მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

მიიღებს თუ არა პაატა ბურჭულაძე საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას?

პაატა ბურჭულაძის საპრეზიდენტო არჩევნებში შესაძლო მონაწილეობა განხილვის თემა არაერთხელ გამხდარა. "ინტერპრესნიუსი" ფონდ "იავნანას" დაუკავშირდა, სადაც აღნიშნულ საკითხზე შემდეგი სახის კომენტარი გააკეთეს: "ეს მოსაზრება ახალი არ არის, საზოგადოების ცალკეული წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის პოლიტიკოსები ამ წინადადებითა და გულწრფელი სურვილით ბოლო დროს, ხშირად მიმართავენ პაატა ბურჭულაძეს. ამჟამად, ფონდი "იავნანა 9 ივლისს მისი სასცენო მოღვაწეობის 35 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტისთვის ემზადება, შესაბამისად, პაატა ბურჭულაძის ყველა კომენტარი მხოლოდ ამ თემას დაუკავშირდება", - განაცხადეს ფონდ "იავნანაში.

"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პაატა ბურჭულაძეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.

"მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს პაატა ბურჭულაძესთან არა მხოლოდ ჩემი, არამედ პოლიტიკური სპექტრის ერთი ნაწილისა და საზოგადოებრივი მოძრაობების სახელით. დღეს საქართველოს სჭირდება ძლიერი კანდიდატი, რომელიც დააბალანსებს და შეძლებს "ოცნების" კანდიდატის დამარცხებას. ბურჭულაძე არის ხალხის წიაღიდან წამოსული კანდიდატი და გახდება საქართველოს პრეზიდენტი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ბატონი პაატა ფიქრობს ამ საკითხზე და ვიმედოვნებ, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აცხადებს ბაღათურია.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა