფ­რთხო­ე­ბის ღვე­დე­ბი უნ­და ჰქონ­დეთ შეკ­რუ­ლი და რომ ტრან­სპორ­ტში ადა­მი­ა­ნე­ბის ფეხ­ზე დგო­მა უსაფ­რთხო­ე­ბის წე­სე­ბის უხე­ში დარ­ღვე­ვა­ა. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, ბომ­ბზე სი­ა­რუ­ლი­ა, რო­მე­ლიც კარგს არა­ფერს მო­ი­ტანს. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გეტყ­ვით, რა საფ­რთხე შე­იძ­ლე­ბა შე­იქ­მნას მოძ­რა­ო­ბის დრ­ოს: მკვეთ­რი და­მუხ­რუ­ჭე­ბის ან შე­ჯა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მჯდო­მა­რე მგზავ­რებს დი­დი შან­სი აქვთ, თა­ვი­ანთ სა­ვარ­ძლებ­ში დარ­ჩნენ ან მცი­რე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღონ, ფეხ­ზე მდგო­მი ადა­მი­ა­ნე­ბი კი შე­საძ­ლო­ა, სე­რი­ო­ზუ­ლად და­შავ­დნენ.

- რა უნ­და გა­კეთ­დეს სი­ტუ­ა­ცი­ის გა­მო­სას­წო­რებ­ლად?

- ჩვენ ნებ­სით თუ უნებ­ლი­ეთ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვე­ხე­ბით ყვი­თე­ლი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სე­ბის ტენ­დე­რის პი­რო­ბებს, და­ვალთ იმ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მძღოლ­სა და დამ­ქი­რა­ვე­ბელს შო­რის არ­სე­ბობს. თან­ხის ამო­ღე­ბის ერ­თა­დერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა მძღო­ლე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი მგზავ­რე­ბის აყ­ვა­ნა­ა. რო­გორ უნ­და გა­მოს­წორ­დეს? და­ვუშ­ვათ, არ შე­იძ­ლე­ბა, რომ 5 მგზავ­რზე მე­ტი ფეხ­ზე იდ­გეს. ამას ვინ ამოწ­მებს? პი­რა­დად მე მი­ნა­ხავს, რომ 5-ზე მე­ტიც ყო­ფი­ლა. ვინ აკონ­ტრო­ლებს ამას? ფაქ­ტობ­რი­ვად, სფე­რო, რო­მე­ლიც ჩვენს სი­ცოცხ­ლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას ეხე­ბა, ბე­დის ანა­ბა­რაა მიშ­ვე­ბუ­ლი. კი­დევ ვი­მე­ო­რებ, თბი­ლის­ში 1200 შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ბომ­ბი და­დის. ღმერ­თმა ყვე­ლა და­ი­ფა­როს, მაგ­რამ ეს ასე­ა.

- გა­მო­სა­ვალს რა­ში ხე­დავთ?

- გა­მო­სა­ვალს ვხე­დავ ისე­თი ად­გი­ლობ­რი­ვი მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩე­ვა­ში, რო­მე­ლიც მზად იქ­ნე­ბა ჩემ­თან და თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის და ხალხს კი არ მო­უხ­დე­ბა ამ ყვე­ლა­ფერ­ზე მკითხ­ა­ო­ბა, არა­მედ კონ­კრე­ტულ კითხ­ვებ­ზე მათ­გან კონ­კრე­ტულ პა­სუ­ხებს მი­ი­ღებს.

ეკა აბაშიძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია