მამუკა გიორგაძე - "ევროპელებსა და ამერიკელებს "ქართული ოცნება" რომ არ გაეკრიტიკებინათ, ამ კადრებზე ხმასაც არ ამოიღებდნენ?"

მამუკა გიორგაძე - "ევროპელებსა და ამერიკელებს "ქართული ოცნება" რომ არ გაეკრიტიკებინათ, ამ კადრებზე ხმასაც არ ამოიღებდნენ?"

სახალხო პარტიის ლიდერი მამუკა გიორგაძე ხელისუფლებისგან სამეგრელოში აღმოჩენილ სამალავში ნაპოვნი ფარული ჩანაწერების განსაჯაროებას მოითხოვს და ამბობს, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს სიმართლე.

- ბატონო მამუკა, რატომ მიიჩნევთ აუცილებლობად სამეგრელოში აღმოჩენილი კადრების გასაჯაროებას, არ ფიქრობთ, რომ ამით ადამიანების უფლებები დაირღვევა?

- ძალიან ადვილი შესაძლებელია კადრების ისე გავრცელება, რომ მსხვერპლის იდენტიფიცირება არ მოხდეს. რაც შეეხება დამნაშავეებს, მათ უნდა იცნობდეს საზოგადოება და შესაბამისადაც უნდა დაისაჯონ. კაცების გაუპატიურება ამაზრზენია და ამ დანაშაულის ჩამდენები, თუ დამკვეთები დაუსჯელები არ უნდა დარჩნენ. თუ ხელისუფლება კადრებს არ გაასაჯაროვებს და დამნაშავეებს არ დასჯის, საზოგადოებაში ეჭვის სერიოზული საფუძველი გაჩნდება და ეს ამბავი მმართველ გუნდს ძალიან ცუდად შემოუბრუნდება.

- რა ეჭვს გულისხმობთ?

- იმას, რომ ეს ამაზრზენი ფაქტები პოლიტიკური ბრძოლის შემადგენელი ნაწილია, ეს ტრაგედია გამოყენებულია პოლიტიკური კონიუნქტურისა და ახალი მონოპოლიზებული სისტემის შექმნისათვის. როგორც ჩანს, "ქართულ ოცნებას" სურს, რომ ქვეყანაში მთავარი პოლიტიკური ოპონენტი, ყველაზე ძლიერი ოპოზიცია "გასვრილი" იყოს და ამის ფონზე თავად შეინარჩუნოს ძალაუფლება.

- რა გაძლევთ ამის ფიქრის საფუძველს?

- წესით, ხელისუფლებას ან საერთოდ არავისთვის არ უნდა ეჩვენებინა ეს კადრები, ჯერ სამართლებრივად გამოეძიებინა საქმე, დაედგინა და დაესაჯა კონკრეტული დამნაშავეები თუ დამკვეთები და შემდეგ ჩაეყენებინა საქმის კურსში საზოგადება. ამის ნაცვლად ხელისუფლება სერიალების მსგავსად გვაწვდის ინფორმაციას და კიდევ უფრო აღიზიანებს საზოგადოებას. ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არის მთელი ქართული საზოგადოების ინტერესების გამომხატველი ის სექტორი, რომელსაც ამ მასალებს აცნობენ. რატომ გვიტოვებენ ჩვენ, დანარჩენ საზოგადოებას მხოლოდ მათი მოყოლილით აღშფოთების უფლებას? ჩვენ მოქალაქეები ვართ და არა ტელემაყურებლები. ხელისუფლებამ თავისი ქმედებით გვითხრა, რომ როცა დასჭირდება, აღგვაშფოთებს, როცა დასჭირდება - კოჰაბიტაციისკენ მოგვიწოდებს. თუ ეს კადრები ისეთი შოკისმომგვრელია, როგორც ამბობენ, მაშინ ხელისუფლებამ კოჰაბიტაციის დასრულება უნდა გამოაცხადოს და თქვას, რომ ამ "ნაციონალებთან" თანამშრომლობა შეუძლებელია.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა