ქეთი დოლიძე: დარწმუნებული ვარ, მიშა ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა

ქეთი დოლიძე: დარწმუნებული ვარ, მიშა ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა

19 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალა აჩვენეს. ადამიანთა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეომასალა რეჟისორ ქეთი დოლიძეს არ უნახავს, თუმცა იგი ამტკიცებს, რომ ისედაც კარგად იცოდა, რაც ხდებოდა ქვეყანაში და როგორც სჩვევია, თავის რადიკალური დამოკიდებულების გამოხატვას ყოფილი მაღალჩინოსნების მიმართ არც ახლა ერიდება...

- საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა გუშინ და შეშფოთება გამოთქვა? - დღესაც რომ პრეზიდენტია და დაწანწალებს აქეთ-იქეთ, შეიძლება ქვეყანაში ასეთი ამბები ხდებოდეს და პრეზიდენტმა არ იცოდეს?! დარწმუნებული ვარ, რომ სააკაშვილი ამ ყველაფერს უყურებდა და პათოლოგიურად ტკბებოდა.

- არა მხოლოდ პრეზიდენტი, ვანო მერაბიშვილიც აღშფოთებულია...

- რას ლაპარაკობთ, ვანო მერაბიშვილი აღშფოთდა!?... საცავებში შეიძლება კიდევ უარესი რამეები იმალება, ვიდრე ჩვენ ვიცით. სააკაშვილის და მერაბიშვილის გარეშე ფოთოლი არ ვარდებოდა ხიდან და შეშფოთება გამოთქვეს მაგ უსინდისოებმა?! ჩვენ გასტროლებით რომ ვიმყოფებოდით პარიზში, იქედან დოკუმენტურად ვიცი, თუ სად ცხოვრობდნენ ვანო მერაბიშვილის ცოლი და მისი დაქალები. გადასარევად ვიცი, ათვარსკვლავიან სასტუმროებში და რესტორნებში რა დროსაც ატარებდნენ. თაკო სალაყაია, ახლა რომ მოკრძალებით იქცევა. სადაც უნდოდა იქ "გრიალებდა". მთელი ევროპა ჰქონდა თავზე წამოცმული და რასაც უნდოდა იმას სჩადიოდა. ახლა მიდის მსჯელობა, კადრები უნდა ნახოს თუ არა საზოგადოებამ. რას ქვია, არ ვნახოთ?! - ჩემ ნერვებს უფრთხილდებიან? საქართველოში უამრავი ხალხია, რომლებიც ტვინგადმობრუნებული არიან და წინა ხელისუფლების გულშემატკივრები. მათ დასანახად უნდა გავიდეს ეს კადრები, - ერთბაშად ვინმეს გრძნობები არ შეილახოს რა!.. როდესაც ჩირქია ორგანიზმში, მას მხოლოდ ქირურგიული ჩარევა შველის!

- რატომ ხართ დარწმუნებული რომ მაღალჩინოსნებმა იცოდნენ რაც ხდებოდა?

- დარწმუნებული ვარ!... რა თქვენ გჯერათ, რომ ეს უშიშროების საბჭოს მდივანმა - გიგა ბოკერიამ, ან თუნდაც მისმა პათოლოგიურმა ცოლმა - თამარ ჩერგოლეიშვილმა არ იცოდნენ ამ კადრების შესახებ!? ჩერგოლეიშვილი ახლა რომ მოჩვენებით ხან სააკაშვილს ლანძღავს და ხან ვის, ამისიც გჯერათ ალბათ. ბოკერია და მისი ცოლი ერთ სულ და ერთ ხორც არიან, ზუსტად ერთნაირები და თურმე ამ ქალმა არ იცოდა არაფერი?! თუ ეს ხალხი სამაგალითოდ არ დაისაჯა, საქართველოში მსგავსი რამ ყოველთვის განმეორდება... ერთი რამ კი ხაზგასმით დაწერეთ! - გვეყოფა ჩვენ ვიღაცეებთან მორიდება. როგორც შენ დააყენებ შენს საქმეს, მაგიდაზე მუშტს დაკრავ და იტყვი, ჩემს ქვეყანაში ასე უნდა ვიცხოვრო, ისეთს მიგიღებს ამერიკაც და ყველა სახელმწიფოც. არავინ არ უნდა მასწავლოს მე როგორ ვიცხოვრო, რადგან თვითონ უკეთესად ვერ იქცევიან. არავინ მჭირდება ჩემს ქვეყანაში მაკონტროლოს, როგორ ვიცხოვრო!

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია