წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული კობა თოდუა მოქმედი მინისტრის ბიძაშვილია

წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული კობა თოდუა მოქმედი მინისტრის ბიძაშვილია

სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი პირი კობა თოდუა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, დავით ნარმანიას ბიძაშვილია. ამის შესახებ ინფორმაცია "ამბები.გე"-ს უწყების პრესსამსახურში დაუდასტურეს. მათი განმარტებით, თოდუა ნარმანიას დედის ძმისშვილია.

აღსანიშნავია, რომ სასამართლო პროცესზე კობა თოდუას ინტერესებს მინისტრის ძმა, ირაკლი ნარმანია იცავს.

სამეგრელოში, საიდუმლო სამალავში აღმოჩენილი წამების ამსახველი ვიდეოფირების საქმეზე სულ 9 პირია დაკავებული. მათი სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა. სასამართლო სხდომაზე კობა თოდუამ სამართალდამცველები ზეწოლაში დაადანაშაულა.

როგორც საქალაქო სასამართლოში გამართული პროცესის დახურვამდე თოდუამ განაცხადა, მასზე დაკავების შემდეგ ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა, რადგან განუცხადეს, რომ თუკი დანაშაულს აღიარებდა, ბრალი შეუმსუბუქდებოდა.

ამასთან, კობა თოდუას თქმით, დილის საათებში დაკავების შემდეგ, საღამოს 18:00 საათამდე საშუალება არ მისცეს, რომ დაკავების შესახებ ოჯახისთვის ეცნობებინა. მისივე განმარტებით, მასთან მიიყვანეს პირი, რომელიც "ბედუკაძე 2-ია".

კობა თოდუა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელია.

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ესებუამ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა, რომელიც ითხოვდა, რომ სასამართლოს საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ყველა პირის მიმართ პატიმრობა შეეფარდებინა.

ლელა ბაღდავაძე

იხილეთ ასევე: "ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლომ განცხადება გაავრცელა"

"ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ 9 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ