"მერაბიშვილმა დათა ახალაიას მიანდო სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება, საიდანაც მოდის ბევრი ეჭვი"

"მერაბიშვილმა დათა ახალაიას მიანდო სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება, საიდანაც მოდის ბევრი ეჭვი"

ვანო მერაბიშვილმა დათა ახალაიას მიანდო სანდრო გირგვლიანის საქმის გამოძიება 2006 წლის მარტამდე, საიდანაც მოდის ყველა ის ეჭვი, რომელიც პროკურატურის გუშინდელ დადგენილებაშია წარმოდგენილი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იუსტიციის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, არა მხოლოდ გირგვლიანის საქმეზე გასული წლის ოქტომბრიდან განახლებული გამოძიების პროცესში, არამედ სტრასბურგში წარდგენილი დოკუმენტებიდანაც იკვეთება საკმაოდ მაღალი ხარისხის ალბათობა, რომ მერაბიშვილს შეეძლო, გარკვეული ტიპის უკანონო მიმართულება მიეცა გირგვლიანის საქმის გამოძიებისთვის.

"ჯერ კიდევ სტრასბურგის მხრიდან საქმის განხილვისას გამოიკვეთა ფაქტი - მიუხედავად იმისა, რომ "შარდენის ბარში" მაგიდასთან ისხდნენ ის პირები, ვინც ისხდნენ, ვანო მერაბიშვილმა დაუშვა ის ფაქტი, რომელსაც ვერავინ უარყოფს და გამოძიება 2006 წლის მარტიდან დათა ახალაიას მიანდო. ახალაია კი ამავე დროს იყო სუფრის წევრი. აქედან გამომდინარეობს ყველა ეჭვი, რომელიც წარმოდგენილია გუშინდელი ბრალის დადგენილებაში.

დარწმუნებული ვარ, ბრალდების მხარეს სათანადო მტკიცებულებები აქვს. ახლა საჭიროა, დაცვამ შეაგროვოს მტკიცებულებები და მერე სასამართლო გადაწყვეტს რომელი მხარეა მართალი", - განაცახადა თეა წულუკიანმა.

მან განმარტა, რომ დღეს პროკურატურა ყველა სისხლის სამართლის საქმეზე დამოუკიდებლად აგრძელებს მუშაობას და იუსტიციის მინისტრს მასში ჩარევა ეკრძალება.

წულუკიანის თქმით, ვანო მერაბიშვილის ბრალზე კომენტარი იქიდან გამომდინარე გააკეთა, რომ ახალი კანონი, რითაც იუსტიციის სამინისტრო პროკურატურას ემიჯნება, გუშინ არ მოქმედებდა, რა დროსაც ვანო მერაბიშვილს ბარალი დაუმძიმდა.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ