რო­გორ და­აბ­ნია ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი - ამ­ზა­დებს თუ არა პრე­მი­ე­რი "მემ­კვიდ­რეს"

რო­გორ და­აბ­ნია ივა­ნიშ­ვილ­მა თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი - ამ­ზა­დებს თუ არა პრე­მი­ე­რი "მემ­კვიდ­რეს"

მა­შინ, რო­დე­საც ცხრაწ­ლი­ა­ნი მარ­თვის შემ­დეგ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არ­სად აპი­რებ­დნენ წას­ვლას და ძა­ლა­უფ­ლე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად ყვე­ლა ხერხს იყე­ნებ­დნენ, ბუ­ნებ­რი­ვი­ა, უც­ნა­უ­რად და გა­უ­გებ­რა­დაც კი ჩანს პრე­მი­ერ­-მი­ნისტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლის თა­ო­ბა­ზე. ამა­ზე ლა­პა­რა­კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე კარ­გა ხნით ად­რე და­იწყ­ო. მა­შინ ის აცხ­ა­დებ­და, რომ გა­მარ­ჯვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ორი-­სა­მი წლით თუ დარ­ჩე­ბო­და პო­ლი­ტი­კა­ში, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის­თვის მა­შინ­ვე გა­უ­გე­ბა­რი იყო. ამ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ერ­თ-ერ­თი ეს­ტო­ნუ­რი გა­მო­ცე­მის­თვის მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მან თქვა, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე დღით თუ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს თა­ნამ­დე­ბო­ბას და სა­ერ­თო­დაც წა­ვა პო­ლი­ტი­კი­დან, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ფრი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა.

პო­ლი­ტი­კუ­რი ვი­თა­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში გვა­რი­ა­ნა­დაა არე­უ­ლი, ძვე­ლი და ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა კვლა­ვაც პიკ­ში­ა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის კი­დევ ერთ დარ­ტყმად იქ­ცა ის სა­ი­დუმ­ლო სა­მა­ლა­ვე­ბი, რომ­ლებ­შიც ია­რაღ­თან ერ­თად ადა­მი­ან­თა წა­მე­ბის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბიც აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­თა ნა­წი­ლის ნახ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­ე­ცათ. კად­რე­ბი შო­კის­მომგ­ვრე­ლი აღ­მოჩ­ნდა და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სა­ხე სა­ბო­ლოოდ გა­შიშ­ვლდა. უნ­და მომ­ხდა­რი­ყო ამ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა და იყო თუ არა ეს ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დე­ბის მი­ღე­ბის ერ­თ-ერ­თი სა­შუ­ალე­ბა? - ეს კითხ­ვე­ბი ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა, თუმ­ცა მათ­ზე ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პა­სუ­ხე­ბი არ არ­სე­ბობს. ფაქ­ტი­ა, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სი ქვეყ­ანა­ში უკი­დუ­რე­სა­დაა და­ძა­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბამ ეს და­ძა­ბუ­ლო­ბა კი­დევ უფ­რო გა­აღ­რმა­ვა. რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მი­ერ პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" გა­მოცხ­ა­დე­ბუ­ლი მხარ­და­ჭე­რა, უპირ­ვე­ლე­სად, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფაქ­ტო­რით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, დღეს ეს მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი სვა­მენ სრუ­ლი­ად ლე­გი­ტი­მურ კითხ­ვას: რა­ტომ აპი­რებს ივა­ნიშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­ჩე­ვან­ზე უა­რის თქმას? ამ ინ­ტერ­ვი­უს შემ­დეგ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გან­მარ­ტე­ბე­ბი გა­ა­კე­თა: "მინ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა და­ვაწყ­ნა­რო და ვუთხ­რა, რომ პო­ლი­ტი­კი­დან ჩე­მი წას­ვლა არ ნიშ­ნავს ქვეყ­ნი­დან ჩემს წას­ვლას და იმას, რომ გა­ვურ­ბი­ვარ სირ­თუ­ლე­ებს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას და ჩემს და­პი­რე­ბებს". მი­სი თქმით: ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა და მთავ­რო­ბას მი­სი დახ­მა­რე­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა. "ჩე­მი გუნ­დის წევ­რებს გან­ვუ­მარ­ტავ კარ­გად, რომ ჩე­მი წას­ვლით არა­ფე­რი და­ზი­ან­დე­ბა და მხო­ლოდ პლუ­სი იქ­ნე­ბა იმა­ში, რომ პო­ლი­ტი­კი­დან გა­ვალ, მაგ­რამ თუ დარ­ჩე­ბა კითხ­ვე­ბი და იქ­ნე­ბა სა­შიშ­რო­ე­ბა, რომ მთავ­რო­ბას ან ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბას პო­ლი­ტი­კი­დან ჩე­მი წას­ვლით რა­ი­მე და­ე­მუქ­რე­ბა, რა თქმა უნ­და, არ­სად წა­ვალ. ოქ­ტომ­ბრის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა იქ­ნე­ბა და მთავ­რო­ბას ჩე­მი დახ­მა­რე­ბა აღარ დას­ჭირ­დე­ბა. უფ­რო სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა და გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და ჩე­მი გა­დას­ვლა სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სექ­ტორ­ში. აქ ვიქ­ნე­ბი მე თავ­და­უ­ზო­გა­ვი! მთავ­რო­ბი­დან ჩე­მი წას­ვლა ნიშ­ნავს უფ­რო მარ­ტი­ვი ად­გი­ლი­დან რთულ ად­გილ­ზე გა­და­ნაც­ვლე­ბას", - აღ­ნიშ­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა. ანუ მი­სი ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნათ­ქვა­მი, რომ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის მე­რე წა­ვი­დო­და, ამ გან­მარ­ტე­ბი­სას უკ­ვე აღარ იყო ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ეს გან­ცხა­დე­ბე­ბი აშ­კა­რად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა მთავ­რო­ბის წევ­რე­ბის­თვი­საც, მა­გა­ლი­თად, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრი და კო­ა­ლი­ცი­ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აცხ­ა­დებ­და, რომ უკ­ვე მსჯე­ლო­ბენ ივა­ნიშ­ვი­ლის შემ­ცვლელ­ზე, თუმ­ცა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის მი­ნის­ტრი სო­ზარ სუ­ბა­რი ამ­ბობ­და, რომ ამის თა­ო­ბა­ზე არა­ფე­რი იცის. რას ცდი­ლობს ამ­გვა­რი გან­ცხა­დე­ბე­ბით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და აპი­რებს თუ არა სწო­რედ სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რი­დან მარ­თოს ქვე­ყა­ნა, თან ისე, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მას­ზე, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ ნა­წილ­დე­ბო­დეს? ამ­გვა­რი მარ­თვის მა­გა­ლი­თებს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კის ის­ტო­რია იც­ნობს, თუმ­ცა სა­კითხ­ა­ვი­ა, რო­გორ წა­ად­გე­ბა ეს ჩვენს ქვე­ყა­ნას, ქვე­ყა­ნას, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი რე­ჟი­მი­დან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობს. ის მა­გა­ლი­თი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თა­რი ნე­ბით აპი­რებს ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე უა­რის თქმას, ნამ­დვი­ლად სი­ახ­ლეა სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის­თვის და შე­სა­ბა­მი­სად, და­სა­ფა­სე­ბე­ლიც შე­იძ­ლე­ბა იყოს, მაგ­რამ ხომ არ ჩქა­რობს ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გმას ივა­ნიშ­ვი­ლი? მი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ბი­ოგ­რა­ფი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დი­ა, რომ მას თა­ვი­სი შემ­ცვლე­ლიც უკ­ვე შერ­ჩე­უ­ლი ჰყავს. მე­დია სა­ვა­რა­უ­დო კან­დი­და­ტად ყვე­ლა­ზე ხში­რად ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნისტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს გა­ნი­ხი­ლავს, რო­მელ­საც, რო­გორც ამ­ბო­ბენ, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ენ­დო­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი და თა­ნაც მი­სი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მუ­შა­ო­ბით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი­ა. ასე­ვე და­სა­ხელ­და იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი­სა და პარ­ლა­მენ­ტის სპი­კერ და­ვით უსუ­ფაშ­ვი­ლის კან­დი­და­ტუ­რე­ბიც, თუმ­ცა არც ერ­თი და არც მე­ო­რე ივა­ნიშ­ვი­ლის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რად არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. და­სა­ხელ­და ბიზ­ნეს­მენ ლე­ვან ვა­სა­ძის კან­დი­და­ტუ­რაც, რო­მე­ლიც სულ იმას ამ­ტკი­ცებს, რომ არ აპი­რებს პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლას, თუმ­ცა მა­ინც მუდ­მი­ვად ცდი­ლობს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ად­გი­ლი პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე, თავს გვახ­სე­ნებს თა­ვი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბი­თ და სწო­რედ პო­ლი­ტი­კუ­რი ში­ნა­არ­სის პუბ­ლი­ცის­ტუ­რი წე­რი­ლე­ბით. თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ მის მე­გობ­რო­ბას გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან, რო­მელ­საც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ახ­ლო­ვე აქვს ივა­ნიშ­ვილ­თან, მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ ვა­სა­ძის გაპ­რე­მი­ე­რე­ბა სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლი არც იყოს, თუ, რა თქმა უნ­და, ივა­ნიშ­ვილ­მა პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა სა­ბო­ლო­ოდ გა­დაწყ­ვი­ტა. პრე­მი­ე­რი მუდ­მი­ვად ლა­პა­რა­კობს ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის იმ­გვა­რი სის­ტე­მის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც ამ პრო­ცესს შე­უქ­ცე­ვადს გახ­დის, ოქ­ტომ­ბრამ­დე ამის მოს­წრე­ბა ძალ­ზე სა­ეჭ­ვო­ა. მით უფ­რო, რომ ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლურ­-ე­კო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი კვ­ლა­ვაც მთე­ლი სიმ­წვა­ვით დგას, ლუკ­მა­პუ­რის ძი­ე­ბას გა­და­ყო­ლი­ლი რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქის­თვის ნამ­დვი­ლად გა­უ­გე­ბა­რი იქ­ნე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა ბუ­ნებ­რი­ვი, ევო­ლუ­ცი­უ­რი პრო­ცე­სი­ა, ამას შე­საძ­ლო­ა, სა­ხელ­მწი­ფომ ან კერ­ძო მე­ცე­ნატ­მაც შე­უწყ­ოს ხე­ლი, მაგ­რამ სრუ­ლი­ად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ხე­ლოვ­ნუ­რად სა­მო­ქა­ლა­ქო კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა და დე­მოკ­რა­ტი­ის დამ­ყა­რე­ბა, რო­მელ­საც ზოგ­ჯერ ერ­თპი­როვ­ნუ­ლა­დაც კი გვპირ­დე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლი, მე­ტიც - ის ხში­რად ამ­ბობს, რომ ისეთ დე­მოკ­რა­ტი­ას და­ამ­ყა­რებს, ევ­რო­პა­საც რომ გა­ა­ო­ცებს. ბუ­ნებ­რი­ვი­ა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კი­დან წას­ვლა თვი­თონ კო­ა­ლი­ცი­ა­შიც ბევრ რა­მეს შეც­ვლის. ექ­სპერ­ტთა ნა­წი­ლი უკ­ვე ვა­დამ­დელ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე ლა­პა­რა­კობს, ვინ აღ­მოჩ­ნდე­ბა ასეთ შემ­თხვე­ვა­ში კო­ა­ლი­ცი­ის მემ­კვიდ­რე მი­სი ამ­ჟა­მინ­დე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბი­დან და ვის მო­უ­წევს ოპო­ზი­ცი­ა­ში წას­ვლა - ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს, თუმ­ცა კო­ა­ლი­ცი­ის შიგ­ნით ამა­ზე ფიქ­რი და ამის­თვის სამ­ზა­დი­სი უკ­ვე დაწყ­ე­ბუ­ლი­ა, რა­საც, სა­ვა­რა­უ­დოდ, ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა ერ­თი­ო­რად და­აჩ­ქა­რებს.

ანა გი­ორ­გა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა