ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი დარწმუნებულია, რომ პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თანამდებობას იმ პირობებში დატოვებს, როცა ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა უზრუნველყოფილი იქნება. ამის შესახებ ნორლანდმა ჟურნალისტებს პრემიერის იმ განცხადებაზე კომენტირებისას განუცხადა, რომ ის შესაძლოა, პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წავიდეს.
"პრემიერმა ძალზედ ნათლად განაცხადა, რომ გეგმავს, დატოვოს ოფისი, მაგრამ გააკეთოს ეს იმ პირობებში, როდესაც მოხდება პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.