ქართველი ალპინისტები ბოევიკების თავდასხმას გადაურჩნენ

ქართველი ალპინისტები ბოევიკების თავდასხმას გადაურჩნენ

პაკისტანში შეირაღებულ თავდასხმას ქართველი ალპინისტები, აფი გიგანი და ბიძინა გუჯაბიძე გადაურჩნენ. როგორც ბიძინა გუჯაბიძის მეუღლემ, მარინა ბერიძემ "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბარში განაცხადა, ჯერ-ჯერობით მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება, თუმცა ოჯახის წევრებისთვის ცნობილია, რომ ისინი უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან. მარინა ბერიძემ აღნიშნა, რომ პაკისტანში ყველა ექსპედიცია შეწყვეტილია.

პაკისტანში შეირაღებულმა ბოევიკებმა ალპინისტები ჩაცხრილეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, შეირაღებული ბოროტმოქმედები პაკისტანის პროვინცია გილგიტ-ბალტისტანში, ალპინისტების ბანაკს დაესხნენ თავს. მოკლულია 9 ალპინისტი და ერთი გიდი. დაღუპულთა შორის 5 უკრაინის მოქალაქეა, 3-ჩინეთის, ერთი ლიტველია, ხოლო რომელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო გიდი, ჯერ უცნობია.

ქართველი ალპინისტები იმავე რეგიონში, თუმცა სხვა ბანაკში იმყოფებოდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ალპინისტები პაკისტანში ერთ-ერთი ურთულესი მწვერვალის, ნანგა-პარბატის დასალაშქრად იყვნენ ჩასული.

როგორც "პაკისტანის მოძრაობა თალიბანის" წევრებმა განაცხადეს, თავდასხმის უკან თალიბები დგანან. პასუხისმგებლობა თავდასხმაზე ასევე აიღო სუნიტურმა დაჯგუფებამ "ჯუნდულახმა".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია