საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმების შემცირება იგეგმება

საგზაო წესების დარღვევისათვის ჯარიმების შემცირება იგეგმება

პარლამენტი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისათვის დაწესებული საჯარიმო ტარიფების გადახედვას იწყებს. ამ მიმართულებით "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტი ფრაქცია "ქართული ოცნება - ეროვნული ფორუმმა" მოამზადა. ინიციატივის ავტორი დეპუტატი თემურ მაისურაძეა.

ინიციატივის თანახმად, მცირდება, როგორც საგზაო წესების დარღვევისათვის განსაზღვრული ჯარიმების ოდენობა, ასევე ამ ჯარიმის დროულად გადაუხდელობის გამო გათვალისწინებული სანქციები, ხოლო მისი გადახდის ვადები იზრდება.

კანონპროექტის ფარგლებში გათვალისწინებული ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას, მძღოლის ან მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის შემთხვევაში, მძღოლი 40 ლარის ნაცვლად, 20 ლარით დაჯარიმდება.

კიდევ ერთი ცვლილების მიხედვით, მოტოციკლით, კვადროციკლით, ველოსიპედით ან სხვა მსგავსი ტიპის მოძრავი საშუალებით ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ ბულვარში, პარკში ან სკვერში გადაადგილებისას დადგენილი წესების დარღვევა 20 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, პირის 10 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, ხოლო იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით წლის განმავლობაში, გამოიწვევს 25 ლარის ოდენობით დაჯარიმებას, ნაცვლად 50 ლარისა, როგორც ამას ჯერ კიდევ მოქმედი კანონი ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია