პრეზიდენტი "ბათუმი პლაზაში"

პრეზიდენტი "ბათუმი პლაზაში"

"გაგვესაუბროს კურდღელი პრეზიდენტი", - ამ ლოზუნგით ბათუმში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული რამდენიმე პირი საპროტესტო აქციას მართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი აქციიდან იუწყება, "ბათუმი პლაზას" მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილებს აქვთ ინფორმაცია, რომ გასართობ ცენტრში პრეზიდენტი იმყოფება.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მერაბ გორგაძემ აღნიშნა, რომ გასართობ და დასასვენებელ ცენტრ "პლაზაში" პრეზიდენტი ამ დრომდე იმყოფება, იმალება და ვერ ბედავს აქციის მონაწილეებთან შეხვედრას.

გორგაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანა და ახლაც აგრძელებს.

"ბათუმი პლაზას" ტერიტორიაზე იმყოფებიან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია