"კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გამოიძიონ ყველაფერი და საზოგადოებას სიმართლე უთხრან"

"კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გამოიძიონ ყველაფერი და საზოგადოებას სიმართლე უთხრან"

საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიმართ ბოლო დროს არაერთი კითხვა დაგროვდა, რომელზეც პასუხის გაუცემლობა მათ ავტორიტეტს მნიშვნელოვნად დააზიანებს და საზოგადოებაში მათ მიმართ დაგროვილ სკეპტიციზმს მასშტაბურს გახდის. მისი თქმით, "ქართული ოცნების" კურსის გაგრძელება ქვეყნის განვითარებას მნიშვნელოვნად შეაფერხებს. კონკრეტულად რა არის მისთვის მიუღებელი, ამის შესახებ ის ჩვენთან ინტერვიუში საუბრობს.

- რამდენიმე დღის წინ სამეგრელოში იარაღის საკმაოდ დიდი არსენალით სამალავები აღმოაჩინეს, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა...

- დეტალები არ ვიცი, მაგრამ ის, რაზეც ახლა საუბრობენ, თუ მართალია, ყველა ადამიანი, ვისაც ამ საქმესთან რაიმე კავშირი ჰქონდა, ან შესაძლოა ჰქონოდა, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, თუმცა ხელისუფლებამ უნდა დაუმტკიცოს როგორც ქართველ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ეს ყველაფერი, მათ შორის ვიდეოფირებზე აღბეჭდილი კადრები, რომელმაც მთელი დიპკორპუსის წარმომადგენლები და მედია შოკში ჩააგდო, ნამდვილია და ფაბრიკაცია არ ყოფილა. დღევანდელი ტექნიკა ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა.

- ამ ფაქტთან დაკავშირებით ცხრა ადამიანია დაკავებული...

- უღრმესი მადლობა ინფორმაციისთვის, მეც ისე ვადევნებ თვალყურს ამ ყველაფერს, როგორც დანარჩენები. რადგან ძალიან მაინტერესებს, რა ხდება სინამდვილეში და რამდენად მართალია ყველაფერი... არაფერს ვამბობ, არ მინდა ვინმესთან დებატებში შევიდე, მაგრამ კატეგორიულად ვთხოვ ხელისუფლებას, გამოიძიონ ყველაფერი და საზოგადოებას სიმართლე უთხრან. კარგია, რომ ის ვიდეოფირები ყველასთვის არ გახდება ხელმისაწვდომი, რადგან თუ იქ უხამსი კადრებია გადაღებული, ფართო საზოგადოებისთვის ამის ჩვენება მართებული არ არის თუნდაც იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სახიფათო იმ დანარაჩენი კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება კადრში ჩანდნენ... ისედაც საკმაოდ ბევრი უბედურება და ამაზრზენი კადრები ნახა საზოგადოებამ და დაიღალა. საკმარისია... კარგი იქნება, ამას შესაბამისი უწყებები თავიანთ კაბინეტში თუ გაარკვევენ და თავის სახელს დაარქმევენ. თუ ეს არ მოხდა, ხელისუფლების მიმართ ბევრი კითხვა გაჩნდება და ეს ლოგიკური იქნება.

- ხელისუფლების მიმართ გაჩნდება კითხვები?

- რასაკვირველია. ისევე, როგორც თალიბების მიერ გავრცელებული ვიდეოების თემაზე გაჩნდა კითხვები. უკვე ითქვა, რომ ე.წ. "აიპი" გარკვეულია, ასევე გარკვეულია, რომ ეს მისამართი საქართველოშია დარეგისტრირებული და ასეთ შემთხვევაში, საქმის ბოლომდე მიყვანას რაღა უდგას წინ?.. დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენებით ამ ყველაფრის გარკვევას სულ რამდენიმე დღე სჭირდებოდა. საზოგადოება ელოდება, რომ ეს საქმე ბოლომდე გაიხსნება და თუ ასე არ მოხდა, ეს, ჩემი აზრით, ხელისუფლებისთვის მომგებიანი არ იქნება. ამას გულწრფელად, ყოველგვარი ნიშნისმოგების გარეშე ვამბობ. უკმაყოფილების მიზეზი გაჩნდება თუნდაც იმიტომ, რომ ხალხი ძალიან შეაძრწუნა იმ მიმართვამ და მათ უნდა იცოდნენ, საფრთხე რეალურად არსებობს, თუ ამის გაკეთება ვიღაცას დასჭირდა... თუ ეს არ გამოიძიეს, მაშინ მართლაც გამძაფრდება ის ეჭვი, რომ სამალავების თემით სხვა თემების გადაფარვა ხდება. ეს კი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის და კონკრეტულად შს სამინისტროსთვის ძალიან ცუდი ფაქტი იქნება.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა