ნინო ბურჯანაძე - ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებები საქმის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევას ემსახურება

ნინო ბურჯანაძე - ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებები საქმის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევას ემსახურება

ვანო მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებები საქმის პოლიტიკურ ჩარჩოებში მოქცევას ემსახურება, - ეს განცხადება "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან მერაბიშვილის ადვოკატის, გიორგი ჩივიაშვილის საპასუხოდ გააკეთა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ბურჯანაძე სანდრო გირგვლიანის საქმეში მერაბიშვილის ბრალდების ერთ-ერთი მთავარი მოწმეა.

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის თქმით, ადვოკატის პოზიცია ღიმილის მომგვრელია, რადგან ის საქმეში მთავარი მოწმე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა.

"გამოძიებას ჩემს გარდაც უამრავი მოწმე ჰყავს. ადვოკატის მიერ გაჟღერებული მერაბიშვილის პოზიცია კი მორიგი მცდელობაა, რომ ის და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ბრალდებული ლიდერები პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლად წარმოჩინდნენ", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

რაც შეეხება გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ მასსა და ვანო მერაბიშვილს შორის შემდგარ დიალოგს, ნინო ბურჯანაძე ადასტურებს, რომ ეს საუბარი მართლაც შედგა და მან ვანო მერაბიშვილს მოუწოდა, საზოგადოებისთვის მოეხადა ბოდიში და მიეცა პირობა, რომ საქმის დროულად გამოძიება მოხდებოდა, თუმცა, ამის მიუხედავად ვანო მერაბიშვილმა აირჩია სხვა გზა, რომელმაც ის განსასჯელის სკამამდე მიიყვანა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა