ნოვოდვორსკაია: "მიდით, გააგრძელეთ სააკაშვილთან ბრძოლა და ივანიშვილის ლოკვა, ყოფილო დამოუკიდებელო ერო"

ნოვოდვორსკაია: "მიდით, გააგრძელეთ სააკაშვილთან ბრძოლა და ივანიშვილის ლოკვა, ყოფილო დამოუკიდებელო ერო"

რუსი ოპოზიციონერი და დისიდენტი ვალერია ნოვოდვორსკაია ქართველი ერის მისამართით მორიგ მიმართვას ავრცელებს:

"მე ვაფრთხილებდი ქართველ ერს, რომ ივანიშვილთან ერთობა კარგს არაფერს მოიტანდა და არც მოიტანა. პუტინმა შეგაქოთ, პატივცემულო ამხანაგებო, წარმოიდგინეთ, ის თქვენით კმაყოფილია: ის ძალზე აფასებს თქვენს გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოთ ოლიმპიადაში, ის იმისთვისაც კი მზადაა, რომ უვიზო რეჟიმს დაგპირდეთ, ერთია, ჭმევით არ გაჭმევთ თორემ... ისევე, როგორც არ აჭამა იანუკოვიჩს და ერთობ ცუდად აჭმევს ლუკაშენკოს... ყოჩაღ თქვენ, ყოჩაღ... ოღონდ ერთიცაა: ამ შექებამ თავხედ პუტინს სულაც არ შეუშალა ხელი ეთქვა ის, რაც მანამდეც ბევრჯერ უთქვამს თქვენთვის: ის, რომ ეს სრულებით არ ნიშნავს აფხაზეთისა და ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების უკან წაღებას. ანუ ამ მიწების თქვენთვის დაბრუნებას არც არავინ ფიქრობს, თქვენ კი უბრალოდ თავზე გადაგისვეს ხელი. თქვენ კიდევ უფრო მიუახლოვდით კოლონიის სტატუსს. მიდით, გააგრძელეთ სააკაშვილთან ბრძოლა და ივანიშვილის ლოკვა. ყოფილო დამოუკიდებელო ერო, სიმართლე გითხრათ, თქვენს გამო მე მრცხვენია. "

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა