პრემიერი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების გადავადებას "გაგებით ეკიდება"

პრემიერი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების გადავადებას "გაგებით ეკიდება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების ვადის შეცვლას "გაგებით ეკიდება". როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა, არსებობდა აღნიშნულის საფუძველი, რაც სამეგრელოში აღმოჩენილმა მასალებმა შექმნა.

"მე გაგებით ვეკიდები გადაწყვეტილების შეცვლას, ვინაიდან ამ პროცესზე გავლენა მოახდინა სამეგრელოში აღმოჩენილმა მასალებმა", - აღნიშნა ივანიშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ ამ პოზიციას აფიქსირებს არა როგორც მთავრობის მეთაური, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე.

ივანიშვილის განცხადებით, ამ თემაზე გადაწყვეტილების მიღება პროფესიონალების საქმეა.

ამასთან, პრემიერი უშუალოდ სამეგრელოში აღმოჩენილ მასალებს შემაშფოთებელს უწოდებს. პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით კი, ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა - სამწუხაროა, რომ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები თანამშრომლობაზე უარს ამბობენ და აცხადებენ, თითქოს ამის შესახებ არ იცოდნენ.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების განადგურების გადაწყვეტილება არ შეცვლილა, თუმცა მათი ლიკვიდაცია კვირას, 23 ივნისს აღარ განხორციელდება.

როგორც შესაბამისი კომისიის წევრმა, გაზეთ "რეზონანსის" მთავარმა რედაქტორმა, ლაშა ტუღუშმა განმარტა, კომისია დაახლოებით ერთ კვირაში შეიკრიბება და განსაზღვრავს კონკრეტულ თარიღს, როდის მოხდება ჩანაწერების განადგურება. იქამდე კი, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა