თინა ხიდაშელი არასამთავრობოებს - როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ

თინა ხიდაშელი არასამთავრობოებს - როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, "აბსოლუტურად არ ესმის" იმ არასამთავრობო ორგანიზაციების პროტესტის, რომლებმაც შს სამინისტრო კადრების ნახვამდე დატოვეს.

როგორც თინათინ ხიდაშელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", საკუთარ გვერდზე წერს, მას სურს შეეხმიანოს "მის მეგობარ უფლებადამცველებს", ვინც სხდომა დატოვა.

"მათ წინასაწარ იცოდნენ, რომ კადრები უნდა ენახათ და წავიდნენ შეხვედრაზე. არ უნდოდათ ამ ვიდეოების ნახვა, ეს მათ ნებაა. მე დღემდე არ მინახავს ციხის კადრები. ეს არ არის საინტერესო, ეს ადამიანის პირადი არჩევანია. მაგრამ ადამიანის უფლებების დამცველს მისი საქმიანობის განმავლობაში წესით ბევრი რამ უნდა ჰქონდეს ნანახი. ზოგი თავად მსხვერპლის მოტანილი და ზოგიც სხვების მიერ ნდობიდან გამომდინარე მიტანილი. მე ბოლო 20 წლის განმავლობაში უამრავი ასეთი რამ მინახავს და ეს ჩემი სამსახური იყო. უნდა მენახა, საკუთარი თვალით უნდა მენახა, იმისთვის, რომ დარწმუნებული ვყოფილიყავი. ეს სამსახურია ასეთი მეგობრებო, თქვენი ნებაყოფლობითი არჩევანია. როდესაც სახელმწიფო აწამებს, აუპატიურებს, სცემს, ეს თქვენ უნდა იცოდეთ, ეს უნდა მოიკვლიოთ, უნდა გამოიძიოთ, ამაზე პასუხისმგებლობისთვის უნდა იბრძოლოთ. როდესაც წლების წინ ჩემთვის სრულიად უცნობმა ადამიანმა პოლიციიდან ფოტოები მომიტანა, სადაც დაახლოებით ანალოგიური რამ იყო აღბეჭდილი, მაინტერესებს, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, მსხვერპლის ნებართვა უნდა მეთხოვა, ხელი უნდა ამეფარებინა თვალებზე, უნდა დამეხია? მაშინ ხომ სწორედ ასე გავიგეთ რა ხდებოდა პოლიციის დაწესებულებებში?!

აბსოლუტურად არ მესმის თქვენი პროტესტი. თუ ისედაც იცით და არ გჭირდებათ დარწმუნება, ეს სხვა საკითხია, ოღონდ ეს შესაბამისად უნდა ითქვას. შეხვედრა დატოვეთ. არაფერი გინახავთ, მერე კომენტარები გაკეთდა, მე არ მინახავს, მაგრამ მითხრეს იდენტიფიცირებადი იყოო. მითხრესო?! ასე მითხრესო არ არის სერიოზული, არ არის სერიოზული!!!! იმაზე უნდა წუხდეთ, რომ თქვენ არ გაგანდეს თავის დროზე ეს საშინელებები, თქვენამდე ვერ ან არ მოიტანეს. თუ არ გეცოდინებათ, თუ შესაძლებლობა გაქვთ და არ იყენებთ, რომ საკუთარი საქმე აკეთოთ, მაშინ ხვალ და ზეგ როგორ უნდა შეასრულოთ თქვენი ფუნქცია?!. ისევ მითხრესო!!!!!", - წერს თინათინ ხიდაშელი.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა