"არც ის ვარგოდა, რომ ეს ფირები არავის ენახა და არც ის ვარგა, რომ ყველამ ნახოს, რადგან ძალზე მძიმე სანახავია"

"არც ის ვარგოდა, რომ ეს ფირები არავის ენახა და არც ის ვარგა, რომ ყველამ ნახოს, რადგან ძალზე მძიმე სანახავია"

"ჩხატარაშვილი მთავრობაში უკიდურესად მნიშვნელოვანი ფიგურისა და მთავრობის მთავარი მრჩევლის, ხუხაშვილის მარჯვენა ხელი და პროკურატურის საქმეების მთავარი არქიტექტორია", - განაცხადა სააკაშვილმა, რომელმაც ფირებზე ასახული საშინელების შემოქმედებად კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნები, დავით ჩხატარაშვილი და ლევან ქარდავა დაასახელა.

რა ურთიერთობა აქვს პრემიერის მრჩეველს კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან, მიიღეს თუ არა ჩხატარაშვილმა და ქარდავამ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ ხელშეუხებლობის გარანტია, ამის გასარკვევად პრემიერ-მინისტრის მრჩეველს, გია ხუხაშვილს დავუკავშირდით:

- როდესაც შს სამინისტრომ წამების ამსახველი ვიდეოფირები დიპლომატიურ კორპუსს, მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს აჩვენა, დაისვა საკითხი, რატომ არ უნდა ნახოს ეს საზოგადოებამ?

- ქართველი საზოგადოება მუდამ ორ რადიკალურ სიბრტყეში ცხოვრობს. არც ის ვარგოდა, რომ ეს ფირები არავის ენახა და არც ის ვარგა, რომ ყველამ ნახოს, რადგან ძალზე მძიმე სანახავია. სწორი გადაწყვეტილებაა, რომ ასეთ ფორმატში შედგა მისი ჩვენება. ყოფილი ხელისუფლება ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს დევნიან, მაგრამ რადგან ამ რიტორიკას ქვეყანაში გასავალი არა აქვს, ცდილობენ, დასავლეთს შეუქმნან ასეთი წარმოდგენა.

- ფირების განსაჯაროება ხომ არ იყო ერთგვარი პასუხი აშშ-ის კონგრესის შეფასებაზე, თითქოს ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით დევნის ოპონენტებს?

- ამ ორ ქმედებას შორის პირდაპირი კავშირი არ არის, თუმცა კონგრესს ახლა შეგვიძლია ვუთხრათ, განცხადებების გაკეთებამდე ნახეთ ფაქტები და შემდეგ გააკეთეთ დასკვნა. გარდა ელჩებისა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ფირები ენახა საზოგადოების იმ ნაწილს, რომლის მიმართაც ნდობა მაღალია. ასეთ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" პროპაგანდისტული შესაძლებლობები იზღუდება, ვეღარ იტყვიან, არაფერი ხდებაო და კვლავ ტყუილსა და დემაგოგიაზე ვერ ააგებენ თავიანთ რიტორიკას. მე ამ ფირების ძალიან მცირე ნაწილი ვნახე, რადგან არ შემიძლია ასეთი რამეების ყურება.

- პრეზიდენტი ამბობს, რომ არაფერი იცოდა, ყოფილი შს მინისტრის თქმით, ეს ინდივიდუალური პირების თვითშემოქმედებაა და არა სისტემური დანაშაული.

- ინდივიდუალური პირები ასეთ რამეებს არ აკეთებენ. ეს სისტემური დანაშაულია, რაც ყველა სეგმენტში ხდებოდა. ეკონომიკურ სისტემაშიც იგივე ხდებოდა, - ადამიანს დაიჭერდნენ და საკანშივე მიჰყავდათ ნოტარიუსი, რომ მისი ქონება სხვისთვის გაეფორმებინათ.

ეს არ არის ადამიანის გაუპატიურების ერთ-ერთი ნაირსახეობა? ვისაც ზეწოლითა და მუქარით ქონებას ართმევდნენ, არაპირდაპირი გაგებით აუპატიურებდნენ. ასეთი იყო იმ ძალადობრივი რეჟიმის სახე, რომელიც ადამიანის ღირსების შელახვაზე იყო აგებული.

გამიჭირდება წარმოვიდგინო, რა იყო ყოფილი ხელისუფლების ამოცანა, როდესაც ასეთ სისასტიკეს სჩადიოდა. ალბათ, მათსავით გარყვნილი უნდა იყო, რომ მათი მოტივაცია გააცნობიერო. ზოგჯერ ისინი სადიზმს ისეთ ვითარებაშიც ავლენდნენ, სადაც არ ჩანს ამის პრაგმატული ამოცანა...

- სააკაშვილმა კუდ-ისა და პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი დავით ჩხატარაშვილი თქვენს მარჯვენა ხელად მოიხსენია და თქვა, რომ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის სანაცვლოდ მან მილიონები და ხელშეუხებლობის გარანტია მიიღო.

- ჩხატარაშვილს არც უმუშავია ჩემთან და არც იმუშავებს. როდესაც პრეზიდენტმა ჩხატარაშვილი დააკავშირა შს სამინისტროში მომხდარ დანაშაულებთან, ამით ფაქტობრივად აღიარა, რომ ეს დანაშაული სისტემური იყო, რადგან ჩხატარაშვილი გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. სააკაშვილმა თავისი განცხადებით აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ამ დანაშაულში ჩართული იყო მთელი სახელმწიფო მანქანა და ის არ ყოფილა კონკრეტული პირების თვითშემოქმედება.

ლევან ქარდავა ნანახიც არ მყავს. ჩხატარაშვილთან კი რამდენჯერმე ეპიზოდური კონტაქტი მქონდა. პრეზიდენტის განცხადების მერე მირჩევდნენ, პატივისა და ღირსების შელახვის გამო, მისთვის მეჩივლა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ძალზე აბსურდულია, რომ ჩემი მცირე პრობლემით შევიდე იმ საქმეში, რასაც რეჟიმის გასამართლება ჰქვია. ჩემი, როგორც ერთი ადამიანის და არა როგორც ხელისუფლების წარმომადგენლის აზრით, სააკაშვილის რეჟიმმა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი საშინელი სისასტიკის გამო. სააკაშვილი საქართველოს ისტორიის ტრაგიკული პერსონაჟია და აზრს ვერ ვხედავ, რომ ვუჩივლო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა