"მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ კონგრესმენს ვაჩვენოთ მასალა, რომელიც შს სამინისტრომ აღმოაჩინა"

"მზად ვართ, ყველა დაინტერესებულ კონგრესმენს ვაჩვენოთ მასალა, რომელიც შს სამინისტრომ აღმოაჩინა"

ყველა დაინტერესებულ კონგრესმენს, თუკი მათ სურვილი აქვთ, მზად ვართ, ვაჩვენოთ ვიდეომასალა, რომელიც შს სამინისტრომ აღმოაჩინა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განუცხადა.

მისი თქმით, ვიდეომასალის ჩვენება მოხდება იმ ვერსიით, რომელიც მედიისთვის იყო წარმოდგენილი, ანუ დაშტრიხული და ხმის გარეშე, სადაც იდენტიფიცირება არის შეუძლებელი.

"როგორც აღმოჩნდა, არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებით არიან შეწუხებული დღეს "საქართველოში დემოკრატიის გაუარესების პრობლემით". ჩვენ გვინდა, მათ ნახონ, რის გაუარესებაზე გველაპარაკებიან და, როგორ შეიძლება რაიმეს გაუარესებაზე ვილაპარკოთ იმ ქვეყანაში, სადაც ასეთ მხეცობას ჰქონდა მუდმივად და სისტემურად ადგილი," - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისი თქმით, უმრავლესობა მზად არის, რომ ყველას, ვისაც რაიმე კითხვები აქვს ამ მოვლენებთან დაკავშირებით, მიეცეს შანსი, რომ ზუსტად გაერკვნენ სიტუაციაში, არ იყვნენ დაბნეულობასა და გაურკვევლობაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა